ირანმა საქართველოს თბილისის აეროპორტში მისი მოქალაქეების შემოწმება აუკრძალა – ვინ აგებს პასუხს ტერაქტის შემთხვევაში?

9
4060

საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. 2017 წლის 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ “თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას ირანის მოქალაქე ქალებს ხიჯაბის მოხსნას აიძულებენ, რაც რელიგიური შეურაცხყოფაა”. “საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს!” – შენიშვნა მისცა მოჰამად ჯავად ზარიფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ უკანასკნელის ირანში ვიზიტის დროს – მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე ქალბატონს სასაზღვრო კონტროლის გავლისას უსაფრთხოების მიზნით ხიჯაბის მოხსნა მოსთხოვეს.

საქართველოს ხელისუფლებამ კი, პროტესტისა და ღირსეული პასუხის ნაცვლად, კაპიტულანტური განცხადებები გააკეთა – როგორც ირანული მედია წერს, “კვირიკაშვილი დაჰპირდა ირანელ კოლეგას, რომ დაუყოვნებლივ ბრძანებს ამ ინციდენტში გარკვევას”. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ამ შეხვედრაზე ხიჯაბიანი ირანელი ვიზიტორების სასაზღვრო შემოწმების პროცედურებზე მსჯელობდნენ, სხვა დეტალები ქართულმა მხარემ არ გაახმაურა.

საქინფორმი: ეს მოწმობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ირანისთვის მესამეხარისხოვან ქვეყნებს განეკუთვნება, ამიტომაც აძლევს თავს უფლებას ირანის მთავრობა, ქართულ მხარეს მსგავსი პრეტენზიები წაუყენოს, რასაც ვერ გაბედავდნენ ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მიმართ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ხისტ პასუხს მიიღებდა ირანი ნებისმიერი ევროპული ქვეყნისგან, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ზე, თუკი ის მათთვის მსგავსი აბსურდული მოთხოვნების წამოყენებას გაბედავდა იმ დროს, როცა ევროპის დედაქალაქები ტერორისტების თავდასხმებს განიცდიან!

აგებს თუ არა პასუხს კვირიკაშვილის მთავრობა და მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, რომლის ლიდერადაც ის გვევლინება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის შემთხვევაში? როგორ უნდა განსაზღვრონ ქართველმა უშიშროების თანამშრომლებმა – ხომ არ არის ხიჯაბის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა? რა ნიშნებით შეიძლება ირანის მოქალაქე წესიერი ქალბატონის შაჰიდისაგან გარჩევა?!

წყარო: saqinform.ge

9 კომენტარები

  1. natkvamia,,romel qvekanashic shexval,,imis qudi unda daixuroo….saqartveloshi shemosulma kvela turistma,,ganurchevlad erovnebisa da rcmenisa..pativi unda sces saqartvelos kanonebsac da zne-chveulebebsac…iranshi chasul qalebs ar txoven tavse daxurvas? aba mash ra ukvirt chveni????????

  2. სამოსის გახდა არც ერთ აეროპორტში არ ხდება თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა არსებობს ტექნოლოგიები რომლითაც მოწმდება ადამიანი და თუ საჭირო იქნება ტანზეც გახდიან და თავსაც გადაპარსავენ თუ არ იყო საჭირო არ უნდა გაეხადათ

  3. ჯერ ერთი ირანელი ქალები ჰიჯაბს არ უნდა ატარებდნენ…. და მეორეც, თუ რაიმე მსგავსი ხდება, უსაფრთხოების სამსახურებს შემმოწმებლად ქალები უნდა ჰყავდეთ….. მორჩა და გათავდა… რა პრობლემებსა და ზღაპრებს იგონებთ……

  4. კაი ერთი არ მოწონთ და ნუ მოწონთ დაეტიონ თავიანთ ქვეყანაში.მართლა რა ამბავია მსოფლიოში და ამათ შემოწმება არ უნდათ თურმე რას ქვია არ უნდათ.ვინ აგებს პასუხს რამე რომოხდეს არც არავინ ისევ ხალხი დარჩება საცოდავად.ყველას ჩვენ რატო ვუხრით თავს ვერვიგებ რა.კეთილი ინებონ და როგორც კანონია ისე მოიქცნენ უნდა მაგრამ აბა იქნება კი ასე ჩვენ სულ დაბალ ღობედ გვხედავს ყველა

  5. ირანელი ქალები როგორც ვიცი ჰიჯაბს არ ატარებენ, მათ მხოლოდ თავსაფარი უკეთიათ, სახე არ აქვთ დახურული, რატომ ამუქებთ??? საუდის არაბეთისგან განსხვავებით ირანის ქალებს არ აქვთ ჰიჯაბი !!! თუ ვცდები?

  6. მე მგონია რომ, მასპიძელი ქვეყნის წესებს უნდა სცენ პატივი და უშიშროების მოთხივნებს დაეთანხმონ, თუ არა და მაშინ გზა ხსნილი აქვთ ნებისმიერი მუსულმანური ქვეყნისკენ.

    • გეთანხმებით, პირადად არ ვარ ნამყოფი მაგრამ რამდენადაც ვიცი ირანში ჩასულ ჩვენ და მგონი არამარტო ჩვენ ტურისტებს ისეთივე თავსაფრები აფარიათ და ისეთივე გრძელ სახელოებიანი და კოჭებამდე სიგრძის ლაბადები აცვიათ როგორც თვითონ ირანელ ქალებს, და ვერავინ პრეტენზიას არათუ არა, ვერ გამოთქვამს ამ კანონის წინაშე, ასე რომ კეთილი ინებონ და თვითონაც დაემორჩილონ ჩვენი ქვეყნის კანონს და თუ არ მოწონთ გზა ხსნილია ოთხივ კუთხივ…

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი