მეუფეები პატრიარქის მოწამვლაზე – ნება მომეცით სიმართლე ვთქვა

0
562

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ტელეკომპანია “რუსთავი2 “-თან კომენტარი გააკეთა. გიორგი ფანცულაია აცხადებს რომ მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი და  მოუწოდებს პროკურატურას, მოუხსნას ამ საქმეზე შეზღუდვა.

“ამ ოთხი დღის განმავლობაში არათუ საქმის შინაარსი, ფაქტიც კი არ დამიდასტურებია, საქმის შინაარსზე ახლაც ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმის დადასტურება, რომ ეს მოხდა, შემიძლია, უარყოფას აზრი არ აქვს.

ფაქტის შინაარსობრივ მხარეზე საუბრის უფლება არ მაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ იმპერატიული ტონით ისმის ამ ადამიანისადმი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვთქვათ სიმართლე საზოგადოების წინაშე.

ჩვენ მომავალში საზოგადოებს შევთავაზებთ ჩვენს სიმართლეს და გავიტანთ ბოლომდე. მაგრამ ამ ეტაპე ამის თქმის უფლება არ მაქვს” – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვიკატმა.

ერთმა ცნობილმა პიროვნებამ განაცხადა, რომ თითქოს 20 წელია მოჯადოებული წრიდან ვერ გავიდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა. ახლა უკვე 25 წელია ისევ ამ მოჯადოებულ წრეში დავრჩით. ასე იქნება, სანამ მხილება არ დაიწყება, სანამ ანალიზი 90-იანი წლებიდან არ გაკეთდება არსებულ მოვლენებზე, მანამდე ვერაფერი გვიშველის“, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ ქალბატონი შორენას პროვოკაციას მამა გიორგი წამოეგო და იმ სცენარის მონაწილე გახდა.

„შიდა ინტრიგები ეს აშკარაა. ეს არის დაანონსებული ბრძოლის გაგრძელება. სინოდის სხდომაზეც ძალიან მინდოდა პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის შესახებ მის ავტორებს კომენტარი გაეკეთებინათ. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. ეს რა თქმა უნდა გაგრძელებაა იმ პასუხგაუცემელი შეკითხვებისა“, – აღნიშნა მეუფემ.

„ქრონიკის“ წამყვანის კითხვაზე, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს გარე ძალებში მეუფე პეტრე ასე პასუხობს:

„ეს შეიძლება იყოს ის ვინც ხსენებული ქალბატონი რუხი კარდინალი მოიყვანა საპატრიარქოს სათავეში და დღემდე ყველაზე დიდ დასაყრდენს ხედავენ მასში მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში და რამდენიმე წლის წინ. ერთმა ცნობილმა პიროვნებამ განაცხადა, რომ თითქოს 20 წელია მოჯადოებული წრიდან ვერ გავიდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა. ახლა უკვე 25 წელია ისევ ამ მოჯადოებულ წრეში დავრჩით. ასე იქნება, სანამ მხილება არ დაიწყება, სანამ ანალიზი 90-იანი წლებიდან არ გაკეთდება არსებულ მოვლენებზე, მანამდე ვერაფერი გვიშველის“, – განაცხადა მეუფემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს არის ქალბატონი შორენას პროვოკაცია, რომელსაც პროკურატურა წამოეგო? მიტროპოლიტი ასე პასუხობს:

„არ გამოვრიცხავ, რომ ამას თავად თვითონ მამა გიორგი წამოეგო. ეს არის ძალები, რომლებიც არიან მტრული ძალები საქართველოსი, მართლმადიდებლობისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. ეს არის მტრული ძალები, სად როგორ ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, თავისი გამოუცდელობით ამ სცენარის მონაწილე გახდა. ვფიქრობ, რომ ის დაარღვევს დუმილს და ვფიქრობ, რომ არ იქნება დამალული რომელიც არა გაცხადდეს. საქართველოს ისტორიას აქვს ძალიან საინტერესო ფაქტი, კათოლოკოს პატრიარქ კირიონის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობის შემდეგ, როცა ის მკვლელობა დაბრალდა მის უერთგულეს პიროვნებას ეპისკოპოს ტარასის კანდელაკს. ის მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ მე სულის საცხონებლად მარტო ის მეყოფა, რომ მე ამ ცილისწამების მსხვერპლი გავხდიო. აქედან გამომდინარე არაფერს გამოვრიცხავთ, წერტილს ვერ დავსვამთ. რა თქმა უნდა, ძირფესვიანად კარგად უნდა იყოს შესწავლილი თუ რამ გამოიწვია და რა მოხდა“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, ენდობით თუ არა იმ ვერსიას, რაც მთავარმა პროკურორმა გაასაჯაროვა,  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა:

“მინდა სრულიად საქართველოს, ქართველ მრევლს და მილიონობით მლოცველს მივულოცო, რომ პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ღვთის მადლით, ძალიან მალე ჯანმრთელი დაგვიბრუნდება საქართველოში.

რაც შეეხება ნდობის ფაქტორს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს, მაღალპროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართლნი, რამეთუ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლეობაში საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რო ხსენებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და არსებულ კლინიკას, რომელთან მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა თუ ბევრი სხვადასხვა ფაქტისა.

ასევე ქონების მართვის სამსახურში სწორედ მამა გიორგის მიერ  იქნა აღმოჩენილი უამრავი  მამხილებელი საკითხი არსებული არასახარბიელო მდგომარეობის,

ეს ყველაფერი ჩემს მიერ არცთუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება და პრობლემას რუხი კარდინალის სახით…

ეს არის გაგრძელება და ის პრობლემა, რომელიც ქაოსური და ჩრდილოვანი სახით არსებობს საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება რაღაც პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისთვის. ეს არის ჩემი პირადი აზრი.

ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს, ქონების მართვის სამსახურსაც, მანამ სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე მექნება თხოვნა სასჯელაღსრუების მიმართ და იმედია ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და ასევე პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა.” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე პროკურატურას მიმართავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პირადი მდივანის, შორენა თეთრუაშვილის  საქმიანობის ძირფესვიად შესწავლას ითხოვს, – ამის შესახებ მეუფემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

“გაიხსენებენ ჩვენი თანამემამულეები, რომ წლების მანძილზე ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია.შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება არაერთგზის უცდიათ, ჰქონდათ მცდელობა მისი მოწამვლისა. ეს თემა არსებულმა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს მართვას. ძალინ კარგი იქნება თუ პროკურატურა ძირფესვიანად დაინტერესდება, როგორ აღმოჩნდა 81 წელს, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა საპატრიარქოში და როგორ მოიპოვა ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ როდესაც დღემდე საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა არ არის გამოძიებული, რომლის დამხობაშიც ლომის წვლილი მიუძღვის ძალებს, რომლის წარმომადგენელია რუხი კარდინალი საპატრიარქოსი. ერთი ვიცი, რომ დიდი ხანია პატრიარქის მიმართ შანტაჟის თემით სპეკულირება გრძელდება.

ვის ჭირდებოდა ეს, თუნდაც საზოგადოების, პატრიარქის და ეკლესიის ყური შეჩვეულიყო ამ თემას?! ხელისუფლებას მართებს უფრო პროფესიონალურად და სიღრმისეულად გამოიძიოს და ჩაყვეს ამ პრობლემას, რამეთუ ეს პრობლემა არც იწყება ამ ფაქტით და ვერც დამთავრდება ამ ფაქტით. სანამ არ იქნება თამარისეული და აღმაშენებლისეული მიდგომა საქართველოში, რომ ყველანი ვამხილოთ მიუხედავად წოდებისა, რანგისა, მდგომარეობისა. მხილება დავიწყოთ პირველით, როგორც თამარ მეფემ ქართველ საზოგადოებას იმ პერიოდისას, რომელმაც მოიტანა ოქროს ხანა, ანუ საეკლესიო რეფორმა მაქვს მხედველობაში. აღმაშენებლის ეპოქაში, რომელზეც გავიდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გამთლიანების გზა, რომელიც ასევე გაიმეორა წმინდა მეფე თამარმა საეკლესიო რეფორმით და ყველას მხილებით დაწყებული”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

წყარო: აიპრესი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი