ირმა ყოჩიაშვილი: ჩემი და ბექა შენგელიას სექსუალურ აქტს რამდენჯერმე დასწრებია ნ. ჩ.

0
269

„ბექა შენგელიასა და არასრულწლოვან ნ.ჩ-ს ერთმანეთში ხშირად ჰქონდათ სქესობრივი კავშირი და დავსწრებივარ. ანალოგიურად, ჩემი და ბექა შენგელიას სექსუალურ აქტს რამდენჯერმე დასწრებია ნ. ჩ“, – აღნიშნული ჩვენება 76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს ეკუთვნის, რომელიც გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
როგორც გამოცემა წერს, ბოლოს „მარიამი“, ვისთანაც ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, ბექა შენგელიას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილი იყო. მარიამი ირმას თავად ბექამ დაარქვა.
„ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე, ბექა და ნ.ჩ. ერთად დავრჩენილვართ ღამე ბინაში, რა დროსაც ბექასა და ნ.ჩ-ს ჰქონდათ სექსი, დავსწრებივარ, თუმცა მონაწილეობა არ მიმიღია. ანალოგიურად, ჩემი და ბექა შენგელიას სექსუალურ აქტს რამდენჯერმე დასწრებია ნ. ჩ“,-აცხადებს თავის ჩვენებაში ყოჩიაშვილი.
გამოცემა დაინტერესდა, თუ რატომ არ წარედგინა ბრალი ბექა შენგელიას არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის, რაზეც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბექა შენგელიასა და ნ.ჩ-ს შორის სქესობრივი კავშირი არ დასტურდება.
ცნობილია, რომ ბექა შენგელია გოგონებს, ძირითადად, სასაფლაოებზე აუპატიურებდა. ასეთ ადგილებს მისთვის მისტიკური დანიშნულება ჰქონდა.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შენგელია და მისი მეგობრები კოჯრის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში საკმაოდ ხშირად იკრიბებოდნენ, რომელიც ლეგენდების გამო მისტიკის მოყვარულთა თავშესაფრადაც იქცა.
გამოცემის ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის რიტუალური მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ პირს ეძებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. გამოძიების მასალებში დევს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სადაც ისმის დაუდგენელი პირის მითითება, რომ გვამს ზევიდან მჟავა დაასხან. ჩანაწერს ექსპერტიზა სწავლობს, რის შემდეგაც შესაძლოა, დადგინდეს, ვის ეკუთვნის ეს ხმა. არ არის გამორიცხული, აღნიშნული პიროვნება ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი