„თუ ეს პირები არ გადადგებიან ან პრემიერი არ გაათავისუფლებს, ენმ მთავრობის გადადგომას მოითხოვს!“

0
259

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრს აფგან მუხტარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებისაკენ მოუწოდებს.

„ნაციონალირი მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცების ფაქტი საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. მისივე თქმით, ეს თანამდებობის პირები დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლება კი ამაზე ადექვატურ რეაგირებას არ ახდენს.

მისივე თქმით, თუ ეს პირები არ გადადგებიან, ამ მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას  მოითხოვს.

აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.

თუმცა, მუხტარლის ახლობლებს, ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ სჯერა, რომ მისი საქართველოში გაუჩინარება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა.

წყარო: geomediatv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი