თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ქაოსი და ნეგატივი – წულუკიანი

0
278

“რუსთავი 2”-ის სტრასბურგის სასამართლოში წარმოდგენილია ადვოკატ თამთა მურადაშვილით. “რუსთავი 2”-მა სტასბურგისგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, – ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტელეკომპანიამ რამდენიმე მოთხოვა დააყენა, რომელთაგან ერთ-ერთია, რომ საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, სანამ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

“გარდა ამისა, ტლეკომპანიამ მოითხოვა შემდეგი, აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დახუროს ან გაადვილოს ტელეკომპანიის დახურვა, აგრეთვე აეკრძალოს ხელისუფლებას შეცვალოს “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი ან ბორდი.

“რუსთავი 2″-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად, წარადგინა სხვადასხვა განცხადება, მათ შორის სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის EPP-ის წევრების განცხადება.

აგრეთვე ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება, ქვეყნის შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადება და თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ ღონისძიებას თუ არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია, თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ქაოსი და ნეგატივი”, – განაცხადა წულუკიანმა.

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი