თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი იზრდება

0
299

თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი იზრდება. ოპოზიციამ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მოძრაობა ევროპული საქართველოს წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც მგზავრობის ფასის გაძვირებას უკავშირდება, მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

ისინი მოუწოდებენ დედაქალაქის მთავრობას, რომ მგზავრობის ფასის მატების შემთხვევაში, სუბსიდირება მოახდინოს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისთვის. ოპოზიციის პასუხად დღეს განცხადება თბილისის მერმაც გააკეთა.

დავით ნარმანია არ უარყოფს, რომ ტარიფი ნამდვილად ძვირდება, თუმცა, მისივე განმარტებით, ფასის მატება 10 თეთრით მხოლოდ იმ სამარშრუტო ხაზებს შეეხება, რომელთა მგზავრობის საფასური 40 თეთრს შეადგენს.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი