ვნებს თუ არა მასტურბაცია ადამიანის ჯამრთელობას ?

0
579

სექსუალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქცევა მასტურბაციაა. მამაკაცებში საშუალოდ 95% და ქალებში – 89% მასტურბირებს. მასტურბაციას არანაირი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის, შესაძლო ზიანი კი მეცნიერულად არაა დადასტურებული. თუ მკვეთრად გადამეტებული არაა, მასტურბაციის სიხშირეს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყოველდღე, თვეში ერთხელ ან წელიწადში რამდენიმეჯერ – მასტურბაციის ნორმალური სიხშირეა. თუ მასტურბაცია ისეთი ხშირია, რომ ადამიანს ყოველდღიურ, სოციალურ და სხვა აქტივობაში უშლის ხელს, ეს უკვე გადამეტებული მასტურბაციაა. თუკი ასეთმა მასტუბაციამ მიიღო კომპულსიური ხასიათი და ადამიანი მის სიშირეს ვერ აკონტროლებს, ირღვევა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური ბალანსი.

მასტურბაციის ნორმალურ სიხშირედ მიჩნეულია კვირაში რამოდენიმეჯერ ეაკულაცია.

როდესაც მასტურბაცია გადაჭარბებული სიხშირისაა, მან შეიძლება გამოიწვიოს პარასიმპატიკური სისტემის ზედმეტი სტიმულაცია, ამ დროს იმატებს დოფამინის, სეროტონინის, აცეტილქოლინის და სხვა ნეიროტრანსმიტერების რაოდენობა, ჰორმონალური ბალანსი იცვლება. ამას მოჰყვება:

→ დაღლილობა;
→ თმის ცვენა;
→ მხედველობის გაუარესება;
→ მახსოვრობის პრობლემები;
→ ტკივილი საზარდულის მიდამოში;

ამ სიმპტომების მიზეზი ჰორმონალური მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიტამინების და მინერალების დაკარგვაა, რომელიც ეაკულაციის დროს სპერმასთან ერთად გამოიყოფა. ჭარბმა მასტურბაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის დარღვევები, აგზნებადობა, ფსიქიკის არასტაბილურობა, რამაც შეიძლება მამაკაცი იმპოტენციამდე მიიყვანოს. ასევე გადამეტებული მასტურბაციის შესაძლო შედეგია, სპერმის გამოყოფა ერექციის გარეშე, რაც ეაკულაციის მარეგულირებელი ნერვების დაზიანების გამო ხდება. მასტურბაციის დროს აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა ტრავმების თავიდან ასაცილებლად, მაგალითად პენისის მოტეხილობისგან, პეირონის დაავადებისგან და ა.შ.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში და გარდატეხის ასაკში ყოველდღიური მასტურბაცია და მასტუბაცია დღეში რამდენჯერმეც, დარღვევად არ ითვლება.

და ბოლოს, ზოგადად მასტურბაცია ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი არაა, თუ გადაჭარბებული სიხშირის არ არის. სიხშირე ვარიაბელური და ინდივიდუალურია. გადაჭარბებულია მასტრუბაცია, თუკი კომპულსიურ ხასიათს იძნენს და ეს ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ აქტივობაში, ან უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე. ასეთი მასტურბაციით გამოწვეული მინერალების და ვიტამინების აღდგენა აუცილებელია მედიკამენტური მიღებით და სწორი კვებით.

 

წყარო: infogeo.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი