ერი, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ერი არ არის

0
269

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედელის შენების თაობაზე ჯერ სოციალურ ქსელში დაპოსტა, ხოლო შემდგომ მოგვიანებით განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული საკითხი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო. 

„ჩვენ მალე დავიწყებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, რაღაც ფორმით მექსიკა აგვინაზღაურებს ხარჯებს“, – განაცხადა ტრამპმა.  „ერი, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ერი არ არის. დღევანდელი დღიდან დაწყებული აშშ იბრუნებს კონტროლს თავის სამხრეთ საზღვრებზე. ჩვენი ურთიერთობები მექსიკასთან უკეთესი გახდება. ჩვენ შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. აღნიშნული განკარგულება ახლა აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი აღნიშნული კედლის აშენების თაობაზე ჯერ ჯიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირაში იგი ასევე გასცემს განკარგულებას სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე. როგორც ცნობილია, აკრძალვა მანამდე იმოქმედებს, სანამ აშშ-ის ხელისუფლება დევნილების შემოწმების უფრო ეფექტიან მექანიზმს არ შეიმუშავებს.

 

წყარო: geworld.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი