ინგა გრიგოლიას მღვდელთმსახურის წოდება მიენიჭა?

0
323

პოლიტიკური პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, TV პირველის ჟურნალისტსა და გადაცემა რეაქციის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, მღვდელთმსახურის წოდება მიანიჭა.

ამის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაციას გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ავრცელებს.

თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია – წერს ხვიჩია.

მოწმობის მიხედვით, ინგა გრიგოლიას, ბიბლიური თავისუფლების ეკლესიის სახელით, ქადაგების უფლებამოსილება მიენიჭა.

გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია, ბიბლიური თავისუფლება, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი