„თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“- ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს

0
543

„თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“– ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს.

„სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე, კლდეებში, მწვანე ოაზისში, ტაო-კლარჯეთში ნაშენი არაჩვეულებრივი სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალურ საქართველოში ბაგრატიონების ოჯახის საკუთრება იყო.  

ქართული სულიერი განწყობა და სულისკვეთება აქ დღესაც იგრძნობა, თუმცა ერთ დროს საქართველოს საკუთრება ქართული ეკლესია-მონასტრები, დღეს თურქული სოფლების გარემოშია მოქცეული. 

ოშკის მონასტერი წლებია სარესტავრაციოა, უყურადღებოდაა დატოვებული და დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ქართულ-თურქული მხარე  ბოლომდე ვერ შეთანხმდა, როგორ უნდა მოხდეს მისი აღდგენა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება“,– წერს BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებში ფრესკები დროთა განმავლობაში პირვანდელ სახესა და გამოსახულებას კარგავენ.

„დღემდე არ არსებობს ზუსტი გეგმები თუ როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს მათი აღდგენა, რესტავრაცია და კონსერვაცია. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია მონასტრების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია“,-აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორები ​ქეითი ნადვორნი და ემმა ჰარპერი არიან.

წყარო: mediamall.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი