ვინ არის გოგო, რომელზეც პიმენ ნაცვლიშვილი უნდა დაქორწინებულიყო ? – გახმაურებეული თვითმკვლელობის ახალი, სკანდალური დეტალები და ფოტოები

0
535

ფოთში 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა. გადაწყვეტილების მიზეზი მან სოციალურ ქსელში, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საჯაროდ განმარტა:
„მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში…
“ სოფიო ქოიავამ სტატუსთან ერთად, ყოფილ შეყვარებულთან, პიმენ  ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
ქოიავა ფოთში ცხოვრობდა და კომპანია „GSG – Georgian Service Group“ – ში მუშაობდა. ამავე კომპანიაში მუშაობდა სოფოს მეგობარი მამაკაცი – პიმენ ნაცვლიშვილიც. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ.
გავრცელებული ხმების მიხედვით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, პიმენ ნაცვლიშვილმა სოფიო ქოიავა მიატოვა და ოჯახის შექმნა სხვა გოგოსთან ერთად გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს ქორწილი თვითმკვლელობის დღეს უნდა ჰქონოდა.
„ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს… კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა… უფრო სწორად, არ გაწყობდა… აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც “სულ ყველაზე ლამაზი უწოდე” … თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე… არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ… მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში… დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე… ეს დასასრულია…“ – დაწერა სოფო ქოიავამ თვითმკვლელობამდე.    როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა , პიმენი და მისი საცოლე სალომე დიდი ხნის შეყვარებულები იყვნენ..  რამდენიმე თვის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და სწორედ ამ დროს დაიწყო პიმენმა სოფოსთან ურთიერთობა..  გარდა ამისა, ვრცელდება  პიმენ ნაცვლიშვილის მშობლების ფოტო. მისი მამა  ცნობილი ექიმ-ტრამვატოლოგი ბადრი ნაცვლიშვილია.
სოფიო ქოიავა ფოთში, ჯუღაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდა

წყარო: itv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი