ეს არის მერიის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ალეკო ელისაშვილი

0
198

ალეკო ელისაშვილის თქმით, ბავშვთა სამყაროს შენობაში გადარჩენილი ქონება ხალხის თანდასწრებით უნდა გამოიტანონ.

„მერია და სახელმწიფო უნდა ჩადგეს მომლაპარაკებლად, რომ კრედიტებზე პრობლემები არ შეიქმნას, ალტერნატიული ფართი უნდა მოიძებნოს და შენობის მდგომარეობა გაირკვეს,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ დღევანდელ ქმედებას აკრიტიკებს.

„ეს არის მერიის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამის მაგივრად, მოვიდა დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ბანკებს უნდა დაელაპარაკოს, რათა ამ დღეებში, ვიდრე გამოსავალი არ გამოჩნდება, რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნათ.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი