იხვნისკარტა გუგული მაღრაძემ 19 წლის ნანა გიგლემიანი შეიწირა

0
502

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:

“ქურდს ქუდი ეწვისო, ხომ გაგიგიათ?!
ორიოდე წლის წინ 19 წლის ნანა გიგლემიანს, აფხაზეთიდან დევნილ გოგონას, რომელიც მამის წლისთავზე ეკლესიიდან გამოდიოდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ იხვნისკარტა გუგული მაღრაძე დაეჯახა და გარდაიცვალა!

ქოცმთავრობამ საქმე ჩაფარცხა, როგორც ყოველთვის: გვამი შეტენეს საწინააღმდეგო მხარეს მოძრავ მანქანის მძღოლს, ფული გადაუხადეს და მალე გამოუშვეს, ხოლო კამერების ჩანაწერები წაშალეს. იხვნისკარტა კი მას შემდეგ ისეა დავალებული, რომ ყველა სიბინძურეზე უწერთ ხელს… აგერ ლინკიც.” – წერს გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია ამ სტატიაზე საუბრობს – “ქუთაისში, სასტუმრო “თბილისში” მცხოვრებმა დევნილებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის გამოძიების მოთხოვნით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები ითხოვენ, სამართალდამცველებმა გამოიძიონ და დაადგინონ რეალური მკვლელის ვინაობა. ისინი ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულს სხვა ადამიანს აბრალებენ.

“არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს ვინც ნანას დაეჯახა. მათი თქმით, ის ქალია და ჯიპით მოძრაობდა. რეალური მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა მას პოლიციელი ყავს ნათესავი და ამის გამო ხელს აფარებენ და დანაშაულს სხვას აბრალებენ”, – ამბობს ნანა გიგლემიანის ბებია.
ოჯახის წევრების ინფორმაციით ნანა გიგლემიანს “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად გოგონა დაჯახების ძალით გადავარდა და გვამი მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუკი სამართალდამცველები სწორ მიმართულებას არ მისცემენ გამოძიებას და დამნაშავეს არ დააკავებენ, მიცვალებულის დასაფლავებას არ აპირებენ.
ოჯახი ითხოვს ვიდეოთვალის ჩანაწერს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, სამართალდამცველები არწმუნებენ, რომ ჩანაწერი არ არსებობს, მიზეზად კი შუქის ჩაქრობას ასახელებენ. თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით ეს სინამდვილეს არ წარმოადგენს. თვითმხილველების ინფრომაციით, შუქი განგებ გათიშეს და ექსპერტიზის მოსვლამდე შემთხვევის ადგილი ჩარეცხეს, რადგან ყველა კვალი წაეშალათ.
ავარია აღმაშენებლის გამზირზე სამი დღის წინ მოხდა. ავრიის შედეგად 19 წლის ნანა გიგლემიანი დაიღუპა.
გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების მოთხოვნების შესახებ ნახეთ ვიდეო მალე”

 

წყარო: presa.ge

kutaisipost.wordpress.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი