მაია ასათიანი დიდი ტკივილის შემდეგ პირველად , ძალიან ემოციურ მიმართვას ავრცელებს

0
579

დიდი ტკივილის შემდეგ მაია ასათიანი თოქ-შოუ პროფილის გვერდზე ძალიან ემოციურ მიმართვას ავრცელებს:”სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ,ჩემს კოლეგებს ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს Tea Gvaramiaს ,რომ არა ის -მე არ ვიქნებოდი!ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებ საფრანგეთში,ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს-და მის დედას ნანუკას ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში ამ პატარა გოგოს დამსახურებაა! საქართველოს საელჩოს საფრანგეთში Eka Siradze-Delaunay, Gotcha Javakhishvili ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს-ჩემი გადარჩენისთვის! საქართველოს ავიახაზებს,საფრანგეთის კონსულს საქართველოში,ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! ჩემს რუსთავი2ს -უთქვენოდ მე მოვკვდებოდი! არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არსოდეს შევხვედრივარ Nika Gvaramiaს-მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის! და რაც მთავარია ჩემს მაყურებელს,ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის!მადლობა ყველას მე რომ დღეს ცოცხალი ვარ-თქვენი დამსახურებაა!”

წყარო: itv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი