კულტურის სამინისტრომ სომხეთი ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად სცნო?

0
481

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ნუსხას კიდევ ერთი წევრი შემატა და მეზობელი სომხეთი ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად სცნო.

როგორც კულტუროლოგებმა ჩიტთან საუბარში განმარტეს, სომხეთი ხშირად ედავება ქართველებს ღვინის, ხაჭაპურის, მწვადის და სხვა მნიშვნელოვანი რაღაცების სამშობლოს სტატუსში, რაც ქართველებს ნერვებს უშლით.

“სომხეთის ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად ცნობა გამოიწვევს იმას, რომ რაც არ უნდა მიითვისონ, მაინც ჩვენი იქნება,” განაცხადა ქართველი კულტურის ნამდვილმა მოამაგემ და დამცველმა გიორგი თავკერძაშვილმა.

სომხეთის ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც ჩიტს ერევნის კულუარებიდან აცნობეს, სომხეთი გადარეულია.

ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 13 მარტის ბრძანების თანახმად, ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ET8A3T Georgian traditional food like Imeretian khachapuri, roasted mushrooms, Pkhali salad, roasted fshes and potatoes and lamb kebab

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მაკა თაქთაქიშვილმა On.ge-ის რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ ქართული სუფრის ტრადიციისა და კულტურის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე მიმდინარეობდა მუშაობა. იგი განმარტავდა რომ ამ ყველაფერს გადაწყვეტს ექსპერტთა საბჭო და საზოგადოება, ხოლო შემდეგ, ამ წინადადებას განიხილავს მინისტრი და სააგენტოს გენერალური დირექტორი, საბჭოს რეკომენდაციით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის, მაკა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული სუფრის ტრადიციისა და კულტურის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ გაზეთი რეზონანსი წერს.

სააგენტოს წარმომადგენელი On.ge-სთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული სუფრა, ჯერჯერობით, ოფიციალურად განსახილველად არ შესულა სააგენტოში და მიმდინარეობს მასზე მუშაობა:

“კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის, რომ მომდევნო ეტაპი ქართული სუფრა იქნება. შემდეგი ის ელემენტი იქნება, რომელიც მიაჩნია ქართველ ერს საკუთარ იდენტობად. სუფრაზე ექსპერტების გარკვეული ჯგუფი მუშაობს, მათ ჩვენი სააგენტოს, მათ შორის ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. “სუფრის” იდეამ უკვე გაიარა გარკვეული კონსულტაციები და ველოდებით, როცა დაასრულებენ მუშაობას, შემოიტანონ ბარათი განსახილველად”.

სააგენტოს ცნობით, რომელიმე ნიმუშის განსახილველად შეტანა შეუძლია საინიციატივო ჯგუფს, თემს, ოჯახს და ზოგიერთ შემთხვევაში ინდივიდსაც, გარკვეული ფორმით, ანუ სააღრიცხვო ბარათით, რომელსაც განიხილავს შემდეგ ექსპერტთა საბჭო.

მაკა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, სუფრასთან ერთად განიხილონ ქართული მინანქარიც და ამის შემდეგ, გადაწყდება გაიტანენ თუ არა მას:

“ეს შეიძლება იყოს ქართული სუფრა ან სხვა. ამას გადაწყვეტს ექსპერტთა საბჭო და საზოგადოება. ამ წინადადებას განიხილავს მინისტრი და სააგენტოს გენერალური დირექტორი, საბჭოს რეკომენდაციით. შესაძლებელია იყოს სუფრა, თუმცა მე ამას არ გამოვრიცხავ, და ვერც დავადასტურებ”.

24 იანვარს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა. ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.

როგორც მაკა თაქთაქიშვილი განმარტავს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია უფრო აღმატებულია და იგი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ეს ელემენტი აღიარებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, როგორც საკუთარი იდენტობის ნაწილი.

დღეისათვის აღნიშნული კატეგორია მინიჭებული აქვს: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, დედა-ენას, როგორც სწავლების მეთოდს, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და ქართულ ჭიდაობას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელმძღვანელობს 2003 წლის იუნესკოს კონვენციით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. საქართველო ამ კონვენციას 2008 წლის დასაწყისში შეუერთდა, რითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აღრიცხოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები საქართველოში.

წყარო: chiti.ge ,   on.ge  ,   on.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი