მაკა ჩიჩუა – აღარ მინდა, აღარ მინდა ტერორი, აღარ მინდა ის უბედურება, რაც გამოვიარეთ

1
551

პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, „ჩვენი შვილების მომავალი საფრთხეში არ უნდა ჩავაგდოთ”.     „ვთვლი, რომ კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის იყო დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრინციპი, რადგანაც თავისუფალი აზრის გარეშე განვითარება შეუძლებელია.

თუნდაც ის შემთხვევა, რომ თქვენ გაქვთ არამარტო საინფორმაციო, არამედ ფანტასტიური სახალხო პროექტი, როგორიც არის „ნიჭიერი”…. ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. მინდა, რომ ყველამ იცოდეს – ჩვენი შვილების მომავალი საფრთხეში არ ჩავაგდოთ და ის უბუდურება რაც გვჭირდა მანამდე – ერთი და იგივე წრეზე არ ვიაროთ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ტელევიზიების დახურვის, დატერორების – აღარ მინდა, აღარ მინდა ტერორი, აღარ მინდა ის უბედურება, რაც გამოვიარეთ.     ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს „რუსთავი 2″-მა იმუშაოს. „რუსთავი 2″ სრული შემადგენლობით იყოს ამ შენობაში, სადაც თქვენი სახლია როგორც ამბობთ”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

წყარო: guardian.ge

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი