მიხეილ სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება – უნიჭოები უნიჭოებად რჩებიან

0
606

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება.

“ჩვენ ვთავაზობდით უკრაინულ ტელეარხებს, რომ გაეშუქებინათ ჩემი ყოფნა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. ყველამ  უარი გვითხრა, სამაგიეროდ ზოგი მათგანი მეგობრულად ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც რუსეთთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა გადაიღეს და რომლებზეც მე უკვე ცერემონიის დასრულებისას, გასასვლელთან, ჯგუფის დანარჩენ წევრებს ველოდები. უნიჭოები უნიჭოებად რჩებიან. მე არაფერი მაქვს მოსაყოლი და დასამტკიცებელი! ბოლო რამდენიმე კვირაა მე მქონდა კონტაქტები ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ვაპირებ მჭიდროდ ვითანამშრომლო უკრაინის მეგობრებთან ამ ადმინისტრაციაში, რაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა. ისინი ხან აეროპორტში მიღებენ მალულად, ხან ცერემონიის გასასვლელთან და შემდეგ შავ პიარს მიგორებენ, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან უკრაინის საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად. უკეთესი იქნებოდა, საკუთარი რესურსები ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებისთვის დაეხარჯათ და არა ჩემს დევნაზე ტუალეტებსა და აეროპორტებში.

მე არ მჭირდება ჩემი პირადი საერთაშორისო მეგობრული ურთიერთობებით სპეკულირება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა მოვიპოვო. ჩემი ბრძოლის ველი-თვით უკრაინა და უკრაინის პოლიტიკაა, საიდანაც მოვაშორებთ მასზე ჩაბღაუჭებულ  ბარიგებს. “-წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

წყარო: postalioni.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი