თბილისიდან მიმავალი მატარებელი ორ სატვირთო მანქანას დაეჯახა

0
213

თბილისიდან მიმავალი სამგზავრო მატარებელი სოფელ ორთაშენთან ორ სატვირთო მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მატარებლებს მემანქანე დაშავდა. ავტომანქანის მძღოლებმა გადასვლა მოასწრეს. მომხდარის გამო, სარკინიგზო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.

”დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხრვრელად საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად გამოცხადნენ და ყველა საჭირო სამუშაო დროულად შეასრულეს. აღნიშნულ შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა მატარებლების შეფერხება და ყველა მატარებელი გრაფიკის შესაბამისად გადაადგილდება”, – ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: brandnews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი