ივანიშვილი – დაკარგული ტერიტორიები კი არა,დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ, ესაა მთავარი

5
2772

“ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ “,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აფხაზებისთვის შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა. ივანიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ნდობის და დაკარგული ურთიერთობების აღდგენაა საჭირო.

“მთელი გულით და სულით გამიხარდა რომ ამას მივადექი, დიდი ხანია მე ვფიქრობ , დიდი ხანია მაქვს ამის სურვილი, როგორც ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ გვინდა ჩვენს ძმებთან აღვადგინოთ ნდობა და არა ისევ ის სუსულეები რაც გვესმოდა, რომ რეზინით ნავით გადავლენ და სისულეებს იფიქრებდნენ, რომ როგორმე ისევ მსგავსი ჩაედინათ, რაც მოხდა, დიდი უბედურება რაც ჩვენ დაგვემართა, ტრაგედია რაც გადავიტანეთ. ეს არის ჩემის აზრით , სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ბედნიერი ვიყავი, როცა ეს მოვიფიქრე და მგონია რომ ძალიან რეალურია და ობიექტურია და მე ველოდები რომ გამოხმაურება იქნება პოზიტიური მათი მხრიდან და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი აშენდება, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, 90 %-ზე მეტი იმედით ვარ განწყობილი რომ ეს ესე მოხდება და მხოლოდ ასეთი ხერხებით და გზებით და მე რაც შემიძლია ვფიქრობ დღე და ღამე რომ ჩვენ ჩვენი ძმობა და დობა აღვადგინოთ და არა ის, როგორც აცხადებენ ძალიანხშირად უხეშად, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო: ipress.ge

5 კომენტარები

  1. და გავიყვანოთ აფხაზეთზე რკინიგზა ამისთვის კარგი მოფიქრებული წინაპიროობაა ძმობის აღდგენა ეტყობა აჩქარებენ ივანიშვილს

  2. ეს ესეა, და რას შვრებიან ჩვენი სახელმწიფო სისტემები? რა უნდა იმის გააზრებას, რომ საქართველოს პოლიტიკა აფხაზების (და ოსების) მიმართ პირველ რიგში სწორედ ძმობისა და მეგობრობის (ახლობლური, ნათესაური, ტრადიციული კავშირების) აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული, რაშიც ჩართული უნდა იყოს როგორც ყველა სახელმწიფო სისტემა, ასევე პირველ ყოვლისა მთელი საზოგადოება, ერი – რომელ პროცესსაც უნდა ხელმძღვანელობდეს და ახორციეებდეს (მარტივად და ეფექტურად!) სახელმწიფო სისტემა! აფხაზეთის შემორიგების ერთადერთი, რეალური კონცეფცია და მიმართულება უნდა იყოს ძმობისა და მეგობრობის, სიყვარულის და ურთიერთგაგების (კულტურა, ტრადიციები, განათლება, მეცნიერება…) საყოველთაო, ადამიანური ღირებულებები (რა ღირებულებებზე შემუშავებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები და კონცეფციები ,,პაჭკობით” უნდა შედიოდეს სახელმწიფო სისტემებში)… მაგრამ , ვიცი გამოხტება ვინმე და იტყვის მორიგ სისულელეს და თავს გაიმართლებს, რაც არაერთხელ მომისმენია, ამის საშიუალებას არ გვაძლევენო, რაც არის რბილად რომ ვთქვათ მორიგი ,პრიმიტივიზმი”, ყველაფრის გაკეთება შეიძლება გონიერების არსებობის შემთხვევაში, რასაც მხოლოდ ნება უნდა…

  3. სეხნია ბატონო! დაკარგულ “ძმობას” დავიბრუნებთ თუ “ოცნების” ლიდერები ეკონომიკურად, ფინანსურად და სოციალური დაცულობით საქართველოს აფხაზებისათვის უფრო მიმზიდველს გახდით, ვიდრე რუსეთია. მაგრამ: “ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ერთგულებს, თავის ხალხის მოღალატენი. კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.”
    ”ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.”

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი