ზაზა ხატიაშვილი:შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღე

0
410

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაცემული პრემიების ოდენობა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

როგორც ხატიაშვილი აცხადებს, როდესაც “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ არჩეულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ ლევან მურუსიძის მოსამართლედ გამწესებას მისცეს ხმა, მან იუსტიციის საბჭოს მიმართა და ინფორმაცია მოითხოვა გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ, რის შემდეგად გუშინ შოკისმომგვრელი ინფორამცია მიიღო.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, პირადად იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე, 2015 წელს პრემიის სახით გასცა 117 500 ლარი, ხოლო 2014 წელში 152 500 ლარი მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი გვატყუებდა, რომ პრემია გაიცემოდა მხოლოდ დამსახურებისთვის. ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ რომელი დამსახურებისთვის მიიღეს პრემია? ჩემი შეფასებით, სავარაუდოდ, ლევან მურუსიძისთვის ხმის მიცემის გამო მიიღეს პრემია. მაინტერესებს არის თუ არა ეს, კორუფციული გარიგება? როგორ შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პიროვნება ყოველ თვე იღებდს 2000 ლარზე მაღალ პრემიას? თურმე 9 წელი იმიტომ იბრძოლა მშიერმა და ღატაკმა ხალხმა, რომ ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს და ვახტანგ თორდიას თვეში 7 000 ლარზე მაღალი ანაზღაურება მიეღოთ, თვითონ კი შიმშილში ამოხდომოდათ სული”,- აცხადებს ხატიაშვილი

წყარო: news.coa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი