ეროსი კიწმარიშვილის ძმის განცხადება – სანდრა რულოვსის სიტყვა – ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა – ხატია დეკანოიძე – კოტე ყუბანეიშვილი

0
399

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ის შესახებ ისაუბრა. ის სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„დღეს ბრძოლა კი არ დამთავრდა, დღეს ბრძოლა იწყება და ქართველმა საზოგადოებრიობამ, ელემენტარულად უნდა ისწავლოს ბრძოლა. ახლა უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით. სიმართლე და თავისუფალი სიტყვა წყალივით არის, გადაკეტავ ერთ გზას, სხვაგან გაჟონავს. ვერ მოერევი თავისუფალ სიტყვას, უბრალოდ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა ვისწავლოთ,“ – განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა.

სანდრა რულოვსმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “ვისაც არ ესმის, რომ კრიტიკული მედია არის თვითონ მთავრობის ფუნქციონირების ინტერესში და ეხმარება მას, ის არ უნდა მართავდეს ქვეყანას.”

„ყველა გრძნობს, რომ აქ მართლაც ძალიან სერიოზულად არის საქმე და მთელი ქვეყანა არის დიდი რისკის ქვეშ. ვისაც არ ესმის, რომ კრიტიკული მედია არის თვითონ მთავრობის ფუნქციონირების ინტერესში და ეხმარება მას, ის არ უნდა მართავდეს ქვეყანას. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ვისაც არ ესმის, რომ კრიტიკა არის კონსტრუქციული ძალიან ხშირად და გეხმარება, რომ შენი საზღვრები ჩანდეს, სადამდე არის ეს ხალხი და სადამდე შეიძლება იმოქმედო და სადამდეც საზოგადოება აიტანს, ეს ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

“მე სოლიდარული ვარ იმ მენეჯმენტის, ვინც გააკეთა ეს შეთავაზება,“ – ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის  მენეჯმენტის მიერ ქიბარ ხალვაშისთვისშეთავაზებულ წინადადებაზე საუბრობს.

“ მიუხედავად იმისა, დღეს რა სამართლებრივი სიტუაციაც დადგა რუსთავი2-თან დაკავშირებით, ეს არ არის განწირული შეთავაზება, მე სოლიდარული ვარ იმ მენეჯმენტის, ვინც გააკეთა ეს შეთავაზება, რომ მათ შეუძლიათ რუსთავი2-ის მენეჯმენტის წარმართვა. მე ვიცნობ ამ ხალხს, ვიცი მათი შესაძლებლობა და სიამოვნებით ვითანამშრომლებ მათთან მომავალში,“ – განაცხადა კიწმარიშვილმა.

ხვალ, 11:00 საათზე ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს, 00:48

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, პარტიის ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ხვალ, 11:00 საათზე  ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

„დღეს საქართველოში ოფიციალურად გაფორმდა დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურა, დაიმარხა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ბიძინა ივანიშვილს აქვს მცდელობა, ჩაიგდოს ხელში ყველა თავისუფალი ინსტიტუტი, თავისუფალი მედიის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა არამარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. რუსთავი2 უნდა იყოს ხალხის სამსახურში  და რუსთავი2 დარჩება ხალხის სამსახურში. ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. 12:00 საათზე ნაციონალურ მოძრაობა გამოაცხადებს სამომავლო გეგმას, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დაცვას. ამასთანავე მინდა, მოვუწოდო საზოგადოების ყველა წევრს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი