თვითმფრინავის ბიჭები – ცხოვრება თავისი საშინელებებითა და დიდებით

0
627

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბერლინის კინოფესტივალზე რეზო გიგინეიშვილის ფილმის მძევლების მსოფლიო პრემიერა სექცია Panorama Special-ში გაიმართება.

მძევლები ქართულ-რუსულ-პოლონური მხარეების ერთობლივი პროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მძევლების ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის, იდას მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.

ფილმი 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება. სიუჟეტი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ახალგაზრდების გარშემო ვითარდება. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა.

ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

მძევლების გარდა ბერლინალეზე ნაჩვენები იქნება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ჩემი ბედნიერ ოჯახი, რატი ონელის დოკუმენტური ფილმი მზის ქალაქი და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი ლილე.

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი თვითმფრინავის ბიჭების ისტორიას კინოში გააცოცხლებს. ფილმი მძევლები 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. მთავარი თემა თავისუფლების წყურვილი და საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევის მცდელობაა.

სცენარზე რეჟისორთან ერთად ლაშა ბუღაძემ იმუშავა. როგორც ცნობილია, ფილმი ნამდვილი ამბის რეკონსტრუქცია არ არის, პერსონაჟებსაც სხვა სახელები ჰქვიათ, მაგრამ ფილმის შექმნელები რეალური ისტორიის მონაწილეებისგანაც ისმენდნენ ამბებს, რომ მათი თვალით შეეხედათ მოვლენებისთვის.

თანამედროვე ქართული კინოსათვის ეს ფილმი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება. მასობრივი სცენები ქართული ჯარის მონაწილეობით გადაიღეს და სპეციალურად გადაღებებისთვის შეიძინეს თვითმფრინავი ტუ-134. მეორე თვითმფრინავი ექსტერიერის გადასაღებად ქუთაისის ჩამოაფრინეს.

გეგა კობახიძის როლს ფილმში ირაკლი კვირიკაძე შეასრულებს, თინა ფეტვიაშვილს კი მსახიობი თინა დალაქიშვილი განასახიერებს. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ავთო მახარაძე, მერაბ ნინიძე, დარეჯან ხარშილაძე (გეგას დედის როლში) და თემო ჭიჭინაძე (პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის როლში).

მძევლები საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა.

ნანა ექვთიმიშვილის ფილმის, ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანა ექვთიმიშვილის ფილმების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი მის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟებია. მოვლენების ცენტრში ამ შემთხვევაშიც ქალი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.

ფილმმა ამერიკული პრესის ყურადღება პრემიერისთანავე მიიპყრო. როგორც Villagevoice წერს, ნანასა და სიმონის ფილმი 2017 წლის ერთ-ერთი საუკეთესო კინოსურათია.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი არ არის ისტორია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ თავისუფლდება ქალი წნეხისგან. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას [მთავარი პერსონაჟის] თანაცხოვრების დეტალები ოჯახში. ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, სადაც ნაჩვენებია, თუ რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათი თანაბრად არის. გულისტკივილისგან ახალი შესაძლებლობები იბადება. ეს არ არის მხოლოდ ფილმი, ეს არის ცხოვრება თავისი საშინელებებითა და დიდებით”, – წერს გამოცემა.

ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.
სანდენსის შემდეგ ფილმის პრემიერა ბერლინში შედგება, ამის შემდეგ კი ახალ ნამუშევარს ქართველი მაყურებელიც იხილავს.

წყარო: on.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი