ვინ არის ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და რაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც მას პირადად იცნობენ, რატომ შეუჩერა მღვმდელმსახურება საპატრიარქომ?!

9
2798

ვინ არის ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და რაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც მას პირადად იცნობენ, როგორ მოიხსენიებენ მას ნაცნობები, რატომ შეუჩერა მღვმდელმსახურება საპატრიარქომ ?გთავაზობთ ინფორმაციას იმაზე თუ ვინ არის ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელზედაც თვეების განმავლობაში მედია საუბრობდა.

გთავაზობთ რამოდენიმე წყაროს ინფორმაციას, რომელიც გამოტოვების გარეშე წარმოდგენილია, მოგახსენებთ, რომ ფაქტების სიზუსტე არ გადამოწმებულა oknws-ის მიერ, ტექსტის სიზუსტე დაცულია, გადმოტანილია ჩასწორების გარეშე ქვემოთ თანმიმდევრულად მოცემული წყაროებიდან, ვეყრდნობით წყაროს ინფორმაციას, ქვემოთ გამოყენებული სიტყვები და გამონათქვამები პირდაპირ გადმოტანილია წყაროდან და არ ეკუთვნის oknws-სს.  oknws.com გთავაზობთ, რამოდენიმე წყაროს ინფორმაციას :

წყარო: 1. ძლევაი საკვირველი – გიორგი ლაზი

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის ორ წლიანი მორჩილება წმ. მამა გაბრიელთან იმით დასრულდა, რომ მამა გაბრიელმა გარდაცვალების წინ გვითხრა: „ნიკოლოზი გაგიჟდა და მას აღარ გაეკაროთ!”-ო. ამ ფაქტს დაამოწმებს მამა გაბრიელის მომვლელი დედა პარასკევა, მცხეთის სამთავროს მონასტრიდან.

ვისაც ამის არ სჯერა, სამი რამ უნდა მოიმოქმედოს:

1. პირადად ჰკითხეთ დედა პარასკევას.

2. ყურადღებით წაიკითხეთ ეკლესიის შემდეგი განცხადებები:

მღვდელმოქმედებააკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს ( მუქარის წერილებით შეეცადა 12 შვილიან ოჯახისგან ბინა გამოეძალა, ხოლო უარის მიღების შემდეგ კი ოჯახის მამას თავი ჩაქუჩით გაუხეთქა! გ.ზ. ) და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც. “ 15 ნოემბერი, 2016 იხ: წყარო: http://patriarchate.ge/geo/saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-15-11/

მსგავსი შინაარსის განცხადებით, ეკლესია ჯერ კიდევ ამა წლის იანვარშიც გვაფრთხილებდა მრევლს, როდესაც ცრუმოძღვარმა ნიკოლოზმა თავის მრევლს 100 000 ფოტოპორტრეტი დაარიგებინა, თბილისის ქუჩებში, წარწერით „მხსნელი, გადამრჩენელი”! :

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“ და ა.შ.გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.”იხ: წყარო: http://patriarchate.ge/geo/836-2/

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც თბილისის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობა სასულიერო პირებს მიმართავს და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება, ზესტაფონის ქუჩის მობინადრეებს, რომელთა ინფორმაციითაც, ერთ-ერთ მაცხოვრებელს თავს დაესხა ნიკოლოზ (ნარიმან) მაკარაშვილი, რომელიც მათივე თქმით, სასულიერო პირობას იბრალებს და ადამიანებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

თავზე ნაკერებ დადებული მამუკა რეხვიაშვილი

“გთხოვთ ეს პოსტი გადაუგზავნოთ მოძღვრებს! 2016 წლის 19 ოქტომბერს ზესტაფონის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი მეზობლებს დაესხა თავს. ჯერ მიუტანა მათ წერილები, სადაც სთხოვდა საცხოვრებელი დაეტოვებინათ, რადგან 100 მილიონი ამერიკული დოლარის ვალის არ გადახდის გამო მათი საკუთრება უკვე მის მფლობელობაში გადავიდა, შემდეგ ერთ-ერთი მარტოდ მცხოვრები ქალბატონი ბინაში სცემა… ცოტა ხნის შემდეგ, ლიფტის კარები აჭედა ქსოვილებით, უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა თერთმეტი შვილის მამას, მის მეზობლად მცხოვრებ მამუკა რეხვიაშვილს. ამით არ დაკმაყოფილდა, დანითა და ხანჯლით შეიარაღებული მის მოსაკლავადაც გაიწია და პატრული რომ არ ყოფილიყო, რა შედეგი დადგებოდა არავინ უწყის. მისი განიარაღების დროს პატრულს უშვერი სიტყვებით აგინებდა “მდუმარებაში” მყოფი “წმინდა ბერი” და კვლავ ითხოვდა მეზობლებს ბინები დაეტოვებინათ და მისთვის დაეთმოთ.

მამუკა რეხვიაშვილი გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, დაადეს ნაკერები და დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოველივე ეს ხდებოდა მცირეწლოვანი ბავშვებისა და მეთორმეტე ბავშვზე ფეხმძიმე ჩემი დის თვალწინ.

უნდა აღინიშნოს რომ ბერი ნიკოლოზი პერიოდულად წერს წერილებს, რომლებიც გამოკრულია სადარბაზოში. ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ მას აქვს აკვიატება, რომ თითქოს იგი საბანკო საქმიანობას აწარმოებს და ამის გამო სახელმწიფო ბანკმა მას გამოუცხადა ომი…

ცნობა ღუდუშაურის კლინიკიდან (უკანა მხარე).

დაზარალებულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ე.წ. “მრევლი” რომელიც თვეების განმავლობაში დღე და ღამ იკრიბება სადარბაზოსა და ეზოში ამ კონფლიქტის დროს ნიკოლოზის მხარეს იჭერს და არცერთი არ ეცადა მის შეჩერებას, უფრო მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ დაზარალებულებს დახშული აქვთ სულიერი თვალები და ვერ ხედავენ იმ “მადლს”, რაც მათ მოევლინათ, რომ ნიკოლოზ-ნარიმანის საქციელი უნდა დაინახონ სხვა კუთხით. ასევე ისინი ხშირად ახსენებენ სალოს ანდრიას, რომელმაც მოკლა ბავშვი და შემდეგ გააცოცხლა და ამით მისგან განდევნა ბოროტება.

…ჩემი სიძის მოთხოვნაზე, გაესახლებინათ ეს საშიში ადამიანი მათი კორპუსიდან, პატრულის პასუხი იყო, რომ იგი ბერია და ამიტომ ერიდებიან ამ საქმეში ჩარევას. გაქირავებული ბინის მეპატრონემ უარი თქვა მის გასახლებაზე, კარგი შემოსავლის დაკარგვის გამო…”

(პ.ს. იმისათვის, რომ წაიკითხოთ თუ რა წერია სამედიცნო დასკვნის დოკუმენტში, ჯერ უნდა გადაიწეროთ თქვენს კომპიუტერში, შემდეგფკი უნდა გაადიდოთ.)

3. წაიკითხეთ მისი ხელნაწერები:

“საქართველოს სახელმწიფოს აქვს 2 კანონი 1)ნარიმანის მტერი საქართველოს მტერია! 2) ნარიმანის მტერი ქრისტეს ეკლესიის მტერია! ეს კორპუსი ჩემი აშენებულია!სახელმწიფოს არ აუშენებია! კერძოა! ჩემია! ჩემ სართულზე ვინც ცხოვრობთ ძალით შეხვედით ჩემ ბინებში, ჩემს უკითხავად! ამიტომ დასტოვეთ!!! გასაღები მომიტანეთ მე= ნარიმანს=მამა ნიკოლოზს=პატრიარქს!!! სასწრაფოდ წადით 1-2 დღეში, ისეთი ავად ვარ ვკვდები!! ვინც მე შემეწინააღმდეგება შევაჩვენებ! დავწყევლი! ან ნაჯახით გავუტეხავ თავს, წყეულ იყოს ყველა, ვინც მე შემეწინააღმდეგება, მიმტრობს, დამჩაგრავს, შეჩვენებული იყოს უკუნითი უკუნისამდე! ქრისტე ღმერთმა ჩააგდოს ჯოჯოხეთში 100ტრილიონი წელი,არ გაეხაროს არცერთი წამი 100ტრილიონი წელი. ვინც მე=ნარიმანს სიკეთეს არ გამიკეთებს, არ აღირსოს ქრისტე ღმერთმა სიკეთე 100ტრილიონი წელი. სიკეთეა ჩემთვის ფეხების დაგრძელება! ტვინის ჩართვა! გამოწმენდა! გაჯანმრთელება!წმინდანობა! უდიდესი წმინდანობა! ჩემი არდგომა!გისურვებთ გააკეთოთ!რადგან ვინც არ აკეთებს სიკეთეს ცოდავს!!! ამიტომ გამოგეწერა 100ტრილიონი წელი ჯოჯოხეთი!!!

პატრიარქი ნიკოლოზი! მეფეც! ნარიმანი!”

ამონარიდი მისი წერილიდან. ზოგიერთი მისი მიმდევარი გვიმტკიცებს, რომ მისი წერილები სხვანაირად უნდა გავიგოთ, მაგრამ ფაქტია, რომ კაცი დაიმუქრა თუ ბინის გასაღებს არ მომცემთ “თავს ნაჯახით გაგიხეთქავთ”-ო და შეასრულა კიდეც !!!

იგივე ხელნაწერი სრულად.

წერილი, რომელიც გამოაკრა ამ ამბებიდან რამდენიმე კვირით ადრე. აქ პირდაპირ წერს, რომ მეზობლები, ვინც არ მოიუტანენ ბინის გასაღებს დაისჯებიან, წყევლის მათ და “ნაჯახით თავს გაგიხეთქავთ”-ო ემუქრება, რაც აღასრულა კიდეც!

“ნარიმანის ბრძანებაა!!! პატრიარქის!!! მეფის!!! ——————————————————- მე ნარიმანი ვარ მეფე!=პატრიარქი!=მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი!!! იმპერატორი!!! მე ვარ იდეალი! ავტორიტეტი! სპეციალისტი! მხოლოდ მე ვარ მოსამართლე! ისტორიკოსი! მარტო მე შემიძლია სამართლიანობა! გამრავლების ტაბულა მათემატიკაში!! მარტო მე მაქვს მოკვლის უფლება!! ღმერთზე ლაპარაკის უფლება!! მარტო მე ვარ კანონმდებელი!! ღვთისმეტყველი! პლიუსი! დანარჩენი მთელი მსოფლიო მინუსშია! მარტო მე ვარ მეცნიერი! თავისუფალი! ჩემი გაკეთებულია: 1)ტელევიზორი 2) ატომური ბომბები 3)მფრინავი თეფშები! მე ვარ: 1)ი.ნიუტონი 2)უ.შექსპირი 3) შოპენჰაუერი!! 4) დ.გილბერტი 5) დ. მენდელეევი 6) ზ.ფროელი 7) დ. გურამიშვილი 8)ნ.მაკიავილი 9)თ. მორი 10)მირიან მეფე 11) ადამი 12) სტალინი!! უნივერსიტეტში ისწავლება, რომ სტალინი არი იესო ქრისტე! ფული მე გამოვიგონე! ვჭრი მე! ვარიგებ მე! ეკონომისტი ვარ კარგი! ბანკების უფროსი! სახელმწიფო ბანკისაც! საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც! ვცხოვრობ ძირითადად კრემლში!! მარტო!!!

1) მამა=გივი ალექსანდრეს-ძე მაქარაშვილი= გიორგი სააკაძე!! მე ავთანდილი! ზურაბი=ზურაბი! დედა რუსუდანი=რუსუდანი!!! 2)დედა რუსუდან სამუელის ასული ცინცაძე=ჩინეთის იმპერატორია=ჩააშენა სურამის ციხეში ზურაბი ჩემ მაგივრად!! 3) ბაბუა= სამუელ ცინცაძე=პლანეტის ერთ-ერთი მმართველი! შედის 7-ში! ,,დედამიწის მართვის ბერულზე ხელი უდევს!!!” 4) აგრაფინა დოლიძე= 25 წელი მედავითნე სიონში! დიდი ცოდნის! იშვიათი დაფარული ცოდნის! 5) ბაბუა = ალექსანდრე მაკარაშვილი=ხურო! ჰოლივუდის ამშენებელი! ამერიკა შექმნა სტალინმა და ჩარლი ჩაპლინმა=პატრიარქი! 6)ბებია ვერა ჩხაიძე=ინგლისის დედოფალი 1970 წელს!=მოჭადრაკე ვერა მენჩიკი=რევოლუციონერი მარია სპირიდონოვა!!! 7)ბიძია=შოთა მაკარაშვილი=დრაკულა=გენერალი კუე=ორხმლიანი სპარსელი 8) ბაბუას ძმა=ვასილ მაკარაშვილი=ვასილი=ხურო=ნავალი კაცი!ფრიდრიხ ენგელსი=ეპისკოპოსი! 9) ბაბუას ძმა=სპირიდონ მაკარაშვილი=სპირიდონ ტრიმიფუნტელი 10) ბებია მარიამ გამყრელიძე=ვანგა=მედავითნე სიკვდილამდის!=მეუფე დანიელის დედა!=მერაბ კოსტავას დედა!!! 11)მამიდა მერი მაქარაშვილი=გალაქტიონის მერი!——?12)მამიდა=მუზა მაკარაშვილი= ოპერის დიდი მომღერალი—–? მარიამი დავით აღმაშენებელის დროს 13)მამიდაშვილი რუსუდან მგელაძე= ანტიქრისტე=დიდი მეძავი—? გადაგვარებული ყოველნაირად! პროფესია ბოზი! მისთვის ავტორიტეტია ქურდები და მედიცინა—-? იქნება ქალი! ზვიადის აღზრდილი!! ზვიად გამსახურდია ანტიქრისტეა! ,,გამოაცხადა იესო ქრისტე——? მე თვითონ მოვნათლავო!!! 14)ბაბუას ძმა გერასიმე ცინცაძე =ჩეკას უფროსი 20-იანი წლებიდან—————-? 15)ბაბუას ძმა =რაფიელ ცინცაძე=გოგი მგელაძე, რუსუდანის მამა=ლენინი=რაფიელ ერისთავი რევოლუციონერი 16)ბაბუას ძმა კალისტრატე ცინცაძე= cccp-ს მსოფლიო პატრიარქი 1932-1982! ყველა ემორჩილება ეკლესიას!!! 17)ბაბუას ძმა =ვანიჩქა ცინცაძე=მორე მსოფლიო ომის დიდი გმირი!1 ხიშტავოი ხაზი

საქართველოს სახელმწიფოს აქვს 2 კანონი 1)ნარიმანის მტერი საქართველოს მტერია! 2) ნარიმანის მტერი ქრისტეს ეკლესიის მტერია! ეს კორპუსი ჩემი აშენებულია!სახელმწიფოს არ აუშენებია! კერძოა! ჩემია! ჩემ სართულზე ვინც ცხოვრობთ ძალით შეხვედით ჩემ ბინებში, ჩემს უკითხავად! ამიტომ დასტოვეთ!!! გასაღები მომიტანეთ მე= ნარიმანს=მამა ნიკოლოზს=პატრიარქს!!! სასწრაფოდ წადით 1-2 დღეში, ისეთი ავად ვარ ვკვდები!! ვინც მე შემეწინააღმდეგება შევაჩვენებ! დავწყევლი! ან ნაჯახით გავუტეხავ თავს, წყეულ იყოს ყველა, ვინც მე შემეწინააღმდეგება, მიმტრობს, დამჩაგრავს, შეჩვენებული იყოს უკუნითი უკუნისამდე! ქრისტე ღმერთმა ჩააგდოს ჯოჯოხეთში 100ტრილიონი წელი,არ გაეხაროს არცერთი წამი 100ტრილიონი წელი. ვინც მე=ნარიმანს სიკეთეს არ გამიკეთებს, არ აღირსოს ქრისტე ღმერთმა სიკეთე 100ტრილიონი წელი. სიკეთეა ჩემთვის ფეხების დაგრძელება! ტვინის ჩართვა! გამოწმენდა! გაჯანმრთელება!წმინდანობა! უდიდესი წმინდანობა! ჩემი არდგომა!გისურვებთ გააკეთოთ!რადგან ვინც არ აკეთებს სიკეთეს ცოდავს!!! ამიტომ გამოგეწერა 100ტრილიონი წელი ჯოჯოხეთი!!!

პატრიარქი ნიკოლოზი! მეფეც!

ნარიმანი!”

წერილი, რომელიც შეუტანა მეზობელს: ,,ჩემი კორპუსია!! ყველა ბინა ჩემია!! მთელი სართული ჩემი უნდა იყოს! იმიტომ რომ ქურდობაა!! წყალი პრობლემა. გაზი, შუქი! მეორეზე რომ ვცხოვრობდი!! 100-ჯერ მყავხარ მოკლული!! კარგი მეხსიერება მაქვს! არ მინდა ამ სართულიდან წასვლა!

წერილი, რომელიც შეუტანა მეზობელს!

 ეს წერილიც მეზობელს დაუწერა: ,,ეს არი ჩემი ბინა!!უნდა წახვიდე!! მე მაქვს ბინის პრობლემა! გასდაჭერით სწრაფად!! ყველაფრის პრობლემა მაქვს! უნდა მქონდეს რამდენიმე ბინა ერთდროულად, რომ გავიტანო თავი!!! მებრძვის ბოროტი!”

ეს წერილიც მეზობელს დაუწერა!

ეს წერილი, რომელიც იმავე მეზობლის ბინაში დაუწერა თანმხლებ ქალს და შემდეგ კი ცემა მუშტებით, წიხლებით, აბრახუნა მუშტები მაგიდაზე. თანმხლები ქალი კი გაიძახდა: ,,-რა ვერ გავიგე მამაოო?” წერილი: ,,უნდა მქონდეს რამდენიმე გაზი, ტუალწეტი, აბაზანა, რომ მოვიგო!! ლუიზამ რატომ არ გაგაგებინა?? რომ ქვეყანა პრობლემა მაქვს, მათ შორის ბინისაც!!!

 ეს წერილიც ერთ-ერთ მეზობელს დაუწერა: ,,კაცს ფეხებს არ მიგრძელებ და კიდე ციხეში არ ჩაგაგდებ: ტვინს არ მირთავ!! ჯოჯოხეთში მიდიხარ თავით სწრაფად. მე-4-ე სართულზე ვცხოვრობდი!! შეჯავშნული რომაა!! მთელი სართული უნდა დავიკავო ჩემი კორპუსია, ყველა უნდა წავიდეს და მე კარგად უნდა ვიყო!!!”

ისევ მეზობელთან დაწერილი წერილი: ,,5 ბინა უნდა მქონდეს, რომ გადავრჩე!! ვისაც მინდა იმას გავაგდებ, ჩემი სახლია!!!

წერილი, რომელიც მიუტანა ჩემს სიძეს 11 შვილის მამას, მამუკა რეხვიაშვილს: ,,ხუთშაბათი 15 ოქტომბერი! ბინის ქირა გადამიხადეთ დეზერტირების ბაზარში! დავალიანება გაქვთ უზარმაზარი! 100 მილიონი დოლარი!! p.s. ქრისტე ღმერთმა სულ სიკეთით და სიყვარულით აგავსოთ!!!”

წერილი, რომელიც მიუტანა ჩემს სიძეს 11 შვილის მამას, მამუკა რეხვიაშვილს!

წერილი, რომელიც მიუტანა ჩემს სიძეს თერთმეტი შვილის მამას, მამუკა რეხვიაშვილს! და ამის მერე იძახის ნიკოლოზი ,,როგორ გამიბედა მამუკამ, დედა შემაგინა და ნაბიჭვარი მიწოდა?!”-ო: ,,სწრაფად დასტოვეთ ჩემი ბინა ამ დღეებში!! გასაღები დამიტოვეთ!! მე მჭირდება აუცილებლად!! ბინის პატრონიც მე ვარ და კორპუსისაც!!! მონაზონი ნიკოლოზი ნარიმან გივის ძე მაკარაშვილი “

წერილი, რომელიც მიუტანა ჩემს სიძეს თერთმეტი შვილის მამას, მამუკა რეხვიაშვილს! და ამის მერე იძახის ნიკოლოზი ,,როგორ გამიბედა მამუკამ, დედა შემაგინა და ნაბიჭვარი მიწოდა?!”-ო

კიდევ ერთი წერილი, რომელიც გამოაკრა სადარბაზოში და მოითხოვს, რომ კორპუსი მისია და ბინები მას ეკუთვნის.

ამ წერილში თავის მრევლს მოუწოდებს: ,,ამოწყვიტეთ”!!!

,,ბრძანება!!! ჩამრთეთ! აღმადგინეთ!

რაც კაცობრიობა არსებობს მე=მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ნარიმან გივის-ძე მაკარაშვილი), ვარ მსოფლიოს მბრძანებელი! მოსამართლე! მეფე! პატრიარქი! პრეზიდენტი!!! მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი! ყველაფრის უფროსი! ყველანაირი ორგანიზაციის უფროსი!!! დედა რუსუდან სამუელის ასული ცინცაძე–ჩინეთის იმპერატორია!!! (ჩამრთეთ აღმადგინეთ!!!!) მეუღლე=ცოლი=რუსუდან გიგის ასული მგელაძე-საქართველოს დედოფალია!!! მოსეს შვილიშვილი!!! მამა =გივი ალექსანდრეს-ძე მაკარაშვილი -გიორგი სააკაძე!!! (ჩამრთეთ! აღმადგინეთ!)

 ა მ ო წ ყ ვ ი ტ ე თ !!!

1) ზვიად გამსახურდიამ თქვა ,,მე ვარ იესო ქრისტე! თუ სამღვდელოება არ მომინათლავს შვილებს, მეთვითონ მოვნათლავო” (ჩემი=ნარიმანის შეფასება ,,ანტიქრისტეა!!!”) 2) ედუარდ შევარდნაძე! 3) პატრიარქი ილია მეორე! -( ეს სამი კაცი არ ისჯება უჩემოოდ!!!)

4) მზის საქმეში ვინც არიან ჩაბმულნი! იმიტომ რომ უნდა იყოს სულ 22-ივნისის მზე და ამინდი, დღე!!! 1)ნატო ცინცაძე –ამოწყვითეთ! 2) ლევანი თავდგირძე! 3) ჯუმბერი უნგიაძე 4) ჯემალი ხერხაძე 5) დათო გვალია 6) მაია პატარაია 7) იაკობ ვეკუა!!!

5) ვინც შეაცდინეს გადააგვარეს, გააფუჭეს ქალწული რუსუდან მგელაძე, ჩემი მეუღლე!!! კაცობრიობის დასაბამიდან=ნულიდან-1=ერთი მილიონი წელი, ჩემი ერთგული ცოლი! 1 ცალი! მეც ერთი ცალი ვიყავი და რუსიკოც! მე მხოლოდ კაცი და ის მხოლოდ და მხოლოდ ქალი!!! 1) ცაცა ვასაძე და კოტე გოგეშვილი! მთავარი დამნაშავენი! კოტემ გამოაცხადა სატანა ვარო ,,და” მოტყვნით დამემუქრა! მერაბი ჯიშკარიანმაც თქვა: ,,სატანა ვარო”!! 2)თემური გოგეშვილი 3) ზურაბი მაკარაშვილი 4)ლევანი შერმაზანიშვილი 5)მერი მაქარაშვილი6)ნონა მგელაძე 7) ნოდარი კეჭაყმაძე-აფერისტი!! 8) მზია ცინცაძე 9) ჟორა ჭელიძე

ვინც მე=ნარიმანს დამჩაგრავს- ქრისტე ღმერთმა დაჩაგროს 100 მილიონჯერ უფრო მეტად!!! ვინც მე ცუდს მიზამს ქრისტე ღმერთმა 100 მილიონჯერ მეტი ცუდი უქნას!!! თქვენ ყველანი ცოდავთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს ტვინი, თქვენ გააქვთ! მე არ ვარ წმინდანი თქვენ ხაართ! მე არ მაქვს ძალა! თქვენ გააქვთ! არ მაქვს ჯანმრთელობა! კუჭი! ფილტვი! ყელი! თვალები! არავის არ უნდა წმინდანი!!! მოსამართლე! ბოროტებასთან მეომარი!ჩემი არსებობა შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი ძალის მქონესი! იმიტომ რომ მთელი მსოფლიო მტრობს!!! ,,მხოლოდ და მხოლოდ ის გადარჩება ვინც შეებრძოლება ბოროტებას”!!!

2016 წლის 15 ივლისი!!! სვეტიცხოვლობა!!! ერთადერთი კაი და სამართლიანი კაცი= ნარიმანი!!!”

,,მრევლს” მოუწოდებს

,,დახოცეთ ყველა ჩემი მწვალებლები”!!!

კორპუსის მაცხოვრებლებზე უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ერთ-ერთი ლიფტი, რომლის კარებიც ნაჭრით აჭედა! დღემდე ვერ სარგებლობს მოსახლეობა ამ ლიფტით!

მღვდელმოქმედებააკრძალული მღვდელმონოზონი, ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი ქართუ ბანკთან, თავის მიმდევრებთან ერთად.

წერილი, სადაც კარგად ჩანს, რომ მონაზონ ნიკოლოზს აკვიატება აქვს, რომ იგი ბანკირია!

მეორე წერილი სადაც აშკარაა მისი შიზოფრენიული აკვიატება.

,,მე ნარიმან გივის ძე მარაქაშვილი- ბაგრატიონი დავიბადე ქ. ბათუმში ჯაფარიძის N 38-ში1956 წლის 20 ნოემბერს, მე ნარიმანი ვარ ყველა ორგანიზაციის უფროსი, ყველაფრის უფროსი, ხოდა ამიტომ გეუბნებით წადით ჩემი ბინიდან!! ჩემი ბრძანებაა, მარტო მე ვარ ბრძანებელი! მარტო მე ვარ პლუსში! სხვა ყველა მინუსშია! ამიტომ მარტო მე უნდა დამემორჩილოთ! ამჟამინდელი მდგომარეობა: 1)ტვინი 0. 2)ფეხები 0. 3)კუჭი 0. 4)ფილტვები ჩაკირული ტუბერკულოზი. 5)მუცელი შარდშია.6)თვალები 0. 7)ყურები 0. 8)ყელი ანგინა, გლანდები. 9)ჰაიმორიტი. 10)ფრონტიტი . 11)ცხელი წყალი. 12)ბაზანა, კალონკა გაზის ითიშება ყველა15-20 წუთში. ტანი ვერ დამიბანია, სხეული უკვე იხრჩობა. 13)გათბობა 0. 14)გაზი 0 15)დენი 0 .ფანქრებით ვმუშაობ. 16)ტუალეტი 0. სახალხოდ გავდივარ, ამიტომ თქვენ უნდა წახვიდეთ ჩემი ბინიდან დღესვე! მე მრევლს ვერ დავკარგავ!!! 17)გაზი 0. 18)დენი 0. 19)საწოლი 0. 20)ძილი 0. 21)ფული 0. 22)შვილი 0. 23) მეკვიდრე 0. 24)მაშენებელი 0. 25)ნათელი 0. 26)მორწმუნე 0. 27)ქრისტიანი 0. 28)ეკლესია 0. 29)ადამიანი 0. 30)საქართველო 0. 31)გმირი 0. 32)მოღვაწე 0. მარტო მე !!

ამიტომ მხოლოდ ჩემზე დგება ყველაფერი!ყველაფერი წალეკა სექსმა! რაც კაცობრიობა არსებობს მივისწრაფით რომ გვყავდეს დედა, მამა, ბაბუა, ბებია, და, ძმა, ბიძა, ბიძაშვიი. დეიდა,დეიდაშვილი,ნათესავი,მეგობარი, ახლობელი,ამხანაგი და ასე შემდეგ!! მე ნარიმანი,სოსლანი და სელიმი სულ ერთად ვართ.ჩემდა საუბედუროდ ბოროტებმა დასცეს ისინი.რამდენად დგანან ფეხზე არ ვიცი! არ ჩანს.ჩემ გვედით არ ჩანს,არც ჩემი კლასელები!ეხლა რაც დაიწყო მეორე მილიონი წლები კვლავ ერთად ვართ! საიქიოდან მგელაძემ გასცა ყველანი,ყველანი გადაგვარდა რაც ძალიან დიდი ცოდვაა! ხალხმა ვერ გაიგო რომ სხვის (აქ ერთ პატარა სიტყვა ვერ გავიგე) თავი უნდა დაანებონ!! ყველა 20 -30 წელიწადში ხდება ჩემი ჩართვა! ეს მაქსიმუმი! წესით 10 წელიწადში უნდა ჩამრთონ რომ გავასამართლო კაცობრიობა!მაგრამ ბოროტნი იყენებენ ძალაუფლებას,რუსუდან მგელაძე კაცობრიობის დასაბამიდან მხოლოდ ჩემი ტოლია! 0-1მილიონი წელი მხოლოდ ჩემი ტოლი!იმიტომ რომ ერთი ტოლია!მერე გამრავლდა და გამრავლებამ გამოიწვია გაბოზება!ძალა თავში ავარდა!რაც კაცობრიობა არსებობს,მე ნარიმანი ვარ მსოფლიოს მბრძანებელი! მე ვარ იდეალი! ავტორიტეტი! სპეციალისტი! ნუგეში!იმედის წამმართველი!ამიტომ არ შეიძლება ჩემი წაქცეევა! არც ვაპირებ! ძალიან გადავიღალე,ამიტომ რაც უფრო მალე წარმადგენენ წმინდა ღმერთად,მით უფრო კარგია!იმიტომ რომ იწყება გამოწმენდა!გაწმენდა!გასამართლება,ეს ჩემი კორპუსია, ჩემი აშენებული! სახელმწიფო კი არა!ეს ჩემი ბინებია!ხოდა ,წადით ,ჩემი ბინებიდან, თორემ უკან არ დავიხევ არაფერზე!კიდეც დაგხოცავთ და კიდეც დაგწყევლით!ყველას ჩაგყრით ციხეში!მილიციაშიც გიჩივლებთ და ყველა ძალოვან სტრუქტურაშიც!ეკლესიიდან გაგაგდებთ!იმიტომ რომ ,რაც მოსული ვარ,შეუწყვეტელი ქურდობაა ჩემ სახლში!! ე.ი. თქვენ ქურდები ხართ!! ხოდა,არ მჭირდება ქურდები სახლში!! მეოცე საუკუნეში რომ კაცი ქურდობას დაადგება იმაზე უნიჭო არსებობს ვინმე?იმაზე დებილი? ქურდები ვერ ცხონდებიან!ქურდობა სასიკვდილო ცოდვაა!მაგათზე ლოცვა არ შეიძლება!ქურდები უნდა დაიხოცონ!! იგივე ეხება ბოზებს!! რუსუდან მგელაძე ბოზია,ამიტომ მაგისთვის ავტორიტეტი არის ქურდები და მილიცია!!გადაგვარბულია!!ქურდის გამოსწორებას უნდა დიდი დრო!ასი ტრილიონი წელი!!ჩემი სამართაალი სხვაა და თქვენი სამართალი სხვა,თქვენ რომ გგონიათ,მე ერთხელ მოვკალი მამა ნიკოლოზი და ამიტომაც ღმერთმა ერთხელ მომკლასო,გეუბნებით მასე არაა.შენ უნდა მოკვდე 100 ტრილიონი,100ტრილიონი წლის განმავლოვაში შეუწყვეტლივ,ყოველ დღე და ყოველ წუთას,იმიტომ რომ ბოროტი ხარ და შეგნებულად ჩაიდინე ცოდვა!ძალიან კარგად იცოდი ვინ მოკალი,ვინ დაჩაგრა!!ამიტომ 1 მკვლელობა,დაჩაგვრა- 100 ტრილიონ მკვლელობას!! ჩაგვრას!! მე ვარ მოსამართლე,შენ კი არა!! ასე რომ ვინც თქვენ გაგაცოცხლოთ დიდი ცოდვა ჩაიდინა! შენი ადგილი ჯოჯოხეთშია დიდი ხნით რომ ცოდვები გამოისყიდოთ!ეხლა კიდევ ცოდვებს ამძაფრებთ და უფრო უმატებთ ცოდვას,უფრო და უფრო ცუდია თქვენი ჩემ გვერდით არსებობა,იმიტომ რომ ცოდავთ!! პატრიარქი ნიკოლოზ ნარიმანიძე”

ტერორიზირებული მეზობლების სიცოცხლე საფრთხეშია!!! იხ. ვიდეოები:

დაპირისპირება მოსახლეობასა და ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის ზესტაფონის ქუჩაზე-ადგილზე პოლიცია გვიანობამდე იყო მობილიზებული. ადგილობრივები ბერს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მამაო საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს აჭედებს.

Posted by Shalva Eliozishvili on Friday, December 30, 2016

დაპირისპირება მოსახლეობასა და ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის ზესტაფონის ქუჩაზე-ადგილზე პოლიცია გვიანობამდე იყო მობილიზებული. ადგილობრივები ბერს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მამაო საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს აჭედებს.მისი მრევლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს."როდესაც ლიფტი გაჩერდა, იყო საფრთხე ჩაწყვეტის ლიფტის და გაგვაფრთხილეს, რომ არ უნდა გვემოძრავა ლიფტით,"-აცხადებს ბერი ნიკოლოზი.ადგილობრივი მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს და აცხადებენ, რომ მამაოს შეჩერება ვერ მოახერხეს."ხმაურზე გამოვედით და ვნახეთ რომ ლიფტებს აჭედებდა, იმ დროს ჩემი და უნდა მოსულიყო, პანიკაში ჩავარდა გაიღო კარები და დახვდა ეს ფარდა, დავიხარე რომ გამომეყვანა და ამ დროს ჩაქუჩი მომხვდა და გავითიშე. ლიფტებს ანგრევს,"-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მამუკა რეხვიაშვილმა.ადგილობრივები მამაოს გარდა მრევლთან დაპირისპირებაზეც საუბრობენ."საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ორივე ლიფტი დანგრეულია, როდის აღდგება კაცმა არ იცის. რამე უკმაყოფილება რომ წარმოთქვა მთელი მრევლი თავზე გესხმის,"-განაცხადა მზია ხიდაშელმა.პატრიარქის მდივნის განმარტებით ბერ ნიკოლოზს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 15 წლის წინ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება….sosssssssssssssssssssssssssssssssssssss..

Posted by Shalva Eliozishvili on Friday, December 30, 2016

დაპირისპირება მოსახლეობასა და ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის ზესტაფონის ქუჩაზე-ადგილზე პოლიცია გვიანობამდე იყო მობილიზებული. ადგილობრივები ბერს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მამაო საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს აჭედებს.მისი მრევლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს."როდესაც ლიფტი გაჩერდა, იყო საფრთხე ჩაწყვეტის ლიფტის და გაგვაფრთხილეს, რომ არ უნდა გვემოძრავა ლიფტით,"-აცხადებს ბერი ნიკოლოზი.ადგილობრივი მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს და აცხადებენ, რომ მამაოს შეჩერება ვერ მოახერხეს."ხმაურზე გამოვედით და ვნახეთ რომ ლიფტებს აჭედებდა, იმ დროს ჩემი და უნდა მოსულიყო, პანიკაში ჩავარდა გაიღო კარები და დახვდა ეს ფარდა, დავიხარე რომ გამომეყვანა და ამ დროს ჩაქუჩი მომხვდა და გავითიშე. ლიფტებს ანგრევს,"-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მამუკა რეხვიაშვილმა.ადგილობრივები მამაოს გარდა მრევლთან დაპირისპირებაზეც საუბრობენ."საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ორივე ლიფტი დანგრეულია, როდის აღდგება კაცმა არ იცის. რამე უკმაყოფილება რომ წარმოთქვა მთელი მრევლი თავზე გესხმის,"-განაცხადა მზია ხიდაშელმა.პატრიარქის მდივნის განმარტებით ბერ ნიკოლოზს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 15 წლის წინ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება….sosssssssssssssssssssssssssssssssssssss..

Posted by Shalva Eliozishvili on Friday, December 30, 2016

მოგმართავთ მის მიმდევრებს! ვისაც გული შესტკივა მასზე. სანამ რაღაც საშინელება ჩაუდენია, უმორჩილესად გთხოვთ, წაიყვანოთ და გაარიდოთ იმ გარემოს, რომელიც ასე აღიზიანებს მას!ასევე მივმართავ თხოვნით სამართალდამცველებს და მთავრობის წარმომადგენლებს, მათ ვისაც კონსტიტუცია გავალებთ დაიცვათ თქვენი მოქალაქეების სიცოცხლე, სასწრაფოდ მოახდინოთ საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების დაცვა! განარიდოთ ეს ადამიანი მოსახლეობას, სანამ რაიმე საშინელება ჩაუდენია!

Posted by Shalva Eliozishvili on Friday, December 30, 2016

ბერი ნიკოლოზის და მისი მეზობლების დაპირისპირება

Posted by ამონარიდები on Thursday, December 29, 2016

***

ამ ფhttps://www.facebook.com/amonaridebi/videos/1249655201793852/ოტოებზე კი ხედავთ თვითმარქვია ცრუმოძღვრებს, ნიკოლოზსა და მის თანამზრახველ გლახას. მათ, პატრიარქის უერთგულესმა ეპისკოპოსმა, #დაფარულიმეუფე -მ, მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველის” თანადამფუძნებლობაც კი შესთავაზა, ოღონდაც კი მოენანიებინათ ცრუმოძღვრეობის უმძიმესი ცოდვა და დაბრუნებულიყვნენ ეკლესიის წიაღში. ერთი პერიოდი თითქოს მისაღები იყო ეს მათთვის, მაგრამ შემდეგ მაინც ვერ დაიტიეს შეთავაზებული წინადადების მადლი და ჩვენი მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველის” მეთაურს ბატონ დავით ამაშუკელს თვითმაქვია ცრუმოძღვარმა გლახამ მოსთხოვა, საჯაროდ დაებრალებინა ჩვენი პატრიარქისათვის, რომ თითქოს პატრიარქი მამათმავალია!!! გლახა განდგომილი თავად დაეცა მრუშობის ცოდვით ვინმე მედეასთან, მას შემდეგ რაც ბატონი დავითისგან დაუყოვნებლივ მიიღო ბუნებრივად მკაცრი უარყოფითი პასუხი, პატრიარქზე ცილისწამების გამო. დარწმუნებულნი ვართ, მეუფისთვის რომ დაეჯერათ არც ნიკოლოზი გაგიჟდებოდა ასეთი რთული ფორმით და არც გლახა დაეცემოდა მრუშობის ცოდვით (რომელიც კაცისკვლის ცოდვას უტოლდება სიმძიმით)! სამწუხაროდ მათ თავად აირჩიეს დაღუპვის გზა და ჩასაფრებულმა ეშმაკმაც არ დააყოვნა!

ამ ფოტოზე კი ხედავთ თვითმარქვია ცრუმოძღვრებს, ნიკოლოზსა და მის თანამზრახველ გლახას.

ამ ფოტოზე კი ხედავთ თვითმარქვია ცრუმოძღვრებს, ნიკოლოზსა და მის თანამზრახველ გლახას.

პ.ს ეს პოსტი გამოაქვეყნა ქალბატონმა თეა პაიჭაძემ (ლეგენდარულმა ბორის პაიჭაძის შვილიშვილმა) მე კი მოვახდინე ამ მასალის დაკოპირება და დავამატე ეკლესიის განცხადებები. ჩემი დამოუკიდებელი მიზანია გაუთვითცნობიერებელი მორწმუნეები ავარიდო, ამ ტოტალურ სექტაში ჩათრევას! როგორც ხედავთ მათ არაფერი საერთო არა აქვთ ღმერთთან, ხოლო წმ. მამა გაბრიელის სახელით, მასთან გადაღებული ფოტოებითა და გამოგონილი გამონათქვამებით კი ოსტატურად ინიღბებიან! წმ. მამები საუკუნეების სიღრმიდან გვასწავლიან, რომ ერეტიკოსები (ანუ სექტანტები) გამუდმებით უნდა ვამხილოთ, რათა არავინ შეაცდინონ და არ ჩაითრიონ თავიანთ რიგებში, ხოლო მათი წყევლა მართლმადიდებლებზე არანაირად არ მოქმედებს და ისევ მათვე უბრუნდებათ! ნიკოლოზის ხელნაწერები დღემდე გამოკრულია მის საცხოვრებელ კორპუსში, ზესტაფონის ქ. 19 ა), მეტრო სადგურ “გოცირიძიდან” 100 მ.

წყარო:2. axaliambebi888.wordpress.com

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: “მხსნელი”,”გადამრჩენელი” და ა.შ.გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”.

ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ გაავრცელა.

ვინ არის ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და მას რატომ შეუჩერა მღვდელმოქმედება სინოდმა, ამასთან დააკავშირებით „ალია“  სქემიღუმენ ილია ვაშაკიძეს გაესაუბრა.

ilia vaSakiZe

 

 

 

 

 

 

 

 

 

{ სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე }

-ჩვენ წლების წინ ვამხილეთ ბერი ნიკოლოზის სწავლება. ჩემმა სულიერმა ძმამ არქიმანდრიტმა იერომიელმა (ფილიშვილი) გამოსცა ბროშურა და მეც ვღებულობდი ამ ბროშურის შედგენაში მონაწილეობას.

il

{არქიმანდრიტი იერომიელ ფილიშვილი}

როდის ამხილეთ?

-დაახლოებით 5 წლის წინ ვამხილეთ ჩვენ მისი ცრუ სწავლება.

ცრუ სწავლება რაში გამოიხატებოდა?

-ცრუ სწავლება იმაში გამოიხატებოდა, რომ ვითომ მდუმარებდა და ეკლესიაში რომ უნდა ევლო ხალხს, მოსწყვიტა ეკლესიას და მასთან დადიოდა ხალხი. ავრცელებდა საკუთარ ხელნაწერებს, რომელიც იყო სისულელე და მცდარი. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) ნიკოლოზ მაქარაშვილს მონასტერში სენაკიც კი შესთავაზა, რათა ეხსნა იგი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამწყსო ნიკოლოზ მაქარაშვილის ცრუ სწავლებისაგან, რაზედაც ნიკოლოზ მაქარაშვილმა სასტიკი უარი განაცხადა. მეტი რაღა ექნა მეუფე სერაფიმეს? ნიკოლოზ მაქარაშვილს მონასტერში ხომ არ დააბამდა? მეუფეს არა ერთი, ორი და სამი გზასაცდენილი ადამიანი შეუფარებია და ქრისტესმიერი სიყვარულით მიუღია და ნიკოლოზ მაქარაშვილს რატომ ეტყოდა უარს ქრისტესმიერ სულიერ მფარველობაზე? ამ ბროშურის გამოცემის აუცილებლობა დავინახეთ, რადგან ვატყობდით, რომ ბერი მაქარაშვილისა და მისი მიმდევრების მიერ წამოწყებული ეს პროცესი მიიღებდა შეუქცევად სახეს რელიგიური გაუკუღმართების თვალსაზრისით.ამიტომ უპრიანად მივიჩნიეთ გამოგვეცა ეს წიგნი, სადაც მივმართავდით საზოგადოებას და მივაწოდეთ ეს ბროშურა წმინდა სინოდის  თითქმის ყველა წევრს.

serafime

{ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი,წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა }

ამონარიდი  ბროშურიდან-

,,ნამდვილი” ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით დღესაც მდუმარებს. ჩვენი ვარაუდით, ამ მდუმარებასაც გნოსტიკური ელფერი დაჰკრავს, როგორც დიდი შოთა ამ შემთხვევისათვის იტყოდა: ,,თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსაო”. ეს არის ამონარიდი ბროშურიდან ,,თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად”.

-საპატრიარქო არ გამოხმაურებია მაშინ ამ ფაქტს?

-არა, არანაირი საჯარო გამოხმაურება არ ყოფილა საპატრიარქოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ სინოდის თითქმის ყველა წევრს დავურიგეთ ეს ბროშურები. მარამ ახლა რატომღაც მათ ეს განცხადება გაავრცელეს.მაშინ კი ყურად არ იღეს!

-ახლა რატომ გაავრცელა მაინც და მაინც ეს განცხადება საპატრიარქომ? მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ ბროშურების გავრცელების შემდეგაც, თუ ბერი ნიკოლოზის სწავლებას ცრუდ მიიჩნევდნენ…

-პირად საუბრებში სინოდის თითქმის ყველა წევრი ეთანხმებოდა ბროშურის ავტორს, მაგრამ რატომღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა. სამწუხაროდ, როგორც ვივარაუდეთ შეუქცევადი გახდა ეს პროცესი და მათაც ახლა გააკეთეს ეს განცხადება. მინიშნება, რომ დროზე უნდა მიეღოთ ზომები, მამა იერომიელმა და ჩვენ ამ ბროშურის სახით გამოვეცით.

მამა ილია, უკვე დიდი ხანია ბერი ნიკოლოზის შესახებ იცის საზოგადოებამ და მას იცნობს, როგორც ბერი გაბრიელის სულიერ შვილსა და გზის გამგრძელებელს. მამა გაბრიელის ნათქვამი არ არის ის, რომ „ნიკოლოზი ჩემი გზის გამრძელებელია, მისი თავმდაბლობა ღმერთამდე მივაო?“

-მამა გაბრიელი წმიდანია და ხდება მისი სახელით სპეკულაცია. ბერი ნიკოლოზი მას შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, რაც მან თავი გამოაცხადა წმინდა მამა გაბრიელის ერთადერთ სულიერ შვილად. წმინდა მამა გაბრიელის მომვლელმა დედა პარასკევამ პირად საუბარში მითხრა, რომ ბერი ნიკოლოზი არასდროს ყოფილა წმიდა  გაბრიელის სულიერი შვილი და მეტიც,  მამა გაბრიელს უთქვამს კიდეც, დედა პარასკევასთვის და არა მარტო მისთვის, რომ – „ნიკოლოზმა გააფრინაო“…

 

ეს დედა პარასკევასგან იცით?

-დიახ, ამ საკითხზე მე პირადად მქონდა საუბარი დედა პარასკევასთან წმინდა ბერი გაბრიელის საფლავთან!

par

{დედა პარასკევა}

ანუ რა გამოდის, მამა გაბრიელის შესახებ გამოცემულ წიგნებში, სადაც მამა გაბრიელი  ამბობს რომ- “ბერებს შორის დირექტორი მე ვარ, ხოლო ჩემს მერე ნიკოლოზი იქნება.”  “ასეთი ბერი არ ეყოლება საქართველოს, მისი სიმდაბლე უფლის ტახტამდე ავიდა…”

ეს უდიდესი ბერია საქართველოში, მის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, ეს შემოუძღვება ივერიის ღვთისმშობელს საქართველოში.”

“ნიკოლოზს “ტრუბაში” გააძვრენენ, ყველაფერს გამოივლის და მერე ყველას მკურნალი იქნება…”

“შენ უძლური ხარ ნიკოლოზ, მაგრამ შენს უძლურებაში გამოჩნდება ჩემი ძალა!”…

ესენი ვისი სიტყვებია, თუ არა მამა გაბრიელის?! ვის დასჭირდა ამის შეთხზვა?! არსებობს ფოტოსურათებიც…

nik gab

{წმიდა ბერი გაბრიელი და ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი}

 -ასე სურათი მეც მაქვს გადაღებული ბი-ბი ქინგთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლუზმენი გიტარისტი  ვარ! მამა გაბრიელის სიცოცხლეში არ ყოფილა ეს სიტყვები გავრცელებული. ხომ გეუბნებით თვითონ მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, ნიკოლოზი გადაირიაო. ამას დავადასტურებ საჯაროდ. ვინც მამა გაბრიელზე და მამა გიორგი ბასილაძეზე წიგნები გამოსცა, თვითონ არის ცრუ! მაგ წიგნშია ცრუ სწავლებები. აქ ვერ გაასაღეს ეს წიგნები და ამერიკაში გაიტანეს. ეს არის წმინდა წყლის ბიზნეს პროექტი. ისეთ სამწუხარო ამბავს გეტყვით, რისი გახსენებაც ნამდვილად არ მინდა ინტერვიუში, მისი ცრუ სწავლებების გამო, წაღვერში, ბერი ნიკოლოზის  საცხოვრებელი ოთახის გვერდით ოთახში 22 წლის გვანცა ცინცაძემ, ნიკოლოზ მაქარაშვილის ბიძაშვილმა, ჩამოიხრჩო თავი. ამას მთელი წაღვერი დაადასტურებს! თუ წმიდანია, როგორ შეიძლებოდა თვითმკვლელობა მომხდარიყო წმინდანის საცხოვრებელო ოთახის გვერდზე ოთახში? ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები კი ამ საზარელ ფაქტს ასე ამართლებდნენ, – ნიკოლოზმა იცოდა ეს რომ მოხდებოდა, მაგრამ იგი თავად ჩავა ჯოჯოხეთში და გვანცას სულს ამოიყვანს იქედანო.

როდის მოხდა ეს ამბავი?

-დაახლოებით 8-9 წლის წინ. არადა ეს ახალგაზრდა ადამიანი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო ტიმოთესუბნის მონასტერში, წირვა-ლოცვას ესწრებოდა და ეზიარებოდა. შემდეგ მოექცა ბერი ნიკოლოზის გავლენის ქვეშ, რომელმაც აურია გზა-კვალი რელიგიურად და მოხდა ეს ფრიად სავალალო ამბავი.

-რატომ მდუმარებს? საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები მასთან დაკავშირებით და ხომ შეიძლება, რომ გვიპასუხოს?

-საერთოდ ასეთ ხალხს ახასიათებთ ეს… რომ ალაპარაკდეს-რაზე უნდა ისაუბროს? რა უნდა განუმარტოს ხალხს, როცა სალაპარაკო არაფერი აქვს?  თავისი მიმდევრები კი რეკლამას უკეთებენ მის მდუმარებას. ბუდას ქანდაკებაც დევს, თვლემს და დუმს, მაგრამ მაგით რა?!  ბოლო დროს სალოსები აღარ იქნებიანო, წმიდა მამები ამბობენ. სალოსობა არის სულიერების ერთ-ერთი უმაღლესი საფეხური და სულიერების უმაღლეს საფეხურზე რომ იყოს ბერი ნიკოლოზი, ის სამწუხარო ამბავი არ მოხდებოდა წაღვერში… არც მინდოდა ამ ამბის გახსენება და გახმოვანება, იმდენად გულსატკენი ამბავია ეს ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის… ნიკოლოზ მაქარაშვილი სწორედ ამას ცდილობს, რომ ქრისტეს მიმდევრები თავის მიმდევრებად აქციოს.

ვინ აღკვეცა  ნიკოლოზ მაქარავილი ბერად?

-არ ვიცი ბერად ვინ აღკვეცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ წმიდა ბერი გაბრიელის აღკვეცილი არ არის. მას მღვდელმსახურება მას მერე შეუჩერეს, რაც თავისი ცრუ სწავლება დაიწყო და ხალხი მოსწყვიტა ეკლესიას. შეიძლება აღსარება ჰქონდა მამა გაბრიელთან ნათქვამი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთადერთი სულიერი შვილი იყო მამა გაბრიელის ნიკოლოზ მაქარაშვილი.

მაშინ ვინ გაავრცელა ის ფრაზები, რომელსაც თითქოს მამა გაბრიელი ამბობს ბერ ნიკოლოზზე?

-ვინ და არიან პიროვნებები, რომლებმაც შექმნეს მაქარაშვილზე მითები და დაიწყეს ამით მამა გაბრიელის სახელით სპეკულაცია და საგამომცემლო ბიზნესი.

ინტერნეტ სივრცეში ასეთი ფრაზაა გავრცელებული, რომელსაც ბერ ნიკოლოზს მიაწერენ, რომ წმიდანს ყველაფრის თქმის უფლება აქვსო და ასევე წმინდანთან გატარებული ერთი საათი 40 წირვა-ლოცვაზე დასწრებას უდრისო… ამას ხალხი კითხულობს და იქნებ ამიტომაცაა, რომ მათ ურჩევნიათ მისდიონ ბერს, ვიდრე წირვა-ლოცვაზე იარონ?  ე რამდენჯერაც ვნახე,  თან ახლავს დაახლოებით 20-30 ადამიანი

12516143_791771517618273_1708732895_n

-როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, როგორ უდრის წმინდანთან გატარებული ერთი საათი 40 წირვა-ლოცვაზე დასწრებას, როცა წირვის დროს ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს  ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს?! როგორ შეიძლება საერთოდ ვინმესთან გატარებული ერთი საათი უდრიდეს ჩვენი მაცხოვრის სისხლისა და ხორცის მიღებას?!

-ბერ ნიკოლოზს სულ თან ახლავს ხალხი… ეს როგორ აიხსნება? მას თუ არ სურს, რომ დასდევდეს ხალხი, ხომ შეიძლება მიმართოს წერილობითი სახით? იმიტომ რომ ბერი გაბრიელი, როცა ხედავდა მის გამო შეყრილ ხალხს, თავს მოიგიჟიანებდა და ამით აფრთხობდა…

-ერთ-ერთი კეთილმსახური არქიმანდრიტი ცხოვრობდა რუსეთში, რომ მიდიოდნენ, ხალხს გაურბოდა.ეუბნებოდა ხუცესი კი არა, მოხუცებული ვარო, დამანებეთ თავიო. ეს არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი გახლდათ. ღმერთმა აცხონოს….  ყოფილმა ეპისკოპოსმა ილარიონ სამხარაძემ და ნიკოლოზ მაქარაშვილმა ერთმანეთი ცოცხალ წმიდანებად გამოაცხადეს. ამისი ვიდეო მასალა არსებობს!

aa

{ყოფილი ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე}

-ილარიონ სამხარაძე ვიცი, რომ ხშირად ატარებდა სტალინის სულისთვის მოსახსენიებელ პანაშვიდებს და მან თქვა, რომ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი წმინდანები არიანო. ეს ვიდეო თავად მაქვს ნანახი. ასევე ამ ვიდეოში ჩანს ნახატი, სადაც ეს სამი პიროვნება შარავანდედით არიან გამოსახული. ცოცხალ წმინდანად სიცოცხლეშივე ხდება აღიარება?

– არა. ადამიანის ცოცხალ წმიდანად გამოცხადების პრაქტიკა უცხოა დედა ეკლესიის სწავლებისთვის. წმინდა სერაფიმე საროველის კანონიზაცია გარდაცვალებიდან  80-90 წლის შემდეგ მოხდა.

-განუკურნავს ვინმე? ახდენს სასწაულებს? რატომ თვლის ხალხი წმიდანად? მე არ გამიგია არაფერი და ხომ არ იცით რამე ამის შესახებ?

-არა, არც მე გამიგია არაფერი, რადგან არც ყოფილა მსგავსი რამ.

-საპატრიარქომ თქვენი ბროშურების გამოცემის შემდეგ, რომელიც მოხდა 5 წლის წინ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააკეთა მსგავსი განცხადება?

-არ ვიცი, ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჰკითხეთ. დაუკავშირდით ქორეპისკოპოსებს ან პატრიარქის მდივანს. ბერ ნიკოლოზს მაქარაშვილს უკვე ბევრი მიმდევარი გაუჩნდა და ამით  შეეხო  საპატრიარქოს ჯიბეს. ამიტომ გააკეთეს ახლა ეს განცხადება და არა მაშინ, როცა ჩვენს მიერ გამოცემული ბროშურები საეკლესიო მაღაზიების სარდაფების თაროებზე იმტვერებოდა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოს განცხადებას ნიკოლოზ მაქარაშვილთან დაკავშირებით სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ეს განცხადება 10 წლით ადრე რომ გაკეთებულიყო ძალიან ბევრი სული გადაურჩებოდნენ დედა ეკლესიიდან ნიკოლოზ მაქარაშვილის მიერ მოტაცებას და ალბათ ის მძიმედმოსაგონარი დღეც თავიდან აცილებული იქნებოდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, სუიციდი მაქვს მხედველობაში. აქვე არ შემიძლია ნიკოლოზ მაქარაშვილს სინანული და სულის ცხონება არ ვუსურვო. მე მას სინანულსა და სულის ცხონებას ვუსურვებ. ღმერთმა უშველოს!

 

{ბერი ნიკოლოზის მიერ გავრცელებული ხელნაწერები, რომელიც სქემიღუმენი ილია ვაშაკიძემ  “ალიას” მიაწოდა }

345678

 

ავტორი: მარი არღვლიანი

წყარო: 3. axaliambebi888.wordpress.com

           4. reportiori.ge

გასულ კვირას საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 20 წელია მღვდელმოქმედება აქვს შეჩერებული. “ალია’ დაინტერესდა ამ საკითხით და დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტეთ. ინტერნეტში მამა ილია ვაშაკიძის ფეისბუკ სტატუსს წავაწყდი, რომელიც ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილზე გარკვეულ განცხადებებს ავრცელებდა და ვთხოვეთ “ალიასთან” კომენტარს გაკეთება.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ რიგითი მოქალაქეები, სასულიერო პირები,ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობენ ბერ ნიკოლოზ მაქარარაშვილს.

რედაქციაში რამდენიმე ადამიანი გვესტუმრა, რომლებიც სქემიღუმენ ილია ვაშაკიძის მიერ სტატიაში გამოქვეყნებულ განცხადებას დაუპირისპირდნენ.

გიორგი ბარდაძე:   (“სიმართლეს როდესაც დაიცავ” წიგნის ავტორი)

-მონაზონი ილია ვაშაკიძე არის პიროვნება, რომელიც არასოდეს გამოდის კონტაქტზე, როდესაც იგებს, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის ახლობელი ხარ-თუნდაც ინტერნეტით. არადა არათუ იცნობს, არამედ ახლოსაც კი არ ჰყავს ნახახი მამა ნიკოლოზი. აქიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამხილო ის, ვისაც არ იცნობ? როგორ შეიძლება მამა ნიკოლოზზე თქვა, ვითომ მდუმარებაშიაო, როდესაც 2005 წლიდან მდუმარებს და არის განდეგილად,  ცხოვრობს ისე, რომ მისმა ახლობლებმაც  არ ვიცით ზუსტად რას ჭამს, რას სვამს… სულ მუდამ დასუსტებულია ფიზიკურად. წლებია ფეხები უსივდება, იმიტომ რომ საწოლზე  არ წევს ხშირად და სავარძელში იძინებს, ანუ ისვენებს…. მაპატიოს მამა ნიკოლოზმა ესეც არ ვიცი ზუსტად…

-უშუალო ურთიერთობა გაქვთ?

-დიახ… დაახლოებით 20 წელია ვიცნობ…

-რამდენად ხშირად ნახულობთ მამა ნიკოლოზს?

– რამოდენიმე კვირაში ერთხელ გამოდის თავის სახლიდან, ამიტომ ყოველ დღიურად არ მაქვს ურთიერთობა. ის ხშირად იცვლის ადგილ-სამყოფელს.

-ამჟამად სად ცხოვრობს?

-ამჟამად ცხოვრობს საბურთალოზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ოთახში. მას არ აქვს სახლი, არ ჰყავს მანქანა, არ აქვს მობილური და არ სარგებლობს ინტერნეტით-მე პირადად ვიყავი შესული მამა ნიკოლოზის ოთახში და ფანჯრებზეც კი ჩამოფარებული აქვს ფარდები და ჭიკარტებით აქვს მიმაგრებული კედელზე, რომ გარეთაც არ გაიხედოს. მეტი რაღა უნდა ქნას ამ ადამიანმა?!  მეტი რა ღვაწლი უნდა აიღოს მამა ნიკოლოზმა საკუთარ თავზე, რომ ილია ვაშაკიძის შეხედულებები დააკმაყოფილოს?

-ილია ვაშაკიძე ფეისბუქის საშუალებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც ამ თემის შესახებ გვეკითხა მისთვის. საპატრიარქოს რაში დასჭირდა მსგავსი განცხადების გაკეთება?

-იცით როგორი მდგომარეობაა? 1994 წელს მამა ნიკოლოზი იყო მღვდელ-მონაზონი და საპატრიარქომ ილია მეორის მითითებით დააყენა მღვდელ-მონაზვნობიდან. დაყენება ნიშნავდა იმას, რომ ჩამოართვეს მღვდლობა დროებით,  მას არ აქვს შვიდი საიდუმლოს შესრულების უფლება და ის ამას ემორჩილება, მაგრამ მამა გაბრიელისავით ის არის სიმართლის მთქმელი.

-როგორ ამბობს ამ სიმართლეს?

-ზოგჯერ წერილობით, ზოგჯერ თავისი ცხოვრების წესით.. ზუსტად სიმართლეს როგორ გადმოგვცემს, ადამიანები ძალიან სუსტები ვართ და გვინდა, რომ ერთბაშად გავიგოთ ყველაფერი, ტანჯვის გადატანა არ გვინდა. სიმართლის თქმის უფლება უნდა გქონდეს. როგორც მამა გაბრიელი ამბობდა,– ბერი ქრისტეს წინაშე უნდა იყოს როგორც მოღრიალე ლომიო, მაგრამ ამას დამსახურება უნდაო!!  შეიძლება მე აქ სიმართლისთვის გულანთებულმა ვისაუბრო, მაგრამ გამომეპაროს რაღაც, ან საქმით არ გავაკეთო,  იმიტომ რომ ჩემი სულიერების დონე არ შეესაბამება ამ სიმართლეს, ეს ჩემი აზრით. ის, რომ მამა ნიკოლოზი მამა გაბრიელის სულიერი შვილი არ ყოფილა, ილია ვაშაკიძის მხრიდან არის ამ ინფორმაციის უცოდინარობა, რადგან ვაშაკიძემ აბსოლუტურად არ იცის  მამა გაბიელსა და მამა ნიკოლოზის შორის რა სულიერი კავშირი და ურთიერთობა იყო 1990 წლიდან 1995 წლამდე

-მამა ილია ვაშაკიძემ დარწმუნებით ამბობდა, რომ ეს მას დედა პარასკევამ უთხრა…

-დედა პარასკევას დაუკავშირდა მორჩილი თეონა სარჩიმელიდა და დედა პარასკევამ უთხრა, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს მისთვისო…11111

(ბერი ნიკოლოზი და წმიდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი)

-თუ დაგიდასტურათ საპირისპირო დედა პარასკევამ, რომ ნამდვილად იყო მამა ნიკოლოზი ბერი გაბრიელის სულიერი შვილი?

-თუნდაც რომ ეთქვა დედა პარასკევას ეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა პარასკევამდე მამა ნიკოლოზი იყო მამა გაბრიელის მორჩილი და სულიერი შვილი. მამა ნიკოლოზი სამი წელი იყო მორჩილებაში მამა გაბრიელთან. შეიძლება ვინმემ თქვას 3 წელი დიდი დრო არააო, მაგრამ 3 წელიწადი მორჩილებაში ყოფნა, მამა გაბრიელთან უდრიდა ძალიან დიდ დროს, ჩემი აზრით.

-ვაშაკიძე იმასაც ამბობს, რომ არ გაუგია, ბერი ნიკოლოზის სასწაულების შესახებ. ამის შესახებ არც მე მსმენია, თუმცა წმინდა ბერი გაბრიელის მიერ მოხდენილ სასწაულებზე ბევრი წამიკითხავს. თქვენ, როგორც მამა ნიკოლოზთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანი, რას იტყოდით ამის შესახებ?

-ბერი ნიკოლოზის ერთ ერთი სასწაული თუნდაც ისაა, რომ ადამიანის 360 გრადუსით შეცვლა შეუძლია. იმიტომაა, რომ აქ გულანთებულები მოვედით. ამიტომაცაა, რომ როცა სხვა ბერი ხედავს, მაგალითად ილია ვაშაკიძე, რომ ვერასოდეს მიაღწევს ბერი ნიკოლოზის დონეს, სხვადასხვა ხერხებით დევნიან მას. უდიდესი წმინდანი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც ამას წერდა 1000 წლის უკან.

ზეინაბ ხინთიბიძე:

-ჩემთვის სასწაული ის იყო მაგალითად ის, რომ ომის პერიოდში მივედი მამა გაბრიელთან. მაშინ მეგონა, რომ ზვიად გამსახურდია გადაარჩენდა საქართველოს. ტყვიების წვიმაში ვიყავით, შევარდნაძის გამო. მითხრეს, ერთი მართალი კაციაო და მიმასწავლეს მამა გაბრიელი. როცა მივედი მასთან, 15 კაცი იჯდა სულ… მან მარტო მე მომმართა ხმამაღლა:- ზეინაბ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმება საქართველოო!.. მოულოდნელობისაგან წამოვარდი და წასვლა დავაპირე,მამა გაბრიელ-წავალ მეთქი. ქუჩა-ქუჩა ხალხი მხვდებოდა ტირილით და ვანუგეშებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ისე მჯეროდა მამა გაბრიელის სიტყვები. 10-15 წლის შემდეგ მამა ნიკოლოზმა დაუდო ჯვარი პატრიარქს და თქვა:- წმინდა უნდა იყოს ბერი, თორემ არ შეიძლება ისე, მე კი წმინდანი არ ვარო. იქ რამდენიმე ვიყავით და მამა ნიკოლოზი მაინცდამაინც ჩემთან მოვიდა და მითხრა:- ზეინაბ, დავით აღმაშენებელი დაბადებული ჰყავს საქართველოსო!… მაშინვე მამა გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ვუთხარი, ეს მამა გაბრიელმა მითხრა და თქვენ იქ არ იყავით-მეთქი. მიმტკიცებდა-ვიყავიო. შემდეგ მივხვდი, ის სულიერად იმყოფებოდა იქ.რასაც მამა გაბრიელი მეუბნებოდა, წლების შემდეგ მამა ნიკოლოზი მეუბნებოდა… დამიჯერეთ რაა…როცა მამა გაბრიელთან მივედი, მანდ იჯდა ახალგაზრდა ბერი. მაშინ ეკლესიური არ ვიყავი. ნიკოლოზო,- დაუძახა და ყველამ თავი ავწიეთ და ამ ახალგაზრდა ბერს შევხედეთ… ნიკოლოზ, მე და შენ ერთი ვართო! ერთნი კი არ უთხრა, ერთი ვართო, ასე მიმართა მას მამა გაბრიელმა. ამ ამბავს მე თავად შევესწარი!.. მსგავსი ფრაზების მოწმე ბევრია, რომლებმაც თავიანთი ყურით გაიგონეს როგორ მიმართავდა მამა ნიკოლოზს მამა გაბრიელი.2

მალხაზ ჯინორია: (მამა გაბრიელზე წიგნის ავტორი)

-მანანა მერკვილაძე შეესწრო ამ ფაქტს, იქვე იჯდა და ეს სიტყვები სწორედ მან მოისმინა: ნიკოლოზ შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, მამათ-მავალობასაცო,ხიბლში ყოფნასაც მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო. ხოლო ფრაზა-„ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნებაო“-, ეს ჩემთან აქვს ნათქვამი და კიდევ ,,ტრუბაში გაგაძვრენენ ნიკოლოზო” ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ,,ეკლესიის წმენდა რომ დაიწყებაო, ნიკოლოზი მთავარ როლს ითამაშებსო. ის რომ ჭრის ხმელ ტოტებს, ისე ვერავინ ჭრისო”, „მისი სიმდაბლე უფლის ტახტამდე ავიდა “, მე შენ გაკურთხებ მალხაზ, წადი ნიკოლოზს დაემორჩილეო, აი ღვთისმსახური, რომელმაც სჯულის კანონი არ შეცვალაო.“ მანანა ხორბალაძეს უთხრა: “ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრაძნებას ნიკოლოზი წინ წარუძღვებაო“.

რაც შეეხება დედა პარასკევას, მამა ნიკოლოზი მემგონი შეიძლება ჰყავს ნანახი. ერთხელ იყო, როცა მამა ნიკოლოზი მადლობის სათქმელად მოვიდა მამა გაბრიელის საფლავზე და ცისარტყელა დაეშვა ნიშნად. დედა პარასკევა მაშინ მოვიდა მამა გაბრიელთან, როცა ნიკოლოზი უკვე ერში გამოუშვა მამა გაბრიელმა, ასე რომ უშუალო ურთიერთობა არ ჰქონია!.. მამა ნიკოლოზს სულ ვეუბნებოდი, რატომ არ ამოდიხარ საფლავზე-მეთქი და მიპასუხა, როგორც მაკურხთხა მამა გაბრიელმა-ისე ვიქცევი, თორემ წყალში ჩამეყრება ყველაფერიო-ეს კიდევ სხვა თემაა…

-ხელნაწერების შესახებ რას იტყოდით, რომელსაც ბერი ნიკოლოზი ავრცელებდა?

-მამა ნიკოლოზს ამის შესახებ აქვს ნათქვამი:-ჩემი ხელნაწერები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთო…გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს ამ ხელნაწერებში. მან რომ პირდაპირ სიმართლე წეროს, ბევრი მტერი ეყოლება. მაგალითად ასეთი რამე თქვა-ჩემი მეზობელი უკრაინელი კირილე გამოვიდა, ის ხომ არ ხდება პატრიარქიო? შემდეგ კი სწორედ კირილე გახდა რუსეთის პატრიარქი.  როგორც ქრისტე ლაპარაკობდა იგავებით, ისე საუბრობს იგავებით ბერი ნიკოლოზიც-ამ ხელნაწერების მეშვეობით. მე მითხრა პირადად-ჩემი ნაწერები პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგო, თორემ ღმერთი დაგსჯისო! ტვინი გაანძრიე რატომ და რისთვის ვამბობ-პირდაპირ არ მიიღოო… ამას სამწუხაროდ ხალხი ვერ გებულობს.

500-მდე მამა ნიკოლოზის  ხელნაწერი არსებობს. რამდენიმე ხელნაწერის წაკითხვა, თან თუ სულიერად არ გაიაზრე და პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე, დააბნევს ადამიანს. მე და დათო გიორგობიანს გვითხრა ერთხელ, რა კარგია იოგას ვარჯიშები, სულიერად ისვენებ და ჩიტივით ხარ მერეო. მე და დათომ გაოცებულმა შევხედეთ ერთმანეთს, გამიკვირდა-არიქა რაებს ლაპარაკობს ეს კაცითქო… დათო გიორგობიანმა კი სჯულის კანონები მოუყვანა მაგალითად, მამაო რაებს ამბობო… მამა ნიკოლოზი კი მაინც თავისას ამბობდა, იოგას ვარჯიშები კარგიაო-ვერაფერი გავაგებინეთ. წამოვედით მისგან და მეორე დღეს სპეციალურად მივედი, რომ მეკითხა, ასე რატომ ამბობდა. მამა ნიკოლოზმ აქით დამასწრო კითხვა, სანამ მე რამეს ვკითხავდი: რა მაცვიაო? კაბა მეთქი-ვუპასუხე… როგორი კაბაო? -მართლმადიდებლური სასულიერო პირის კაბამეთქი… მერე შე კაი ადამიანო, იოგა რომ ამაზე კარგი ყოფილიყო, ეს კაბა მეცმეოდაო? აზროვნებას ასწავლიდა ამით…3

რაც შეეხება სასწაულებს და წინასწარმეტყველებებს- ხუთშაბათს, ბორჯომის ბაზარში დაწერა ფურცელზე-ხვალ იაპონია დაინგრევაო და პარასკევს იაპონიაში ცნობილი წყალდიდობა მოხდა. თუნდაც ციხის კადრებზე, ჩვენ დაგვიწერა  ორი კვირით ადრე „18 რიცხვიდან  ციხიდან დაიწყება ყველაფერიო.“ მე ვკითხე, მამაო, ვინმეს იჭერენ-მეთქი და ხელი ჩაიქნია გაბრაზებულმა, რომ ვერ მივხვდი… რუსეთის პატრიარქის გარდაცვალებაზე მითხრა 2 კვირით ადრე-ბორჯომში ვიყავით. მდელოზე წამოწვა, გულზე ხელები დაიკრიფა-ასე იქნებაო.ზუსტად 2 კვირაში პატრიარქის გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ…მე და დიმიტრი წიკლაური ვიყავით მასთან ერთად წაღვერში-მთებზე მიგვანიშნა-მალე დაიწვებაო და ჭურვები როგორ ჩამოიყრებოდა, ხელით გვიჩვენებდა, ასევე რომ რუსები შემოვლენო და შემდგომ მიიმალებიანო… გახსოვთ ალბათ რუსმა ოკუპანტებმა ბორჯომის ტყეში ჭურვები რომ ჩამოყარეს…  მან იწინასწარმეტყველა ასევე თბილისის მიწისძვრაც…

გიორგი ბარდაძე:

მამა ნიკოლოზს შეკვეთით არ გადაუღია ბერ გაბრიელთან ფოტოსურათები. მრავალი  სურათი არსებობს… ვაშაკიძე როგორ ადარებს ბი-ბი ქინგთან გადაღებულ ფოტოს, მამა გაბრიელთან გადაღებულ ფოტოს?! აქედანაც ჩანს მისი სულიერი დონე. არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო ვაშაკიძეს,  მამა ნიკოლოზს არ ესიამოვნება. შური ალაპარაკებს…მამა ნიკოლოზზე ბროშურები რომ გამოსცეს, ამაზე მე პირადად ხმა არ ამომიღია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონაზონი ილია ვაშაკიძის და არქიმანდრიტი იერომიელ ფილიშვილის გამოცემული ბროშურაში დიდი სიბრძნე იყოს. თან ცილს გვწამებს, რეკლამას უკეთებენო მამა ნიკოლოზსო მისი ხალხიო. არანაირ რეკლამას არ ვუკეთებ და არანაირი მიმდევარი არ ვარ! ეს არის შეურაცყოფა! დავინახე, რომ მასთან არის სიწმინდე, სიმართლე, პატიოსნება, ცოდნა და ძალა ამიტომ ვარ მასთან. ჩვენ ყველა საქართველოს ამოციქულო  ეკლესიის შვილები ვართ!.. წლებია ამაზე ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ არავის ეგონოს ის, რომ აქ დიდი სიძულვილია მე პირადად არიმანდრიტი იერომიელთან მაკავშირებს პატივისცემაც და სიყვარულიც და საერთოდ ეკლესიის პრობლემა ჩვენი საკუთარი პრობლემაა და ღვთის ძალით ამას გადავლახავთ როგორმე…A1

(ბერი ნიკოლოზი)

-ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც მოხდა წაღვერში, როდესაც 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო იმავე საცხოვრებელ სახლში, სადაც ბერი ნიკოლოზი ცხოვრობდა… რა მოხდა სინამდვილეში-თუ იცით?

მალხაზ ჯინორია: ( “მამა გაბრიელი” წიგნის ავტორი)

-ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა, ამაზე საუბარი არ მინდა…  მაშინ იბადება კითხვა, როდესაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს,  რატომ არ დაეხმარა ქრისტე?! ასე ქრისტესთან იყო იუდაც და თავი ჩამოიხრჩო და უფალსაც ვუსაყვედუროთ, შენმა მოციქულმა როგორ ჩამოიხრჩო თავი და რატომ არ იხსენი ისინიო?! მამა გაბრიელი მეუბნებოდა: „ვერც მე შეგიწყალო და ვერც ქრისტე ღმერთმა შეგიწყალოს თუ შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალეო“… ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებაში არ ერევა“. მამაოს შემდეგ წელი სტკიოდა და ჰკითხეს, მამაო, რატომ გტკივა წელიო? და უთქვამს, რომ გვანცა ნახევრად ამოვიყვანე და ცოტა დამრჩაო… (იგულისხმა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში)…

-როგორც მამა ილია ვაშაკიძე ამბობს, მამა ნიკოლოზის გავლენის ქვეშ მოექცა ეს გოგო, მოწყდა ეკლესიას და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ეს უბედურებაო…

-სიცრუეა, მამა ნიკოლოზი ყველას ტაძარში სიარულისკენ მოგვიწოდებს.

-მამა ილია ვაშაკიძე ასევე ამბობს იმასაც, რომ მამა ნიკოლოზმა ხალხი ეკლესიას მოწყვიტა,რადგან არ დადიან ტაძარში და მას დაჰყვებიანო… თქვენ გყავთ მოძღვრები და დადიხართ ეკლესიაში?

მალხაზ ჯინორია:

-მე პირადად რამდენიმე დღის წინ ვეზიარე. აქ ყველას გვყავს მოძღვარი, დავდივართ ეკლესიაში და ვეზიარებით. ასე რომ ის, თითქოს მამა ნიკოლოზმა ეკლესიას მოგვწყვიტა, არის სისულელე და ცილისწამება! პირიქით, ადრე 2 თვე არ დავდიოდი ეკლესიაში. ამის შესახებ არავინ იცოდა. მამა ნიკოლოზმა კი მითხრა-რატომ არ დადიხარ ეკლესიაშიო?! პირიქით, მამა ნიკოლოზი კი არ წყვეტს ხალხს ეკლესიას, ეკლესიისკენ უკვალავს გზას.A2

-ისე ფაქტია,ხალხის უმრევლესობა ყველაფერში სასწაულს ეძებს…

გიორგი ბარდაძე:

-მთლიანად გაყვითლებული ვიყავი დაავადებისაგან, ვკვდებოდი დღე – დღეზე და პირადად მე განმკურნა, მაგრამ ამაზე რა საჭიროა საუბარი, ეზიზღება  მამა ნიკოლოზს ქება- დიდება  და შეიძლება ამის შემდეგ ისეთი რამ ჩაიდინოს რაც მის სახელს შეურაცხყოფს, და ამავე დროს სახარებაში მშვენივრად წერია-სასწაულსო ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებსო და რად გვინდე სასწაულები ან მათზე საუბარი?!  რაც შეეხება შესაწირს-ჩვენ და სხვაც, როდესაც ფულს ვწირავთ მამა ნიკოლოზს, მიდის და სხვადასხვა ტაძრების შესაწირის ყუთში ყრის. არაფერს არ იხმარს თავისთვის…

ლევან ფირცხალავა:- (ფაზისისა და ქალდეის აკადემიკოსი)

-ერთ ამბავს გავიხსენებ… როდესაც მამა ნიკოლოზი ბრძანდებოდა ზემო ვერაზე, კარის მეზობელი მივიდა მასთან, 17 წლის გოგონა და ჰკითხა: მამა ნიკოლოზ ბებია ცუდად მყავს და ეშველება რამეო? ერთი აიხედა მაღლა მამაომ და ხელით ანიშნა-ყველაფერი კარგად იქნებაო. სახლში დაბრუნებულს 8 წელი ლოგინად ჩავარდნილი ბებია ფეხზე დაუხვდა. მთელი ოჯახი გრეგორიანელები იყვნენ და მართლმადიდებლებად მოინათლნენ. ერთ-ერთი პირადად მე მოვნათლე. რამდენი განუკურნავს მამა ნიკოლოზს… რომელი ერთი ჩამოვთვალო… უბრალოდ ჩაგვიარა და განვიკურნეთო,- ბევრს უთქვამს. რომ ჰკიხთხეს ერთ ადამიანს, რომელიც კოჭლობდა- როგორ განიკურნეო, მან თქვა, რომ ბერ ნიკოლოზს მძიმე “პარკი’ ჰქონდა და რომ ასწია, დავიძახე-მიეხმარეთო… სწორედ ამის შემდეგ განვიკურნეო. ეს უბრალო სიტყვები მას ასმაგად გადაუხადა მამაომ…

A3

მალხაზ ჯინორია:

-გინდ მილიონი ადამიანი დაჰყვებოდეს მამა ნიკოლოზს, გინდ ერთი სულ არ აინტერესებს ეს… მასთან უფალია და უბრალოდ ხალხს აქვს სურვილი მასთან უფრო ახლოს იყოს, თორემ არავის ეგონოს მამაო ეძახის ხალხს, გინდათ თუ არა ჩემთან ერთად იარეთო… ასეთი რამე არ ყოფილა! როცა ბროშურები გამოსცეს მამა ნიკოლოზის საწინააღმდეგო, ბორჯომის ბაზრობაზე მოვიდა 4 სასულიერო პირი მანქანით, მათ დაინახეს, რომ მამა ნიკოლოზს ხალხი დასდევდა და ასეთი რამე თქვეს-ამდენი ხალხი რომ დაჰყვება მას, მერე ჩვენთან ვინ უნდა იაროსო?! მამა ნიკოლოზი წერდა, რომ ეკლესიაში იარეთო და საიდან მოიტანა ვაშაკიძემ, რომ ეკლესიას წყვეტს ხალხს?!

გიორგი ბარდაძე:

ჩვენ დაკარგული გვაქვს ნამდვილი სარწმუნოება. ადრე ბერები ერთმანეთს მიმართავდნენ ,,წმინდაო მამაო” და ამაში არაფერი იყო გასაოცარი, რადგან ისინი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ…

ლევან ფირცხალავა:

-თავად მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტიაო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან და მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი სახლის ახლოს ქირაობენ ბინებს, რომ ახლოს იყვნენ მასთან.მამა ნიკოლოზთან რუმინელი ბერები ჩამოვიდნენ და ამბობდნენ, არ წავალთ სამშობლოში, მანამ სანამ წმინდანს არ ვიხილავთო. საპატრიარქოდან პირდაპირ მამა ნიკოლოზთან გამოაგზავნეს.

-ეს როდის მოხდა?

-სულ რამდენიმე თვის წინ…

-მაშინ რატომ გამოქვეყნდა მსგავსი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან?

-ადრე მამა გაბრიელსაც ეწინააღმდეგებოდნენ და ესეც გაუგებარია ჩვენთვის…

მალხაზ ჯინორია:

-ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა თვითნებურად, მამა ნიკოლოზის კურთხევის გარეშე გაავრცელა ბუკლეტები წარწერით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“. პირადად ვკითხე მისი კურთხევა იყო თუ არა ბუკლეტებზე, რაზეც მამა ნიკოლოზმა დამიდასტურა რომ მისი კურთხევის გარეშე მოხდა ამ ბუკლეტების დაბეჭდვა და გარვცელება.

-საპატრიარქომ განაცხადა რომ მღვდელმსახურება ჯანმრთელობის გამო შეუჩერა მამა ნიკოლოზს-რას იტყვით ამის შესახებ?

მალხაზ ჯინორია:

-გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში და რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება მამა ნიკოლოზს. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჯანმრთელობის მდგომარების გამო არ აქვს მღვდელმსახურება შეჩერებული. მას მსახურება შეჩერებული აქვს პატრიარქის „ურჩობის გამო“ ამასთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ-ერთ  მიზეზს…მამა ნიკოლოზმა თქვა: პირველად ერთმა ქალმა ჩამაბარა აღსარებაო. ისეთი ცოდვა მითხრაო, რომ უცებ რომ ვაპატიე-ცუდად გავხდიო. მამა გაბრიელმა მისაყვედურა:-“ასე უცებ როგორ აპატიე ნიკოლოზ, ჯერ ცოდვილთან ერთად უნდა ჩახვიდე ჯოჯოხეთში, იქ უნდა გამოიტირო და უფალს უნდა შეავედროო! ჯერ მღვდელი უნდა იყოს წმინდა, ეს ტყუილად არ წერია სახარებაში, რომ ცოდვების მიტევება შეეძლოსო!”.. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალა არ შემწევდაო და სწორედ ამ ამბავს დაემთხვაო, რომ პატრიარქმა მაკურთხა-წინამძღვრად უნდა წახვიდე მღვიმეთის დედათა მონასტერში, რომელიც ჭიათურაში მდებარეობს. ავდექი და მამა გაბრიელთან მივედი-მამაო, მაკურთხეთ, რომ წავიდე მღვიმეთის დედათა მონასტერშიო. მამა გაბრიელმა კი მიპასუხა, შენ არ გაკურთხებ ამაზეო. მე გავიკვირვე, როგორ მამა გაბრიელ, მე ხომ უწმინდესი მგზავნისო? ამ საუბარს შეესწრო მედავითნე თინათინ მ., რომელსაც მამა ნიკოლოზი მიუბრუნდა და ეკითხება: -თინათინ, პატრიარქი რომ ერთ რამეს გეტყვის და მოძღვარი მეორეს, რომელს დაუჯერებო?  -ალბათ მოძღვარს მამა ნიკოლოზო,-უპასუხა თინათინმა.  -ჰო და მეც ასე მოვიქცევი, თუმცა პატრიარქი ისე მიყვარს, ასე მგონია ჩემი მამააო. ამიტომ მე დამიჯერე, იშიმშილე, წადი ერში, ის გზა გამოიარე-რაც მე გამოვიარეო. მე 25 წელი სასაფლაოებზე მეძინა, 15 წელი ვმათხოვრობდი, 5 პატრიარქი გამოვიცვალე და მათთვის უნდა დამეჯერებინაო?!-მითხრაო მამა გაბრიელმა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი კელიაში იყო და როგორც მამა გაბრიელმა აკურთხა, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ნახეს, რომ ბერები მარხულობდნენ პატრიარქის კურთხევით, მამა ნიკოლოზი კი შიმშილობდა და გააგებინეს პატრიარქს-არ გვემორჩილებაო… ეს რომ პატრიარქმა გაიგო ჩამოვიდა, სტაფილოს წვენი გაუწურა და საკუთარი ხელით მიართვა-დალიე ნიკოლოზ, გაახსნილეო. მამა ნიკოლოხმა კი იუარა. პატრიარქს გაუკვირდა, როგორც პატრიარქი გეუბნები, დალიე ეს წვენიო…

-არაო, მამა გაბრიელმა მითხრას და მხოლოდ მაშინ დავლევო-უპასუხა მამა ნიკოლოზმა.

ამის შემდეგ იყო, რომ ურჩობის გამო ბერ ნიკოლოზს მღვდელმოქმედება შეუჩერეს… არ ვიცი პატრიარქმა იცოდა თუ არა, რომ მამა გაბრიელისგან ჰქონდა მიღებული კურთხევა, ეს კიდევ სხვა საკითხია… მოკლედ ამ ამბის შემდეგ გადარეულები ვართ, მეორე დღესვე ჩავედი მამა ნიკოლოზთან და ვეუბნები-ეს როგორ გააკეთეთ მამა ნიკოლოზ, პატრიარქს როგორ ეურჩე მეთქი? იქ ორი მონაზონიც იყო, რომლებიც ეხვეწებოდნენ-არ გინდა მამა ნიკოლოზ, ერთი ამბავია ატეხილი ამაზე, არ ეურჩოთო პატრიარქს. არაო, მამა გაბრიელმა მითხრას და მაშინ გავახსნილებო-ჩვენც იგივე გაგვიმეორა მამა ნიკოლოზმა… მე კი გაბრაზებული გავვარდი მამა გაბრიელთან-მამა გაბრიელ, უშველე მამა ნიკოლოზს, გეხვეწები დაეხმარე, ხომ ხედავ რა დღეშია, პატრიარქს ეურჩათქო! მამა გაბრიელმა კი მშვიდად შემომხედა და მითხრა: ნიკოლოზი სწორად მოიქცაო…რატომ თქო? -გაოცებულმა ვიკითხე. იმიტომ რომ მე ვაკურთხეო-მიპასუხა და იქვე დამიმთავრა სათქმელი…4

ბევრმა არ იცის ისიც, რომ არსებობს ორი ეკლესია – ზეციური, რომელიც არის მოზეიმე და მიწიერი, რომელიც არის მებრძოლი. და აგრეთვე არხსებობს ორი იერარქია – სამღვდელო და სამეფო, ჯვრის ორი ფრთაც ამას განასახიერებს. სამღვდელო, სასულიეროც იყოფა ორად – ამქვეყნიური იერარქია, რომლებიც მათზე ზემდგომს ემორჩილებიან პატრიარქი, ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და ა.შ. და სულიწმინდით იერარქია, რომელიც ამქვეყნიურ სასულიერო იერარქიას არ ემორჩილება და ამის უფლება აქვს. მაგალითად: სალოსები,ბერები, „სტარეცები“ რატომ იყო, რომ სალოსებს უფლება ჰქონდათ პატრიარქი ემხილებინათ? ეს თვითნებური გადაწყვეტილებით კი არ ხდება, სალოსობას უფალი მოგიწოდებს. ბერისა და მონაზვნის სტატუსის გარჩევაც ბევრმა არ იცის. – ბერი ნიშნავს სულიერებაში დაბერებულს , „სტარეცობა“ რომ ჰქვია, ხოლო მონაზონი არის დამწყები, მგლოვიარე, როგორც ამას სულხან-საბა განმარტავს. ეს ბევრმა არ იცის და უნდა დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე…J

– მამა ილია ვაშაკიძემ ასევე თქვა, რომ სალოსები ბოლო დროს არ იქნებიანო…

თეონა სარჩიმელია:- (მორჩილი)

-საიდან მოიტანა? პირიქით, მომრავლდებიანო…

-მამა ნიკოლოზმა და ყოფილმა ქორეპისკოპოსმა

მალხაზ ჯინორია:

-მამა გაბრიელი ამბობდა 40 წლის ბერი ვარ, მორჩილი არ მღირსებია და შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარო… ამას ნიკოლოზს ეუბნებოდა და ეს ესმოდა იქ მყოფ ხალხს, ტყუილია, რომ მამა ნიკოლოზმა თავი თვითონ გამოაცხადა მამა გაბრიელის ერთადერთ სულიერ შვილად.

-40 წირვაზე დასწრებას უდრის ერთი საათი წმინდანთან ყოფნასო-ეს ვისი სიტყვებია?

თეონა სარჩიმელია:

-ეს მამა გაბრიელის სიტყვებია. ჩემს გვერდით ერთი საათი ჯდომა 40 წირვაზე დასწრებას უდრის, რადგან ლოცვა სწორედ წმინდანების მიერ იწირებაო. როცა ვინმეს რამეს ვთხოვთ, წმინდანებს ვთხოვთო…

-მამა ილია ვაშაკიძემ თქვა, რომ შეიძლება აღსარება ჰქონდა მამა გაბრიელთან ნათქვამი მამა ნიკოლოზს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთადერთი სულიერი შვილი იყოო…

გიორგი ბარდაძე:

-მამა გაბრიელს ილია ვაშაკიძისთვის უნდა ჩაებარებინა დღის განრიგი და ეკითხა-თუ ვინ აეყვანა მოწაფედ?  მამა ნიკოლოზმა მითხრა,- მამა გაბრიელს  კი არ ეშინოდა ხმამაღლა ქადაგებდა სულ, სხვები კი მონასტერში იყვნენ ჩაკეტილებიო და ლოცულობდნენო , თავს იმიტო არ აკლავდა კომუნისტებს, რომ გამგრძელებელი და მოწაფე რომ დაეტოვებინაო…

მემკვიდრედ გამოაცხადა თავი და არ ყოფილა მემკვიდრეო, ვაშაკიძე რომ იძახის- ჩვენ მომსწრე ვართ როგორ ეუბნებოდა მამა გაბრიელი ნიკოლოზს, მე მხოლოდ შენ გენდობიო… ასეთი ბერი საქართველოს არ ეყოლებაო და მემკვიდრეობაც მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, არავის სხვას და ამას ყველა  აქ მყოფნი ვადასტურებთ და არა მარტო აქ მყოფნი..

-მამა ილია ვაშაკიძემ თქვა, რომ ყოფილმა ეპისკოპოსმა ილარიონ სამხარაძემ და ნიკოლოზ მაქარაშვილმა ერთმანეთი ცოცხალ წმიდანებად გამოაცხადესო და ამის ვიდეო მტკიცებულებაც არსებობსო,რას იტყოდით ამის შესახებ?

გიორგი ბარდაძე:

-მე პირადად არ მყავს ცოცხალ წმინდანად გამოცხადებული მამა ნიკოლოზი! ჩვენ დაკარგული გვაქვს ნამდვილი სარწმუნოება. ადრე ბერები ერთმანეთს მიმართავდნენ ,,წმინდაო მამაო” და ამაში არაფერი იყო გასაოცარი, რადგან ისინი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

ლევან ფირცხალავა:

-თავად მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტიაო.

თეონა სარჩიმელია:

-არცერთი საეკლესიო კანონი არ აქვს მამა ნიკოლოზს დარღვეული.

მალხაზ ჯინორია:

-ასე რომ ყოფილიყო საკუთარ ეკლესიას ააშენებდა, აღსარებასაც მიიღებდა და ხალხსაც აზრიარებდა. იგი სრულიად დაემორჩილა სინოდის გადაწყვეტილებას.

-კიდევ ერთი, რასაც ვერც სასულიერო პირები და ვერც ხალხი ვერ იგებს, არის ის, რომ მამა ნიკოლოზმა უარი განუცხადა მეუფე სერაფიმე ჯოჯუას, რომელმაც კელია შესთავაზა…

-მან უარი იმიტომ განაცხადა, რომ მამა გაბრიელისგან ჰქონდა კურთხევა, მიდი და კარდაკარ იარეო. იქ ვიყავი მე, ეს რომ უთხრა! 30 სახლი აქვს გამოცვლილი მამა ნიკოლოზს!.. იოანე ოქროპირი ამბობს: ბერები ყველგან ეძებენ დასაკკვიდრებელ ადგილს და ვერსად პოულობენ, ხოლო წმინდანები არსად ეძებენ დასამკვიდრებელ ადგილს და ყველგან პოულობენო. სიმონ ახალღვთისმეტყველი კი ამბობს, რომ მონასტერზე მაღლა განდეგილობა დგას! ხოლო ცალკე კიდევ აქვს ნათქვამი, რომ განდეგილობაზე მაღლა ბერის კარდა-კარ სიარული დგასო! ცოდვა ისაა, ბერი რომ ერს დაუბრუნდება და წუთისოფლის სიამენი რომ შეუყვარდება, თორემ კურთხევით რომ აგზავნიან ერში, ეს ყველაზე მძიმეა… მამა ნიკოლოზი ამბობდა- ბერი მონასტერში, ეს არის ოთხიანი, ბერი ქალაქში, ეს არის ორიანი და სულის დაღუპვა, მაგრამ როცა მას კურთხევით აგზავნიან ერში, ეს ყველაზე მძიმეა და ეს არის ხუთიანიო!..

მონაზონი ტიმოთე ნოზაძე:

თვენახევარია რაც ძამის ხეობის მონასტრიდან მოვედი მამა ნიკოლოზთან და ვაპირებ მასთან დავრჩე. ვნახე ბევრი კურნება, როგორ განიკურნა ხალხი. იყო შემთხვევები, უბრალოდ მოსვლითაც იკურნებოდნენ. ჩანაწერებსაც ტოვებდნენ, რომ ვერსად განიკურნენ და მამა ნიკოლოზმა განკურნა ისინი. დღემდე მოდიან ასევე სასულიერო პირები, მღვდლები მონაზვნები, დედაოები… იმ იმედით რომ მამა ნიკოლოზი გვიშველის ყველას…

მონაზონი ილარიონ სვანიძე:

მე ვიყავი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. მეც და ჩემი მოძღვარიც ერთი წელი ვიტანჯებოდით იმიტომ, რომ მოძღვარს არ დავემორჩილე,როცა მითხრა დროა მონასტრიდან წახვიდეო, შენ აქ ამოწურე ყველაფერიო… აი როგორც მამა გაბრიელმა გამოუშვა ნიკოლოზი ერში, ასეთი რაღაცა გამიკეთა ჩემმა მოძღვარმა.ერთი წელი არ დავემორჩილე, ვიფიქრე მცდის და ამიტომ მეუბნება ამასთქო, მაგრამ კიდევ რომ გამიმეორა,წამოვედი მონასტრიდან…

-რამდენი ხანია რაც წამოხვედით?

-სამი თვეა. როცა წამოვედი, მივედი მამა გაბრიელის სიწმინდეებთან და იქ გავიცანი მისი სულიერი შვილი მამა ნიკოლოზის სახით. ვინაიდან მამა გაბრიელი ძალიან მიყვარდა,მისმა სიყვარულმა მომიყვანა მამა ნიკოლოზთან. წაკითხულიც მქონდა მის მიერ ნათქვამი სიტყვები-ნიკოლოზ, ჩვენ ერთი ვართო!” მას შემდეგ ვარ ერში…

-როგორც ვიცი, დეკემბერში გამოიცა მამა ნიკოლოზზე წიგნი, ვინ გამოსცა ეს წიგნი?W

გიორგი ბარდაძე: მამა ნიკოლოზზე წიგნი “სიმართლეს როდესაც დაიცავ” პირადად მე გამოვეცი. მე ვკითხე მამა ნიკოლოზს დაახლოებით სამი წლის წინ-შეიძლება მამა ნიკოლოზ, თქვენზე გამოვცე წიგნი, სადაც მდუმარებამდე რასაც საუბრობდით, რაც ნათქვამი გაქვთ ჩემთვის, მალხაზისთვის და ა.შ ამ ნათქვამებს შევკრიბავ და ერთად გამოვცემ-მეთქი… კი, დაწერეო, დამეთანხმა, მაგრამ ჩემზე კარგი არაფერი დაწერო, არ შემაქოო- მანიშნა მდუმარედ და თითით მანახა-მეო ცუდი ვარო… როცა მსგავს წიგნებს გამოვცემთ, რა თანხასაც მასში ვდებთ, იმ თანხასაც ვერ ვიღებთ უკან, ეს სიმართლეა უბრალოდ და სწორად გამიგეთ… ამ წიგნების უმეტესობას უფასოდ ვაძლევთ მათ, ვისაც უჭირთ…და ესაც ცილისწამებაა, რომ ამით ვშოულობ ფულს და საპატრიარქოს  ,,ჯიბეს“ ვაკლებ თურმე-ვაშაკიძის აზრით…

მალხაზ ჯინორია:

ერთხელ მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზის გასაგონად ხმამაღლა იძახდა პატრიარქზე ცუდ რაღაცეებს, მამა ნიკოლოზმა კი უთხრა, არ მჯერაო. -არც უნდა დაიჯეროო, უპასუხა მამა გაბრიელმა. ეს სწავლებაა, ამას ყველა ვერ გაიგებს. არ მოგცემდა მამა გაბრიელი უფლებას პატრიარქზე ერთი სიტყვა მაინც გეთქვა-თვითონ კი ამხელდა. ერთხელ ეკლესიაში არ შეუშვა, წინ გადაეღობა. ამას ვინ გაბედავდა? მერე კი მოდიოდა და აქებდა, ასეთი პატრიარქი არავის ჰყავსო! მამა გაბრიელი ასეთ რაღაცას აკეთებდა კიდევ- ვისაც პატრიარქი ძალიან უყვარდა და ფანატიზმში ვარდებოდა, იმათ პატრიარქზე ცუდ რაღაცეებს ეუბნებოდა, ვისაც პატრიარქი არ უყვარდა, იმათ უქებდა. ხალხმა ზომიერება არ იცის და ზომიერებას ასწავლიდა ხალხს, როგორც ბერი ნიკოლოზი გვასწავლის… ამას გაგება სჭირდება, ზოგან ცუდს რომ ამბობდა და ზოგან კარგს. ეს სწორედ იმიტომ, რომ ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. მამა ნიკოლოზს სულიერი განათლებაც იმხელა აქვს, დიდი წიგნი გადაშალა და აქ შეცდომააო, არც უყურებდა წიგნს, ისე ამბობდა. მამა ნიკოლოზი ხშირად ხაზს უსმევდა, რომ არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის წევრი.

ლევან ფირცხალავა: 

-უდიდესი ძალა, განათლება და მადლმოსილება აქვს…

მალხაზ ჯინორია:

-მამა ნიკოლოზი ამბობდა, ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი მღვდლისაც კი მეშინია, რადგან არ ვიცი რატომ ჩააცვა ღმერთმა მას კაბაო… ასეთი მოწიწება და თავმდაბლობა გააჩნია ბერ ნიკოლოზს და მოდით დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე…  არ ვისაუბროთ იმ ადამიანზე ვისაც არ ვიცნობთ პირადად და არაფერი ვიცით მისი ცხოვრების შესახებ…

როცა გკითხავენ ვინ არისო ბერი ნიკოლოზიო, უნდა უპასუხო-“არ ვიცი”…

ავტორი: მარი არღვლიანი

9 კომენტარები

  1. ნუთუ განსჯის უნარი საერთოდ დაკარგეთ ზოგიერთებმა? შეიძლება ნორმალური ადამიანი იმას წერდას რასაც ნიკოლოზი წერს? თუ ასეთი განათლებულები ხართ, განგვიმარტეთ რას წერს ნიკოლოზი. თუ მისი მიმდევრები და მოწაფეები ხართ, უნდა იცოდეთ რას წერს ნიკოლოზი. თუ ვერ ხსნით, მაშინ გაჩუმდით. ვერ განმარტავთ და კიდევ დიდ გულზე ხართ?

  2. მამა გაბრიელი მოსახლეობას ლიფტებს ნაჯახით არ უმსხვრევდა! მამა გაბრიელი ხალხს ჩაქუჩით თავს არ უხეთქავდა! მამა გაბრიელი მოსახლეობას ბინებს არ სძალავდა, მუქარის წერილებით! მამა გაბრიელი მასეთ ფსიქიატრიულ წერილებს არ წერდა! ამ თვითმარქვია “მხსნელი, გადამრჩენელი” ნიკოლოზ მაქარაშვილისათვის კი ეს ყოველივე ჩვეულებრივი მოვლენაა!

    ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის ორ წლიანი მორჩილება წმ. მამა გაბრიელთან იმით დასრულდა, რომ მამა გაბრიელმა გარდაცვალების წინ გვითხრა: „ნიკოლოზი გაგიჟდა და მას აღარ გაეკაროთ!”-ო. ამ ფაქტს დაამოწმებს მამა გაბრიელის მომვლელი დედა პარასკევა, მცხეთის სამთავროს მონასტრიდან.

    ვისაც ამის არ სჯერა, სამი რამ უნდა მოიმოქმედოს:

    1. პირადად ჰკითხეთ დედა პარასკევას.

    2. ყურადღებით წაიკითხეთ ეკლესიის ზემოთ მოყვანილი განცხადებები.

    3. ყურადღებით წაიკითხეთ ზემოთ მოყვანილი ნიკოლოზის შიზოფრენიული ხელნაწერები!

    ზვიად, მორჩი დემაგოგიას! მხოლოდ იმიტომ რომ ეკლესიამ განკვეთა სასულიერო პირი, არაა საკმარისი იმისათვის რომ მამა გაბრიელს შევადაროთ! მასე არიოზი 15 საუკუნე განკვეთილია, მაგრამ მისი წმინდანად შერაცხვის იმედი მხოლოდ “იეღოველებსა” აქვთ!

    პ.ს. თუ მართლა გინდათ ნიკოლოზისთვის სიკეთე, მაშინ მიეცით მას საშუალება ფსიქიატრებმა უმკურნალონ, ხოლო თუ მხოლოდ შესაწირის ასაკრეფად იყენებთ მაგ საცოდავს, მაშინ იცოდეთ რომ უფლის წინაშე ძალიან დიდ ცოდვას სჩადიხართ!

  3. სალოსს აქვს ყველაფრის თქმის და კეთების უფლება. მიზნად აქვს ხალხისთვის ტვალის ახელა, იგი არ უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას, არამედ ადამიანის სულს უფრთხილდება პირველ რიგში, და არა ხორცს. რადგან მას ღმერტისგან მიეცა ამისი უფლება. სალოსობა ღვაწლით მესვეტეობას აღემატება. ეს არაა თავი მოიგიჟიანოს როცა უნდა. იგი იქ მიდიდს , სადაც ღმერთი ეძახის, სადაც ცოდვა აღარ ეტევა- რომ განკურნოს, ტუნდაც მწარე წამლით, გაუგებარი წამლით. გაუგებარ ენაზე, გაუგებარი სიტყვით, საქციელით, სანამ არ მიაღწევს ღვთისტვის სასურველ შედეგს. ის ბრძოლას აწარმოებს უხილავ , დაცემულ ძალებთან რეალურად და არათუ ადამიანებთან, და თუ ადამიანია ამ ცუდი ძალის სამკვიდრებელი,მაშინ მასაც ეხება ძალაუნებურად, მხოლოდდამხოლოდ მისი სულის სასიკეთოდ. რატომ აფურთხებდა ერთ-ერთი სალოსი ეკლესიის კედლებს ? და საროსკიპოსთან პირჯვარს იწერდა?, იმიტომ რომ ეკლესიასთან ეშმაკებს აფურთხებდა საცდურად მისულს და საროსკიპოსთან გადასარჩენად მისულ ანგელოზებს ხედავდა. მოკლედ , მე არაფერი არ ვიცი, მადლობა მამა ნიკოლოზს რომ გვზიდავს, გვითმენს და ვუყვარვართ. დაგვეფასებინოს მისი სიყვარული და ღმერთის მოწყალება. ამინ.

  4. წმინდა გაბრიელ ბერსაც სდევნიდნენ და რაღას აღარ ამბობდნენ მასზე და მასაც შეჩერებული ქონდა მღვდელსახურება და უფრო მეტიც,მას არ ზიარების უფლებასაც არ აძლევდნენ,რუსეთში დადიოდა რომ ზიარებოდა,მაგრამ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში იგი წმინდანად აღიარეს,რაც პატრიარქს თავად დაესიზმრა და მას მერე შერაცხა წმინდანად,ასე რომ კარგად დავფიქრდეთ ვისთან გვაქვს საქმე,ღმერთმა გაგვაძლიეროს მამა ნიკოლოზთან ერთად ამინ!!!

    • მამა გაბრიელი მოსახლეობას ლიფტებს ნაჯახით არ უმსხვრევდა! მამა გაბრიელი ხალხს ჩაქუჩით თავს არ უხეთქავდა! მამა გაბრიელი მოსახლეობას ბინებს არ სძალავდა, მუქარის წერილებით! მამა გაბრიელი მასეთ ფსიქიატრიულ წერილებს არ წერდა! ამ თვითმარქვია “მხსნელი, გადამრჩენელი” ნიკოლოზ მაქარაშვილისათვის კი ეს ყოველივე ჩვეულებრივი მოვლენაა!

      ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის ორ წლიანი მორჩილება წმ. მამა გაბრიელთან იმით დასრულდა, რომ მამა გაბრიელმა გარდაცვალების წინ გვითხრა: „ნიკოლოზი გაგიჟდა და მას აღარ გაეკაროთ!”-ო. ამ ფაქტს დაამოწმებს მამა გაბრიელის მომვლელი დედა პარასკევა, მცხეთის სამთავროს მონასტრიდან.

      ვისაც ამის არ სჯერა, სამი რამ უნდა მოიმოქმედოს:

      1. პირადად ჰკითხეთ დედა პარასკევას.

      2. ყურადღებით წაიკითხეთ ეკლესიის ზემოთ მოყვანილი განცხადებები.

      3. ყურადღებით წაიკითხეთ ზემოთ მოყვანილი ნიკოლოზის შიზოფრენიული ხელნაწერები!

      ზვიად, მორჩი დემაგოგიას! მხოლოდ იმიტომ რომ ეკლესიამ განკვეთა სასულიერო პირი, არაა საკმარისი იმისათვის რომ მამა გაბრიელს შევადაროთ! მასე არიოზი 15 საუკუნე განკვეთილია, მაგრამ მისი წმინდანად შერაცხვის იმედი მხოლოდ “იეღოველებსა” აქვთ!

      პ.ს. თუ მართლა გინდათ ნიკოლოზისთვის სიკეთე, მაშინ მიეცით მას საშუალება ფსიქიატრებმა უმკურნალონ, ხოლო თუ მხოლოდ შესაწირის ასაკრეფად იყენებთ მაგ საცოდავს, მაშინ იცოდეთ რომ უფლის წინაშე ძალიან დიდ ცოდვას სჩადიხართ!

      • ლევან მე არავითარ დემაგოგიას არ ვეწევი ჩემო მეგობარო,უბრალოდ უცხო ქვეყნის გადმოსახედიდან იცით რა ნათლად ჩანს ყველაფერი ,რაც საქართველოში ხდება და ეგეთი ადამიანები ,როგორც მამა ნიკოლოზია,ძალიან ცოტანი დარჩნენ და სალოსები რომ თავს ერში ავადმყოფებად აჩვენებენ ეს ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ,იმიტომ რომ ადამიანს აძლევენ აზროვნების საშუალებას ასწავლიან თუ როგორია ქრისტიანული ცხოვრება,წმინდა მამა გაბრიელიც მოათავსეს ფსიქიატრიულში,ვითომდა მის სასიკეთოდ სამკურნალოდ,როგორც თქვენ ბრძანებთ მამა ნიკოლოზზე,რომ უმკურნალეთო,მაგრამ მე ვფიქრობ რომ სამკურნალოები და ცოდვისგან გასაწმენდები ჩვენ უფრო ვართ,ვიდრე ეგეთი ადამიანები,ანუ სალოსები და ბოლოს,მამა ნიკოლოზს შესაწირის ასაკრეფად არავინ არ იყენებს,ის შესაწირი მამა ნიკოლოზს ისევ ღარიბებისთვის და დამშეული ხალხისთვის მიაქვს და იმათ სწირავს და კიდევ ეკლესიებს,იმიტომ რომ ჩვენი მასონი მთავრობა არ ზრუნავს თავის დამშეულ მოქალაქეებზე და საერთოდ არ აინტერესებთ მათი გასაჭირი და ქართველებს ერეკებიან უცხო ქვეყნებისკენ,ერთ ერთი მე და ჩემი ოჯახი ვართ და ისევ ეგეთი ადამიანები თუ მოიყვანენ ჭკუაზე ჩვენს გადარეულ და არაფრის მაქნის მთავრობას და კიდევ მათ დამქაშებს. მადლობა და ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენც და სრულიად საქართველო,ამინ!!!

        • უკაცრავად, მაგრამ მამა გაბრიელის სალოსობა და ნიკოლოზის ფსიქიური აშლილობა დიამეტრალურად საპირისპირო მხარეებზე დგას! სალოსობის ისტორია იწყება 5-6-ე საუკუნიდან და მას მიმართავდნენ ბერები, რადგანაც საჯაროდზთქმა სიკვდილით ანცსაპყრობილით ისჯებოდა. ანუ სალოსობა აუცილებელიც კია ტოტალურ რეჟიმების დროს. დღეს კი რაშიც გინდა იმაში ამხილე ხელისუფლება, არავინ გზღუდავს ამაში! საბჭოთა რეჟიმის დროს ეს იკრძალებოდა და ამიტომ მიმართავდა მამა გაბრიელი სალოსობას..

          მეორეც ერთი:
          მამა გაბრიელი მოსახლეობას ლიფტებს ნაჯახით არ უმსხვრევდა! მამა გაბრიელი ხალხს ჩაქუჩით თავს არ უხეთქავდა! მამა გაბრიელი მოსახლეობას ბინებს არ სძალავდა, მუქარის წერილებით! მამა გაბრიელი მასეთ ფსიქიატრიულ წერილებს არ წერდა! ამ თვითმარქვია “მხსნელი, გადამრჩენელი” ნიკოლოზ მაქარაშვილისათვის კი ეს ყოველივე ჩვეულებრივი მოვლენაა!

          ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის ორ წლიანი მორჩილება წმ. მამა გაბრიელთან იმით დასრულდა, რომ მამა გაბრიელმა გარდაცვალების წინ გვითხრა: „ნიკოლოზი გაგიჟდა და მას აღარ გაეკაროთ!”-ო. ამ ფაქტს დაამოწმებს მამა გაბრიელის მომვლელი დედა პარასკევა, მცხეთის სამთავროს მონასტრიდან.

          ვისაც ამის არ სჯერა, სამი რამ უნდა მოიმოქმედოს:

          1. პირადად ჰკითხეთ დედა პარასკევას.

          2. ყურადღებით წაიკითხეთ ეკლესიის ზემოთ მოყვანილი განცხადებები.

          3. ყურადღებით წაიკითხეთ ზემოთ მოყვანილი ნიკოლოზის შიზოფრენიული ხელნაწერები!

          გთხოვთ, დაფიქრდეთ ზვიდ!

          • მე უკვე კარგად დავფიქრდი ჩემო ლევან და მივხვდი და შენც გირჩევ ,რომ სასულიერო პირები არ განიკითხო არასდროს,ჩემი რჩევა იქნება,იმიტომ რომ რასაც სასულიერო პირი აკეთებს,იმას ჩვენ ვერასდროს ვერ გავაკეთებთ და კიდევ პირდაპირ ნუ მიიღებ მამა ნიკოლოზის წერილებს და გამონათქვამებს,ცოტა ირიბად შეხედე და დაუფიქრდი რას წერს,რაც შეეხება დედა პარასკევას,მან განაცხადა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში,რომ მსგავსი რაღაცა არ უთქვამს და ბოლოს მე ზვიდ არ მქვია,ჩემი სახელია ზვიადი(ეს ხუმრობით რათქმაუნდა<))ღმერთს ებარებოდე ლევან!!!

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი