ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა

0
431

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენმა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა. როგორც ირკვევა შოთაძის გადადგომის მიზეზი,  ე.წ. ციანიდის საქმეა.

„ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროს ინფორმაციით ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არ ადასტურებენ, თუმცა „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

წყარო: ghn.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი