ინგა გრიგოლია: ჩვენი რეპორტაჟის ბევრ გმირს დაეხმარა ეს კარგი და არაჩვეულებრივი კაცი

0
291

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ელგუჯა გოცირიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“აკრძალული მქონდა და არასოდეს მითქვამს. გადაცემებში ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანზე გაკეთებული რეპორტაჟების გამო, ხშირად გამომიცხადებია, რომ ერთი კაცი მირეკავდა და კოორდინატებს მთხოვდა-ხოლმე, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მერე ეხმარებოდა სრულიად უანგაროდ…
ეს კაცი სულ მოითხოვდა-ხოლმე ჩემგან, არ გამომეცხადებინა მისი ვინაობა… ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ ჩვენი რეპორტაჟის გმირს დაეხმარა ეს კარგი და არაჩვეულებრივი კაცი. დღეს გავიგე, რომ ეს ადამიანი ,,ქართული ოცნების,, მაჟორიტარი იქნება ტყიბულ-თერჯოლაში.
ელგუჯა გოცირიძეა ეს მაგარი კაცი და თავისი სიკეთის და ქველმოქმედების გამო მიყვარს არანორმალურად. არავისთვის მითქვამს დღემდე, არც მათთვის, ვისაც დახმარებია. მინდა გულით და სულით ვუსურვო წარმატება მას ამ გადაწყვეტილებაში და მომავალ გზაზე… ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან და თუ უნდა მომკლას, მაინც დავასახელე. უნდა მეთქვა.
p.s წყალტუბოში რომ ვცხოვრობდე ან თერჯოლაში, სახალხოდ მივცემდი ხმას და ღიად, მისი გაკეთებული სიკეთეების გამო”
, – წერს გრიგოლია.

წყარო:  hold.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი