მარტო ცხოვრების უპირატესობები (8 ფოტო)

0
414

       მექსიკელი ილუსტრატორი იდალია კანდელასი (Idalia Candelas) ხატავს ქალებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. ამ ნახატებით იდალიას სურს, გვაჩვენოს, რა განსხვავებაა „მარტო ყოფნასა“ და „მარტო ცხოვრებას“ შორის. ხშირად ვამბობთ, რომ სამწუხაროა, როდესაც ადამიანები მარტო ცხოვრობენ, თუმცა ვინ თქვა, რომ ისინი მარტოსულები ან მოწყენილები არიან?

თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ საყვარელ საცვალში – ვალდებულებების გარეშე

წაიკითხოთ ნებისმიერ პოზაში, როგორშიც მოგესურვებათ, და არავინ განგსჯით.

იკოტრიალოთ ლოგინში მთელი დილა და გაიზმოროთ, როგორც მოგესურვებათ.

გამოიცვალოთ ტანისამოსი, სადაც მოგესურვებათ.

შეხვიდეთ აბაზანაში კარის დაკეტვის გარეშე და იაროთ ოთახებში შიშველმა.

გამოიყენოთ სიჩუმე რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრისთვის.

თქვენი საწოლი, თქვენი წესები.

დალიოთ ყავა და მიიღოთ სიამოვნება სიჩუმისა და სიმშვიდისგან. არავინ შეგაწუხებთ.

წყარო: funtime.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი