კონგოელმა მეამბოხეებმა ოსურაულის ვერტმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს და ახლა გამოსასყიდის სახით 1 მლნ დოლარს ითხოვენ

0
337

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსურაული კონგოელმა მეამბოხეებმა აიყვანეს ტყვედ და მის გათავისუფლებაში 1 მლნ დოლარს ითხოვენ, წერს გადამდგარი პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

„დაეხმარეთ თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკს, სამხდრო მფრინავ სოსო ოსურაულს, უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება და სამშობლოში დაბრუნება რომელიც კონგოში ტყვედ აიყვანეს ამბოხებულებმა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად“, — მიმართავს საქართველოს მთავრობას მაყიშვილი.

წყარო: sputnik-georgia.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი