მანდატური სასტიკად წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების – ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო

1
563

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის მანდატურისგან არის ფეხმძიმედ. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მანდატური არასრულწლოვნის ცოლად შერთვას აპირებს. სოფელში ამბობენ, გოგონას ოჯახს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო.
თერჯოლელები „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ამბობენ, რომ გოგონა და მანდატური კარის მეზობლები არიან, გოგონა ერთი წელია, რაც სოფლის სკოლიდან თერჯოლაში გადავიდა. ის ოთხი თვის ორსულია.
გამოცემასთან საუბარში თერჯოლის რაიონის მკვიდრი აცხადებს, რომ თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვს.
„არც ერთი ოჯახი მომხდარზე არ ლაპარაკობს. მთელი სოფელი კი არა, რაიონია თავზარდაცემული. ვინ იფიქრებდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევა თუ მოხდებოდა. მე 16 წლის გოგონა მყავს… ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც არ გაივლოს. მანდატურს ყველა კარგად ვიცნობთ, ერუდირებული, წყნარი ადამიანია, მას და მის ოჯახს სოფელში პატივს სცემენ, თუმცა მომხდარით შოკირებული ვართ… ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია. ყველამ ვიცით, რომ გოგონა სკოლაში ხშირად მიჰყავდა მანდატურს. როგორც გავიგე, ერთი კვირის წინ გოგონას უთხოვია ამ მამაკაცისთვის, ექიმთან წამიყვანეო. მასაც წაუყვანია. გინეკოლოგს გაუსინჯავს და ორსულობის დადასტურებისთანავე პოლიციისთვის შეუტყობინებია. იმასაც ამბობენ, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვსო.
მჯერა, სიმართლეს სამართალდამცველები დაადგენენ. ამბობენ, დაქორწინებას აპირებენ და ამით უნდათ საქმის ჩაფარცხვაო. ითქვა ისიც, თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების – ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მანდატურს ადრე სხვა ქალთანაც ჰქონდა ურთიერთობა თუმცა ცოლად აღარ მოუყვანია, იმას ვენები გადაუჭრია. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მშობლები პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. მამამისი ხან შეშას ყიდის ხან ნაკელს. ერთი მარჩენალი ძროხა ჰყავდათ და ისიც მოუკვდათ ცოტა ხნის წინ“, – აცხადებს თერჯოლის მკვიდრი.

წყარო: kvira.ge

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი