კაფე, სადაც პირებისთვის კვება უფასოა

0
121

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ჭამა უფასოა”, – ასეთი წარწერა ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ტაილანდურ კაფეს აქვს. მეპატრონე ბაო ტულანი ტაუსენე ტაილანდიდან თბილისში 2 თვის წინ ჩამოვიდა, ასათიანის ქუჩაზე დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის ფართი იქირავა და კაფე გახსნა.

ამბობს, რომ ეს წარწერა იქვე მცხოვრები ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი შშმ პირის გამო გააკეთა: „თავიდან არც მიფიქრია, რომ ვინმესთვის უფასოდ შემეთავაზებინა საჭმელი, მაგრამ ერთ-ერთი მეზობელი ძალიან გაჭირვებულია, ეტლით სარგებლობს, ერთხელ დავპატიჟე; მერე მისი წყალობით, სხვა კლიენტებიც მოვიდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე, თან ამ ადამიანებს დავეხმარო, თან ჩემს კაფეზეც ვიზრუნო”, – უთხრა „ლიბერალს” კაფეს მეპატრონემ.

სოციალურ ქსელში კაფეს წარწერამ უკმაყოფილება გამოიწვია. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და შშმ ბავშვების მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი საქველმოქმედო მიდგომა კიდევ უფრო ამყარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებს:

„თუ ჩვენ ქველმოქმედების ობიექტებად გვინდა ყოფნა, მაშინ, კი ბატონო, სხვა შემთხვევაში გაუმართლებელია. ასეთი მიდგომა ყოველთვის ტოვებს პირს მუდმივ საქველმოქმედო ობიექტად და მას სოციალურ ინკლუზიაში აფერხებს, არ აძლევს საშუალებას თანაბარუფლებიან, ღირსეულ გარემოში განვიხილოთ”, – წერს ლია ტაბატაძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელი და მშობელი.

წყარო: liberali.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი