თბილისში კარცეროგენურ ანუ კიბოს აღმძვრელ ჰაერს სუნთქავს!

0
327

„სუნთქვა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის!!!

ბეტონის ყუთში ვართ მომწყვდეულები და შვილები გვეხოცება.

სამოქალაქო პროტესტი თუ არ გაძლიერდება უკვე ძალიან გვიანი იქნება. ვუერთდები გიორგი კალანდიას მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმის შექმნის იდეას“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში . ეს არის გამოხმაურება გიორგი კალანდიას მიერ გამოქვეყნებულ შემდეგ პოსტზე.

გიორგი კალანდია:

„ძვირფასო მეგობრებო, საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს რომ ყველა ჩვენთაგანი, განსაკუთრებით თბილისში კარცეროგენურ ანუ კიბოს აღმძვრელ ჰაერს სუნთქავს! ამ აქლემმა ყველა ჩვენთაგანის წინაშე შეიძლება დაიჩოქოს, რაღაც ქმედითი მოძრაობა უნდა დავიწყოთ, არ ვიცი წერილი, პეტიცია, რომ სათანადო ორგანოები ქმედითი ღონისძიებების მიღებისკენ ვაიძულოთ, მსახიობებს, კულტურის მოღვაწეებს მე შევხვდები და ერთობლივ ტექსტს მოვამზადებთ, იქნებ ყველამ ერთად ვიაქტიუროთ თორემ ვიღუპებით! “

წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი