თუ ღმერთი დაუშვებს, ჩემი გვამისთვის ადგილი მარტვილის მონასტრის ეზოში მაქვს გამზადებული – მეუფე პეტრე

0
391

მეუფე იაკობი პატრიოტი ადამიანია, თუმცა ის უნებლიედ ინტრიგის შემადგენელი ნაწილი გახდა,-ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, როდესაც სინოდის ჯგუფის წევრები საქართველოში დაბრუნდებიან, მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და “გამოსავალს ცივი გონებით” მიიღებენ.

“ეთერში მეუფე იაკობზე პირდაპირ ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის ასევე ამ ინტრიგის შემადგენელი ნაწილია, უნებლიეთ და რადგან საუბარი მომიწია მინდა ვთქვა, რომ მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას პატრიარქის კურთხევით წლების მანძილზე გადიოდა. სოფელ სნოში მორჩილებას ჩემს ხელში გადიოდა. მე ვამზადებდი მას ბერად და როდესაც ბერად აღკვეცის დროს დადგა, ჩემი გადაწყვეტილებით უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა და ანგელოსთა დასთან, რიტუალში ხილულად ვიყავი მე, აღთქმა მან ბერობისა ღვთისა და ჩემს წინაშე დადო.

აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, ასევე გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის, რა არის მთავარი ეკლესიისთვს. ვიღებ პასუხისგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაირად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე.

როცა ჯგუფი ჩამოვა, მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ჩამოვყალიდებით…აქ  ცივი გონებით უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. დარწმუნებლი ვარ, მამა გიორგის უსაფრთხება დაცული იქნება. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როცა სიმართლეს ამბობ, ესეიგი ცხენი უნდა გყავდეს შეკაზმული გასაქცევადო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რაც ამ კითხვაზე პასუხი მითქვამს, არსად გაქცევას არ ვაპირებ.  თუ ღმერთი დაუშვებს, ჩემი გვამისთვის ადგილი მარტვილის მონასტრის ეზოში მაქვს გამზადებული. ხოლო ჩემი სულისთვის ღმერთისა და ღვთის სამართლისთვის მიმინდვია, თუ სად დაიმკვიდრებს ადგილს”,-განაცხადა მეუფე პეტრემ.

წყარო: აიპრესი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი