მაგარი ხელფასი მექნება, მასწავლებელი გავხდები, მოკლედ, მაგარ შარშია

0
179

“ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი პედაგოგები და ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გვყავდეს ძალიან მაგრად”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში” აცხადებს. მისი თქმით, პედაგოგები სკოლებში ხელფასის გამო არ უნდა მიდიოდნენ, მათ ეს საქმე ლამის ჰობად უნდა ჰქონდეთ.

“პედაგოგიკა არის ის თემა ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა წავალ და მაგარი ხელფასი მექნება, მასწავლებელი გავხდები, მოკლედ, მაგარ შარშია. მგონი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში საშუალო ხელფასზე დაბალია მასწავლებლების ხელფასი. ეს შეგნებულად ქნეს, იმის გამო რომ თუ პედაგოგიკაში ძალიან მაღალი ხელფასი იქნა იქ მოვლენ ადამიანები, ვისაც არ უყვართ ბავშვები და ეს არის მაგარი საფრთხე. ლამის ჰობი უნდა იყოს ფაქტიურად ისე უნდა უყვარდეს და ხელფასი რა თქმა უნდა ადექვატური უნდა ჰქონდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი პედაგოგები და ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პედაგოგები გვყავდეს ძალიან მაგრად. პრესტიჟი დაბრუნდეს. ანაზღაურება იზრდება. სამგზის გაიზარდა პედაგოგის საშუალო ანაზღაურება, დანამატები კიდევ უფრო მაღალია”, – განაცხადა მინისტრმა.

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი