“თუ გინდათ კრემლის პროპაგანდას მოერიოთ, ჩინოვნიკებს განათლება უნდა მისცეთ”

0
427

NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე აივარ ჯაესკი,  “აიპრესთან” ინტერვიუში კრემლის პროპაგანდის შესახებ საუბრობს.

“აიპრესის” შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კრემლის პროპაგანდას, ჯაესკი წინააღმდეგობის გაწევის სამ ძირითად მექანიზმს ასახელებს: ტყუილების გამოაშკარავება, მათთან კამათში შესვლისგან თავის შეკავება და განათლება.

– მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე იოლია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი აქვთ ამ ყველაფერში ჩართული. როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას თქვენი აზრით?

“ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, გლობალური პრობლემაა. რუსეთს უზარმაზარი რესურსი და საშუალება აქვს, რათა წინ წაწიოს და ყველგან გაავრცელოს კრემლის პროპაგანდა.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვაშკარაოთ ყველა ის ტყუილი, რაც მათგან მოდის, რადგან პროპაგანდა ყოველთვის ტყუილებისა და სიყალბისგან შედგება. ჩვენი ამოცანა ამ სიყალბეებისა და მანიპულაციების გამოვლინებაა.

რეალურად, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ხანდახან ამ პროპაგანდას ძალიან სერიოზულად უდგებიან, როდესაც მისი ხუმრობად ქცევაც კი შესაძლებელია. იუმორი ძალიან გეხმარება. იმისათვის, რომ პროპაგანდა ხალხმა შენიშნოს, აუცილებელია საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და ჩინოვნიკებს მისცე განათლება. შედეგად ისინი საკმარისად ჭკვიანები იქნებიან და არ გახდებიან პროპაგანდის მსხვერპლი”, – აღნიშნავს ჯაესკი.

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი