საგანგებო განცხადება – ვერეს ხეობაში, შესაძლოა, წყალმოვარდნა განვითარდეს

0
251

ძლიერი წვიმის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ამ დროისთვის,  უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია.

თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

უკვე რამდენიმე საათია, თბილისში გადაუღებლად წვიმს. დღეს თბილისში ძლიერი სეტყვაც იყო.

ბოლო სამი საათია, ვერეს ხეობაში ე.წ. ახალი გზა სამართალდამცავებს, უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტილი აქვთ. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” გეომორფოლოგ ლაშა სუხიშვილის კომენტარს ავრცელებს.

„ასე თუ გაგრძელდა, ამ ინტენსივობის ნალექის გამო, შესაძლოა, მეწყერი და წყალმოვარდნა განვითარდეს,“ – აცხადებს სუხიშვილი.

სუხიშვილის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები და სამეცნიერო სფერო მომზადებულია. ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება და მდგომარეობა კონტროლიდან არ გამოსულა.

„მთავარია, რომ მოსახლეობა გარიდებულია და დანარჩენი მეორეხარისხოვანია… რამდენიმე ვიწრო ხეობაა მნიშვნელოვანი თბილისში, რომელიც შეიძლება, ადიდდეს და გვინდა, შევამოწმოთ, რა ვითარებაა იმ ხეობებში,“ – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

წყარო: presa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი