ის შვიდმა ადამიანმა გააუპატიურა, მაგრამ გოგონა არ დანებდა და ბრძოლით ისტორია შეცვალა

0
355

1965 წლის დეკემბერში,  ალკამოში,  სიცილიის პატარა ქალაქში 18 წლის გოგონა შვიდი მეგობრის დახმარებით გაიტაცა ბიჭმა, რომელსაც ის მოსწონდა. გოგონას დაკარგვას არ გამოუწვევია აჟიოტაჟი, რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომელიც ყოველთვის ქორწინებით მთავრდებოდა.
ადგილობრივი ტრადიციების და იმ დროინდელი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად_ თუ ქალი ცოლად მიჰყვებოდა მას, ვინც ის მოიტაცა და   გააუპატიურა, მაშინ დამნაშავე არ ისჯებოდა. ანუ ქალის სახელი ამით აღარ ილახებოდა და საზოგადოებაც არავის აღარ განიკითხავდა.
ადგილობრივი ტრადიციების და იმ დროინდელი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად_  “სარეაბილიტაციო ქორწინებაზე”(matrimonio riparatore) უარის თქმის შემთხვევაში ქალი იღებდა  «donna svergognata»(შერცხვენილი ქალი)- ის სტატუს(შერცხვენილი ქალი), რადგან მან თავისი ქალწულობა ქორწინების გარეშე დაკარგა. ცოლის მოყვანის შემდეგ მოძალადეს ყველანაირი დანაშაული( გატაცება და ძალადობა)უბათილდებოდა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ცხრადღიანი გატაცების და ძალადობის შემდეგ გოგონამ დაარღვია “ტრადიციები” და  უარი თქვა მოძალადესთან ქორწინებაზე.  ფრანჩესკამ პოლიციაში უჩივლა გამტაცებლებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსხვერპლი ცოლად არ გაჰყვა მოძალადეს.
ერთი წლის შემდეგ 1966 წლის დეკემბერში მამაკაცი და მისი მეგობრები გატაცებისთვის და ძალადობისთვის გაასამართლეს.
ფრანჩესკა ვიოლა (ფოტოზე) დღემდე ცოცხალია. მისმა ისტორიამ და თამამმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში  დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი მეშვეობით ბოლო მოეღო საშინელ ტრადიციას და ქალების შანტაჟს.
1981 წელს კი ცვლილებები შევიდა კანონშიც, რომლის მიხედვითაც ადრე გაუპატიურება არ ითვლებოდა დანაშაულად თუ მსხვერპლი მოძალადეს ცოლად მიჰყვებოდა.
იტალიის პრეზიდენტის ბრძანებით 2014 წლის 13 თებერვალს ფრანჩესკა ვიოლა “იტალიის რესპუბლიკის მიმართ დამსახურებისთვის” ოფიცრის ორდენით დააჯილდოვეს.

წყარო: galanews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი