(ვიდეო) მოძრაობა ძლევაი საკვირველი – მიწის გაყიდვა და გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უსასტიკესი დანაშაულია

0
2720
      მიწა ერთადერთი და სიცოცხლის არსებობის საყოველთაო საფუძველია. მიწა არის საყოველთაო წარმოების საშუალება.
      ტერმინი მიწა ეკონომიკაში გამოიყენება, როგორც ბუნებრივი რესურსი, რომლით სარგებლობა შესაძლებელია წარმოებაში, ამიტომ აღიარებულია წარმოების ფაქტორად. მიწა არის რესურსი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის და ქვეყნის მშენებლობისთვის გამოიყენება.
      როგორც ამ პატარა მიმოხილვიდან ჩანს, მიწას განუზომელი, შეუფასებელი როლი აკისრია სიცოცხლის, ადამიანის არსებობაში და არ შეიძლება, შემოიფარგლოს ვიწრო კერძო საკუთრების უფლებით.
      საერთოდ, კაცობრიობის ისტორიაში კერძო საკუთრების ჩამოყალიბება დაკავშირებულია საწარმოო ძალების განვითარების იმ საფეხურთან, რომელზეც ადამიანს, ინდივიდს საშუალება მიეცა, ეწარმოებინა ზედმეტი პროდუქტი.
      ეს არის ეტაპი, როცა საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებაში მოხდა ნახტომი — საწარმოო ძალები შევიდა ახალ თვისებრივ ფაზაში და განსაზღვრა უფრო მაღალი საფეხური (ეტაპი) ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.
კერძო საკუთრების აღმოცენებამ ხელი შეუწყო საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებას და დასაბამი მისცა ახალი ეკონომიკური სისტემის წარმოშობას. კერძო საკუთრების წარმოქმნა იმთავითვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში.
       ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური დოვლათი (ფასეულობა), რომელსაც აქვს ღირებულება და შესაბამისად ფასიც. მაშინ შეიძლება ის ყიდვა-გაყიდვის ობიექტიც გახდეს. არ ვიზიარებ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ მცდარ (ცრუ) თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოს მიწის უცხოელებზე გასხვისება დასაშვებია. ბუნების პროდუქტებით სარგებლობამ და მითვისებამ თანდათანობით საკუთრების სახე მიიღო და დამოუკიდებელ ფორმად ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიწა არის კერძო საკუთრების ობიექტი.
        ადამიანი ბუნებას იყენებს არა როგორც ცხოველი, არამედ მასთან ურთიერთობაში ექცევა გარკვეული საზოგადოებრივი ფორმით, რომელიც განპირობებულია ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების მოცემული სისტემით.
        სამყარო არის ღმერთის მიერ შექმნილი და წარმოადგენს სიცოცხლის არსებობის საყოველთაო საშუალებას. ის არ არის ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური (ეკონომიკური) რესურსი, ამიტომ მიწას არ აქვს ღირებულება და შესაბამისად ფასიც. მისი შეფასება შეუძლებელია და არც ყიდვა-გაყიდვა არის დასაშვები.
       ადამიანთა საზოგადოებას თუ სწამს ღმერთი, მაშინ მის მიერ შექმნილი სამყაროც უნდა ირწმუნოს.
       მიწა არის სიცოცხლის არსებობის საყოველთაო საფუძველი, მიწის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება, მიწა კერძო საკუთრება იყოს!
      კერძო საკუთრებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური დოვლათი, რომელსაც აქვს ღირებულება, ღირებულება არის საქონელში განივთებული საზოგადოებრივი შრომა, სახმარი ღირებულება და ფასი. ასეთი ობიექტები (ნივთები) მიეკუთვნება კერძო საკუთრებასაც და მისი ყიდვა-გაყიდვაც შეიძლება; რაც შეეხება მიწას, ის არც კერძო საკუთრებაა და არც ყიდვა-გაყიდვის ობიექტი.
      მიწა სოფლის მეურნეობაში საყოველთაო (მთავარი, ძირითადი) წარმოების ფაქტორია და საერთოდ, ყოველგვარი წარმოების საფუძველთა საფუძველი, იგი რაოდენობრივად შეზღუდულია. მიწა წარმოების ბუნებრივი ფაქტორია.
     მიწაზე ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური დოვლათი (ფასეულობა, რესურსი თუ სხვ.) არის კერძო საკუთრებაც და ყიდვა-გაყიდვის ობიექტიც.
     ამჟამად ფართოდ გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ კერძო საკუთრების საგანს (ნივთი, ობიექტი) წარმოადგენს მიწა, რაც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
     მიწა ერის საკუთრებაა. სახელმწიფოს შეუძლია, მიწა გადასცეს თავის მოსახლეობას (მოქალაქეებს) მხოლოდ უვადო სარგებლობაში იმ ოდენობით (ნორმით), რამდენიც მათი საჭიროებისათვის არის საკმარისი და რამდენსაც სათანადო მოვლა-პატრონობას გაუწევს (შეძლებს). თუ მიწათმფლობელი ეფექტიანად ვერ გამოიყენებს მიწას, მაშინ მას უნდა ჩამოერთვას ის და გადაეცეს იმ პირს, ვინც შეძლებს მის გამოყენებას.
     ამრიგად, მიწის გაყიდვა-გასხვისების პრობლემა შეეხება მხოლოდ მიწაზე ადამიანის შრომით შექმნილ მატერიალურ რესურსებს.
ქართველ ერს ღმერთმა უბოძა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწა-წყალი და მისი გაყიდვის უფლება არავის აქვს, მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
      მიწა არის ერის ხელშეუხებელი სასიცოცხლო საკუთრება და სიმდიდრე. მიწის გაყიდვა და გასხვისება უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეებზე და მიღებული ფულით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება დაშეჭმა“ ყოვლად გაუმართლებელი და უსასტიკესი დანაშაულია ერისა და ღმერთის წინაშე. ბიბლიაში აღნიშნულია: „მიწა სამუდამოდ არ უნდაგაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა და თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ (ბიბლია, ძველი აღქმა, ლევიანნი. თავი 25, მუხლი 23. თბ., 1989).
კათალიკოს პატრიარქი ქართული მიწის შესახებ:

ძლევაი საკვირველის Facebook გვერდებზე განცხადებებს, ყოველთვის თან ახლავს ტექსტი, მოწოდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მამულიშვილნო! იმისათვის, რომ შემოუერთდეთ პატრიარქის უერთგულესი მღვდელმთავრის მიერ (#დაფარულიმეუფე) დაარსებულ მოძრაობა „ძლევაი საკვირველს“, დაუკავშირდით ჩვენი მოძრაობის ნებისმიერ წევრს, ფეისბუქით.     #გაავრცელეთ” “.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი