მიტროპოლიტი პეტრე – უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება

0
298

“მოვიდა დრო, რომ სხვამ უფრო მეტი გააკეთოს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის. მე რაც შევძელი, გავაკეთე,”- განაცხადა საპატრიარქოს ტელევიზიაში მისულმა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მეუფე პეტრე დღეს, 9 მარტს, სინოდის სხდომაზე საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობას ჩამოაშორეს.

„უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ვინმე სხვამ, (ვინ) ჯერ არ ვიცი. არის ასეთი სიბრძნე. თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს. თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება დიდხანს იცოცხლოს. მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმინდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ მადლი არ დავკარგო,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე პეტრე სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ მივიდა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთულოვნების” შენობაში, სადაც მას თანამშრომლების ნაწილი ფოიეში ელოდებოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს. მიტროპოლიტი პეტრე ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან დათხოვნას დირექტორის პოსტიდან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი