“ეს არის დანაშაული ერის წინაშე, ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა”

0
341

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს: “ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა”

ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა – 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილქართლის ცხოვრებაში“ (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია – ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაისომხური“.

ზეინაბ ბუაჩიძე: „სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაც გეტყვთმეთერთმეტე საუკუნეშიქართლის ცხოვრებასომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემულიქართლის ცხოვრებისრედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა“.

ბოლოთქმა ჟურნალისტებისთვისზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურსოდეონზეგავიცანი. თუ მისი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ, პირად ფოსტაში მომწერეთ

წერს: მიქიაშვილი

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი