,,ლუჟკოვმა პასუხი უნდა აგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის”

0
360

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ლუჟკოვი საქართველოს ტერიტორიულ მკვლელობაში ერთ-ერთი გამოკვეთილი ჯალათია და მისგან სხვა განცხადებას არც ველოდი. მე მიკვირს ივანიშვილის უმრავლესობის წევრთა ფარისევლური .მკრეხელური განცხადებები, რომ ლუჟკოვმა უნდა დატოვოს საქართველო.

ჯერ ერთი, კი არ უნდა დატოვოს, პასუხი უნდა აგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის და მეორე რატომ უშვებდით თუ დასატოვებლად გაიმეტებდით მით უფრო რომ იურიდიული საფუძვლები არ დაშვებისა არსებობდა, მაგრამ ბატონის წინააღმდეგ ხმის ამოღებას არ ხართ მიჩვეულნი. მით უფრო კარგად იცით რომ ეს მოსკოველი ბატონი ასლან აბაშიძის კურთხევით და ცნობილი მაფიოზა , მისი მერობისას პირველი ვიცე-მერის იოსებ ორჯონიკიძის რეკომენდაციებით ჩამობრძანდა ივანიშვილის სტუმრის ფაქტობრივი სტატუსით. საერთოდ მისაღებია კანონი რომ, განცხადებაც კი საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უნდა ისჯებოდეს ციხით, ვინც არ უნდა გახლდეს მისი ავტორი შინაური თუ გარეული.

წყარო: euronews.ge

(ვიდეო) სკანდალური განცხადება ქართულ მიწაზე – მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოშია

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი