იტალიური სააღდგომო კექსი პანეტონე (მარტივად მოსამზადებელი)

0
681

მშრალი საფუარი 1 ს/კ

თბილი წყალი 200 გრ

შაქარი 100 გრ.

კვერცხის გული 2 ცალი

მაწონი ან უშაქრო იოგურტი 0,5 ჭიქა

ვანილის ექსტრაქტი 1ჩ/კ

ლიმნის ცედრა 1ც/კ

ქიშმიში 100 გრ

ფერადი ხილის ჩირი 100 გრ

კარაქი 1 ს/კ

შაქრის პუდრა 50 გრ

მომზადება

გახსენით საფუარი თბილ წყალში , დაამატეთ შაქარი და დადგით თბილ ადგილას 20 წუთი. დაამატეთ კვერცხის გული, იოგურტი, დამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმნის ცედრა, ცოტა მარილი და ნელ-ნელა ფქვილი. მოზილეთ რბილი და ელასტიური ცომი , დადგით თბილ ადგილზე, რომ გაფუვდეს.
ხილის ჩირს დააყარეთ შაქრის პუდრა და ჩაყარეთ გამზადებულ ცომში, აურიეთ. ცომი გადმოიღეთ ფორმაში, ცოტა ხანი გააჩერეთ. გამოაცხეთ 175 გრადუსზე 45 წთ.

წყარო: postalioni.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი