მეუფე დიმიტრის კომენტარი პატრიარქის ჯანმრთელობაზე და მამა გიორგის დაკავებაზე

0
246

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პირველ კომენტარს აკეთებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

“გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ,” – განუცხადა რუსთავი 2-ს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ბერლინში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფება.

“8 საათზე დაიწყება ოპერაცია, ექიმები გვაიმედებენ რომ ყველაფერი კარგად იქნება” – პატრიარქზე საუბრობს.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იოსებ ოხანაშვილს, ის ბერლინში იმყოფება და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.

 

წყარო, იხილეთ ვიდეო მასალა: http://rustavi2.com/ka/news/67966

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი