თეა შაყულაშვილი: „ციანიდით“ გარდაცვლილის გვამი თვეების მანძილზე ინახავს ნუშის მძაფრ სუნს!

0
414

თეა შაყულაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

 „ციანიდი” რატომო 21 საუკუნეში? იმიტომ, რომ ის ერთადერთი საწამლავია – რომლით მოწამვლასაც ვერ დამალავ. გარდაცვლილის გვამი თვეების მანძილზე ინახავს მძაფრ ნუშის სუნს. ვინც ეს ჩაიფიქრა, ზუსტად გათვალა რომ პატრიარქი უნდა მომკვდარიყო ისე – რომ ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაწყებულიყო. ახლა ხვდებით, რაშია საქმე?!”,- წერს თეა შაყულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

წყარო: რეპორტიორი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი