მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ

0
338

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის, შეიხი ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს მისასალმებელი სიტყვა

(21.04.2017)

თქვენო აღმატებულებავ, შეიხო ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადე,

ქალბატონებო და ბატონებო,

დღეს არის დიდი სიხარული ჩვენთვის, – საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის მუსულიმური სამრევლოს მეთაური, რომელსაც გულითადად და ძმური სიყვარულით მივესალმებით.

ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვიცნობთ და მხარში ვედექით ერთმანეთს იმ დროს, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო ჩვენს ქვეყნებში და როცა რთული სიტუაცია იყო, ჩვენ მუდამ ვახლობლობდით. დღეს აზერბაიჯანიც და საქართველოც თავისუფალია და დღესაც ის ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე გვქონდა კვლავ ვითარდება და ძლიერდება.

მე მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანელ ხალხს სრული თავისუფლება აქვს საქართველოში. აქ 400-მდე მეჩეთი და ჯამეა სკოლები და გამომცემლობებია და მრავალი სხვა კულტურული ღინისძიება იმართება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურულის ცენტრებიც ასევე თავისუფალნი არიან და იქნებიან აზერბაიჯანში.

მოხარულნი ვართ, რომ თქვენს დელეგაციაში მონაწილებას ღებულობს მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი.

კიდევ ერთხელ მოგსალმებით და ყველას ვისურვებ, რომ თქვენი ჩამობრძანება გახდეს ახალი ხიდი ჩვენს ურთიერთობებში.

 შეიხი ალ-უვ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადე:

ნება მიბოძეთ ფეხზე წამოვდგე და ისე მოგესალმოთ.

სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.

თქვენო უწმინდესობავ, ვმადლობ ღმერთს, რომ პატივი მერგო თქვენთან კვლავ შეხვედრის. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო გახლავთ თქვენი სახით კავკასიის უხუცესთან შეხვედრა. პირადად ჩემი უხუცესი ბრძანდებით.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს მე შეიხ ულ ისლამის ტიტული მივიღე, თქვენ პატრიარქობამდე ამაღლდით. ჩვენ გავხდით მოწმე, იმ რთულ პერიოდში როგორ საჭირო იყო ეს. ჩვენ გამოვიარეთ რთული დღეები, გამოვიარეთ ძმობით, მეგობრობით, თანადგომით. დღეს შევიქენით ღირსნი იმისა, რომ ვცხოვრობდეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ნება მიბოძეთ აღვნიშნო ისიც, რომ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმას, რომ მუსლიმური რელიგიის შეიხი, შეიხ ულ ისლამი ეწვევა პატრიარქს, ხელზე კოცნის მას და აღიარებს მას თავის უხუცესად.

მე მსურს, ქართველმა ხალხმა გაიგოს და აქ დამსწრე მუსლიმებმაც, რომ მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ უიშვიათესი ადამიანი. მე 40 წელია, რაც მაქვს შეიხ ულ ისლამის ტიტული და ჩემი მსახურების პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი პატრიარქის მხარდაჭერას. იმ ცუდ პერიოდში, როდესაც საშიში იყო სასულიერო პირად ყოფნა, მოსკოვში პატრიარქი ყოველთვის მხარში მედგა.

თქვენო უწმინდესობავ, როდესაც შევიტყვე, რომ შეუძლოდ გახდით, გადავწყვიტე გერმანაშივე მენახეთ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამიტომაც გეწვიეთ დღეს თბილისში. შესაძლოა სხვა შეხვედრებიც მქონდეს, მაგრამ უპირველესი მიზანი ჩემი აქვ ჩამოსვლისა ხართ თქვენ. მისი უწმინდესობა თავის კეთილ განწყობას მოჰფენს ხოლმე ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას. აზერბაიჯანის მოსახლეობას, მუსლიმ მრევლს თქვენ ძალზედ უყვარხართ; გასანკუთრებით მის აღმატებულება ბ-ნ პრეზიდენტს.  წამოსვლის წინ შევხდი და თქვენთან პირადად და ქართველ ხალხთან დიდი მოკითხვა შემოგითვალათ.

რამდენიმე დღის წინ ჩატარდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, გილოცავთ და გისურვებთ, რომ ღვთსგან მადლი მოგეფინოთ როგორც თქვენ, ასევე ჩვენ.

დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანს მადლობას მოგახსენებთ. ეს გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის მაჩვენებელი კავკასიაში და რა ბედნიერებაა, რომ კავკასიაში კვლავ არის შენარჩუნებული უფროსის პატივისცემა და სხვა სიკეთენი.

მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ. ამიტომ დღეს აქ ოჯახთან ერთად მოვედი. მათაც სურვილი გამოთქვეს, რომ გეამბორონ თქვენ ხელზე. მე გეახელით ვაჟით, შვილიშვილით, რომელიც ჩემი სეხნია გახლავთ, ასულითა და რძლით.

აქვე, მსურს  მოგამრთოთ თხოვნით, მე ვიცი, რომ ამ დღეებში თქვენი მოღვაწეობის 40 წლისთავია და მე გიწვევთ ბაქოში, ბედნიერნი ვიქნევით თქვენი ხილვისა ჩვენს კერაში და გთხოვთ, რომ ჩამობრძანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

დიდი მადლობა.

წყარო: patriarchate.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი