ლევან ვასაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

2
1205

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას!
სასწრაფოდ მიიღოს საკონონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს გააკონტროლებს. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეებისა და საქმოსნების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის პროგრამა.

პასუხისგებაში უნდა მიეცნენ წინა რეჟიმის იდეოლოგები, რომლებიც აგრძელებენ თავისუფალ ცხოვრებას საქართველოში, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და საჯაროდ დასცინიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თუ ამ ღონისძიებების გატარების პროცესში თქვენ გამოიწვევთ შეშფოთებას გარკვეულ უცხოურ წრეებში, ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ თქვენი მადლობელი იქნება. თუ ამავე პროცესში საქართველოს დააქვეითებენ ჭინკური ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში, მიიღეთ ეს როგორც ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ ეტყობა რაღაცას აკეთებთ ქვეყნის სასიკეთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას ელოდება კიდევ უფრო მეტი როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული არეულობა და განსაცდელი, ხოლო თქვენ კი იმ მატერიალური ძალაუფლებისა და რესურსების დაკარგვა, რომელსაც გეჩვენებათ რომ ასე ჭკვიანურად უფრთხილდებით.

გვიახლოვდება კაციობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის გამომწვევი ე.წ. დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი. მთელ მსოფლიოში ისევ ტრიალებს მესამე მსოფლიო ომის სახიფათო სურნელი. არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში, დემოკრატიის და ლიბერალიზმის დაცვის სახელით. უხეში სამხედრო ძალის ჩარევის შედეგად იხოცება და სახლიდან იდევნება მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. რომელიც ბუნებრივია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ, ლოკალურ გამოვლინებებს ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ბუნებრივია კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ ლოკალურ გამოვლინებებს, როგორც ყოველთვის, აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი და ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნების, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად. გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ.

ჩვეულებრივ ამბად იქცა საჯაროდ ცნობილი გარყვნილი არაადამიანების მხრიდან, ქართული ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა. ყველაზე საშიში ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. უკვე დაიწყო ჭინკების ცემა-ტყეპა ხალხის მხრიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის თქვენი პასიურობის შედეგი. როდესაც ხალხი ხედავს მის ღირსებას არ იცავს მისი რჩეული კანონიერი ხელისუფლება, იგი საკუთარ ხელში იღებს ამ ღირსების დაცვის სადავეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია. რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. რომელიც მკაცრად დასჯის და საქმიანობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულების შეურაცხყოფის შემთხვევაში”–აცხადებს ლევან ვასაძე

წყარო: timer.ge

2 კომენტარები

  1. საქართველოს მთავრობა უსუსური მარიონეტია!
    შემოუერთდით პატრიარქის უერთგულესი მეუფის მოძრაობას “ძლევაი საკვირველს” – გაიარეთ ფეისბუქ ავტორიზაცია http://xorumi.gigabit.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი