ზაქარია ქუცნაშვილი – რუსეთთან მკვლელების ნაწილში, მე ვფიქრობ, რომ უნდა ვითანამშრომლოთ

1
392

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ.

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, ასეთი ტიპის დანაშაულში ეჭვმიტანილი ხალხის მიმართ მართლმსაჯულება უნდა იყოს მკაცრი.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მან არ იცის გია ცერცვაძეს რა საქმეში დებენ ბრალს.

„არ ვიცი, გია ცერცვაძეს რაში დებენ ბრალს ეს არ ვიცი. არ შეიძლება იყოს აფხაზეთში ბრძოლა ან უკრაინაში ბრძოლა ინდულგენცია. ეს არ არის რაღაცისგან პასუხისმგებლობის თავის არიდების საშუალება,“ – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მან პარალელი გია ცერცვაძესა და გიგა ოთხოზორიას მკვლელს შორის გაავლო.

„ოთხოზორიას მკვლელიც იბრძოდა აფხაზეთში. ამ საბაბით არ გადმოგვცეს აფხაზებმა მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი… რუსეთთან მკვლელების ნაწილში, მე ვფიქრობ, რომ უნდა ვითანამშრომლოთ,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2

1 კომენტარი

  1. ქუცნაშვილი რომ მოსა…ავია, ამ მოსაზრებას ქოცებიც კი ვერ უარჰყოფენ – ამ წინადადების აზრის დასაზუსტებლად, მარტო ისაა გასარკვევი, მრავალწერტილის მაგივრად “ტყნ” უნდა ჩაჯდეს, თუ “კლ” ?

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი