იმპერიები და ქვეყნები რომლებიც აღარ არსებობენ

0
339

v , რომლებიც დღეს აღარ არსებობენ.

აბისინია: თანამედროვე ეთიოპიის სახელწოდება მე-20 საუკუნის დასაწყისამდე
ავსტრია-უნგრეთი: იგივე ავსტრია უნგრეთის იმპერია, დაარსდა 1867 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა არა მარტო ავსტრია და უნგრეთი, არამედ ჩეხეთის, პოლონეთის იტალიის და ბალკანეთის გარკვეული ნაწილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს.

ბენგალია: დამოუკიდებელი ქვეყანა 1338-1539 წლებში. დღეს ის წარმოადგენს ინდოეთისა და ბანგლადეშის ნაწილს.
ბირმა: დღევანდელი მიანმარი. ქვეყანამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი 1989 წელს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ძველი სახელით მოიხსენიებს.
კატალონია: ესპანეთის ავტონომიური ოლქი. კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო 1932-1934 და 1936-1939 წლებში.

 

 

 

ცეილონი: იგივე შრი-ლანკა. ქვეყანამ სახელი შეიცვალა 1972 წელს.
კორსიკა: ეს არის კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების მფლობელობას წარმოადგენდა. მაგრამ იყო პერიოდები როცა დამოუკიდებელ ქვეყანას წარმოადგენდა. დღეს კორსიკა საფრანგეთის კუთვნილებაა.
ჩეხოსლოვაკია: მშვიდობიანად დაიშალა ორ ქვეყანად 1993 წელს. დღევანდელი ჩეხეთი და სლოვაკეთი.
აღმოსავლეთ გერმანია და დასავლეთ გერმანია: გაერთიანდა 1989 წელს.
ჰავაი: ეს კუნძულოვანი ქვეყანა წარმოადგენდა სამეფოს, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყნად 1840 წელს აღიარეს. 1898 წელს დაიპყრო აშშ-მ და დღეს მისი ერთ-ერთი შტატია.
ნიუფაუნდლენდი: 1907 -1949 წლებში წარმოადგენდა დამოუკიდებელ ერთეულს. 1949 წელს კი შეუერთდა კანადას.
ოტომანების იმპერია: ცნობილია როგორც თურქეთის იმპერია. დაარსდა მე-12 საუკუნეში და მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: დღევანდელი თურქეთი, უნგრეთი, ბალკანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და რუსეთის ნაწილი. იმპერია აღარ არსებობს 1923 წლიდან. ამ პერიოდიდან თურქეთი დამოუკიდებელი
სპარსეთი: სპარსეთი ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე ტერიტოტიას მოიცავდა. დღევანდელი ირანის სახელმწიფო სპარსეთის მემკვიდრეა, ის ატარებს ირანის სახელს მე-16 საუკუნიდან.
პრუსია: არსებობდა 1660 წლიდან და თავისი ზენიტის პერიოდში მოიცავდა დღევანდელი გერმანიის 2/3 ნაწილს და დასავლეთ პოლონეთს. აღარ არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

 

სიამი: დღევანდელი ტაილანდი, სახელი შეიცვალა 1939 წელს.
ტექსასი: ტექსასის რესპუბლიკამ მიიღო დამოუკიდებლობა 1836 წელს მექსიკისაგან და იარსება 1845 წლამდე. დღეს აშშ-ს შტატია.
ტიბეტი: დამოუკიდებელი სახელმწიფო მე-7 საუკუნიდან. 1950 წელს დაიპყრო ჩინეთმა და დღეს წარმოადგენს ავტონომიურ რეგიონს.

 

 

 

 

 

 

საბჭოთა კავშირი: დაიშალა 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1991 წელს : რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, უკრაინა.

 

 

 

 

 

 

იუგოსლავია: დაიშალა 1990 წელს შემდეგ სახელმწიფოებად: ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, სერბეთი, სლოვენია, მონტენეგრო.

წყარო: mpress.ge

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი