თემურ ჭყონია – საქართველო სასაფლაო კი არაა

1
397

ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ საქართველოს ერთ წელიწადში გამდიდრების გზას მიაკვლია, თუმცა ამჯერადაც საწყალი, სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრანტების ხარჯზე. მისი აზრით, ემიგრნტები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ, აიშენონ სახლები და, რაც მთავარია, გახსნან საბანკო ანგარიშები, ეს კი ქვეყანას გაამდიდრებს, სულ რაღაც 1 წელიწადში. მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, კითხვაზე,  გამოიწვევს თუ არა უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ადამიანური რესურსის გადინებას, მან ასეთი პასუხი გასცა:

„,ამასაც აქვს მეორე მხარე, ადამიანები წავლენ უცხოეთში, თავიანთ ოჯახს კი აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მომვლელებად იმუშაონ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ. ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო… საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები “სუხიშვილების” კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზალიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს” _ განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

წყარო: timepress.net

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი