მასიურად არ მოხდება მათი დაპატიმრება – ზაზა ხატიაშვილი

0
352

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადება ადვოკატ ზაზა პაპიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო:

_ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია აღიარებს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მაგრამ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვერასოდეს გაითავისებენ აღნიშნული ნორმის მნიშვნელობას, სანამ მასიურად არ მოხდება მათი დაპატიმრება ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის გამო. ადვოკატ ზაზა პაპიძეს, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რამდენიმეჯერ ჰქონდა გასაუბრება უზბეკეთის მოქალაქე ვინმე „ნულოფენთან“, რომელსაც საქართველოში ბინადრობის უფლება აქვს და საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ფლობს მთელ რიგ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვინაიდან გამოსაკითხი პირი კარგად ვერ ფლობს ქართულ ენას, ადვოკატი შეუთანმხდა ზემოთხსენებულ პირს, რომ მ/წ 5 მარტს იგი შეხვდებოდა მას თარჯიმანთან ერთად და გამოკითხავდა მას, რაზედაც უზბეკეთის მოქალაქემ განაცხადა თანხმობა, შეხვედრის დრო განისაზღვრა დაახლოებით დღის 4-5 საათისთვის. როგორც ადვოკატი განცხადებაში აღნიშნავს, ხსენებული გამოსაკითხი პირი ცხოვრობს ქ. ბათუმში გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს ნაქირავებ კერძო სახლში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის N1 შესახვევში, სახლი N17 სადაც შეთანხმებისამებრ უნდა შემდგარიყო შეხვედრა. დათქმულ დროს, ადვოკატის იქ მისვლისას მას დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ მისულნი ავტომანქანით, კერძოდ „მერსედეს“ C კლასი სახელმწიფო ნომრით AMS 759. პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატი ზაზა პაპიძე არ შეუშვეს გამოსაკითხ პირთან და განუცხადეს, რომ არანაირი შეხვედრა არ შედგებოდა და რომ გამოსაკითხი პირი ადვოკატს არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდიდა. თუ ადვოკატი გაჯიუტდებოდა გადაიყვანდნენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და მას ნარკოტიკი აღმოაჩნდებოდა. ადგილზე, პოლიციის თანამშრომლებიდან იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ვაჟა ბურკენაძე და მასთან თანმხლები ორი პირი, რომლებმაც თავიანთი ვინაობა არ გაუმხილეს ადვოკატს, რომლებიც ადვოკატს მიმართ გამოხატავდენენ შეურაცხყოფას და და მუქარას. ზაზა ხატიაშვილს მიმაჩნია, რომ ზემოთხსენებული ფაქტები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა. ამავდროულად პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელდა ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები ასევე წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ძირითად პრინციპებთან ადვოკატის როლის შესახებ (1990).

 შეგახსენებთ, რომ გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ ადგენს შემდეგს, კერძოდ მე–16 მუხლის თანახმად: “ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადვოკატებს (ა) შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან უადგილო ჩარევის გარეშე; (ბ) აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ და გაუწიონ კონსულტაცია თავიანთ კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც; (გ) არ განიცდიან და არ ემუქრებათ სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული, ეკონომიკური ან სხვა სანქციები აღიარებული პროფესიული მოვალეობების, სტანდარტების და ეთიკის შესაბამისად მოქმედებისას”. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვ ყველა პოლიციელის უმკაცრესად დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ ადვოკატ ზაზა პაპიძის მიმართ განხოციელებულ ძალადობაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ადვოკატ ზაზა პაპიძის საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების ირგვლივ და პასუხისგებაში მიცემულ იქნან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩამდენი პოლიციელები.
წყარო: euronews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი