მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებული „სიმართლე“, რომელიც აქამდე არ თქმულა

0
2472

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუასთან დაკავშირებული დაპირისპირება გრძელდება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ადამიანთა გარკვეულმა წრემ, მღვდელმსახურს, საშინელ დანაშაულში – პედოფილიაში და არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილ გარყვნილებაში დასდო ბრალი. მეუფე სერაფიმემ  ეპარქია ამ ჭორის გაჩენისთანავე ისე დატოვა, რომ მრევლისთვის არაფერი აუხსნია. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ყველაფერი დაიწყო სატელეფონო მესიჯით, რომელიც გოგონამ მეუფესაგან მიიღო. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ აქვთ წერილი, რომელიც დაზარალებული გოგონას დედამ გაუგზავნა სინოდის წევრებს. წერილში, ეს ქალბატონი წმინდა სინოდს ფაქტის გამოძიებას სთხოვს და ამბობს, რომ ეშინია, მისმა 15 წლის შვილმა ამხელა სტრესის ფონზე თვითმკვლელობა არ ჩაიდინოს. აღნიშნულ წერილზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერაფიმე ჯოჯუას გადადგომიდან 9 თვის შემდეგ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად გაამწესა. თუმცა, ამ ეპარქიის სამივე სასულიერო პირმა მაშინვე გამოაქვეყნა ღია საპროტესტო წერილი და განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებოდნენ ამგვარი ბრალდებით ეპარქიიდან წამოსულ მეუფეს. „ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის,“- აღნიშნულია წერილში.

სერაფიმე ჯოჯუა ამჯერადაც უთქმელად გადადგა თანამდებობიდან. ზოგს მეუფის ასეთი თავმდაბალი საქციელიც უჩენს კითხვის ნიშნებს. გარკვეული სასულიერო პირებისა და მოქალაქეების  წინააღმდეგობის მიუხედავად, სერაფიმე ჯოჯუას ბორჯომსა და ბაკურიანში ბევრი მომხრე ჰყავს, რაშიც თავადაც დავრწმუნდით. ამ რეგიონის მრავალათასიანი მრევლი აპირებს, სამებისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყოს და ამ ფორმით დაიცვას საყვარელი ეპისკოპოსი. იმ ბრალდებაზე, რომლითაც მეუფეს თანამდებობები დააკარგვინეს, ჯერჯერობით პროკურატურაც დუმს, შინაგან საქმეთა სამინისტროც და საპატრიარქოც.

„ევრონიუსმა“  ადგილობრივებთან საუბრის დროს ისეთი დეტალებიც მოიძია, რომელის შესახებაც აქამდე  არავის არაფერი უთქვამს. მოკლეთ, როგორც გვითხრეს, გოგონა, რომლის გამოც ეს დაპირისპირება დაიწყო, ბორჯომის გამგებლის ძმისშვილია. ამით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ამ „საქმეს“ პოლიტიკური სუნიც ასდის და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალებით შუქდება. გოგონას დედა კი, რომელმაც სინოდს  რუსთავი 2 -ის მიერ გამოქვეყნებული წერილი მისწერა, თურმე ნოტარიუსი ყოფილა. ადგილობრივები ამბობენ, მას რაღაც პრობლემები ჰქონდა თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ, ყველაფერი მოუგვარდაო. თავად ფაქტსაც ეს ადამიანები სხვაგვარად ჰყვებიან. ისინი ამბობენ, რომ თავდაპირველად გოგონამ მისწერა უხერხული მესიჯი მეუფეს და მეუფემ ამ მესიჯზე უბრალოდ პასუხი გასცაო. ასევე დასძენენ, დედას პირველ რიგში საკუთარი შვილისთვის უნდა მოეთხოვა პასუხი, ასეთი მესიჯებს რომ სწერდა სასულიერო პირსაო.

  მოკლეთ, მეუფეს ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ და დარწმიუნებულნი არიან იმაში, რომ ეს ამბავი მას მაღალი სასულიერო და პოლიტიკური წრეებიდან მოუწყეს. გოგონას ოჯახი კი მხოლოდ იარაღად გამოიყენეს. ცხადია დაგვაინტერესა, ვინ და რატომ ებრძოდა მეუფე სერაფიმეს, რაზედაც მოკლე პასუხი მივიღეთ, მეუფე პარტიარქის მემკვიდრედ ითვლებოდაო.

   თუ კარგად დავუკვირდები, ამ საუბარში ლოგიკა ნამდვილად არის, თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ის სიმართლეა, ან ტყუილი. ფაქტი ერთია, მეუფესთან დაკავშირებული დაპირისპირება არ ცხრება და უფრო და უფრო მწვავე ფორმებს იღებს. როგორც ჩანს, ესეც ვიღაცას აწყობს, სხვანაირად, სიმართლის გარკვევა არა გვგონია, ასეთი რთული იყოს.  

 

წყარო: euronews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი