მამა ალექსანდრე: უწმიდესის შემდეგ პატრიარქი თუ არ გვეყოლება, ანტიქრისტე მოვა და გვაწამებს

0
642

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მეუფე პეტრეს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ილია მეორე საქართველოს ბოლო პატრიარქია. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პატრიარქი აღარ ეყოლება, დეკანოზმა ალექსანდრემ სამი ვარიანტი დაასახელა, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს.

“მეუფე პეტრეს განცხადებასთნ დაკავშირებით მინდა ვთქვა… ჩემი პატივისცემა საღვმდელმთავრო ხარისხისა მინდა დავადასტურო, მაგრამ ამავე დროს ცოტა გაურკვეველი რამ თქვა, რაც დაზუსტებას…  მემგონი ასე იყო, თუ ვცდები, შემინდოს ღმერთმა, რომ უწმინდესი არის ბოლო პატრიარქი და ამის შემდეგ პატრიარქი აღარ გვეყილება. ეს არის საშინელი სიტყვები.

უწმინდესის შემდეგ თუ პატრიარქი არ გვეყოლება, სამი ერთმანეთზე უარესი ვარიანტია, პირველი, საქართველოში მოხდება სინოდალური მმართველობა და გაუქმდება პატრიარქობა, ყველა ეპისკოპოსი იქნება ავტონომიური მმართველი თავისი ეპარქიისა. ასეთია მაგალითად საბერძნეთის ეკლესიაში და საშინელი მდგომარეობაა, საქართველოს დაქსაქსვა იცით, რომ ერთიანი მმართველობა თუ არ არის, ყველა თავის ნაბადში გაეხვევა.

მეორე, რუსეთი შემოვა და თვითონ გააუქმებს საქართველოში პატრიარქობას, საშინელებაა. მესამე, ეს არის ანტიქრისტე მოვა და ყველას ერთად გვაცხონებს და გვაწამებს”, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრემ გადაცემა “რეაქციაში”.

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი